ევრობასკეტზე თამაში ყველას უნდა

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" იტალიელმა მცველმა მარკო ბელინელიმ მზადყოფნა გამოთქვა, ითამაშოს 2015 წლის ევრობასკეტზე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

უფრო ადრე კონტინენტის პირველობაზე თამაშის სურვილი დაადასტურეს NBA-ს სხვა იტალიელმა ლეგიონერებმა - ლუიჯი დატომემ, დანილო გალინარიმ და ანდრეა ბარნიანიმ.

"ოთხი მოთამაშე, რომლებსაც ნიუ იორკში შევხვდით, მზად არის, ითამაშოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი მიზანია - მოვიპოვოთ საგზური რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე", - განაცხადა იტალიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანი პეტრუჩიმ.

* * *
ამასობაში, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის ფლემინგმა ჰამბურგში პრესკონფერენცია ჩაატარა, რომლის დროსაც ისაუბრა გერმანელი
ვარსკვლავების ევრობასკეტზე სავარაუდო მონაწილეობის შესახებ.

"ბევრ მოთამაშეს ველაპარაკე. ყველას სურს ნაკრებში თამაში, მათ შორის, დირკ ნოვიცკისა და კრის კამანს", - აცხადებს ფლემინგი.

ასევე გამოცხადდა, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ, 21-23 აგვისტოს ჰამბურგში გაიმართება ტურნირი გერმანიის, ლატვიის, პოლონეთისა და თურქეთის ნაკრებების მონაწილეობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული