ანდრე ბარნიანი "ნიუ იორკ ნიქსში" წავიდა

AutoSharing Option
2006 წლის დრაფტის პირველი ნომერი, "ტორონტო რეპტორზის" ფორვარდი ანდრეა ბარნიანი კარიერას "ნიუ იორკ ნიქსში" გააგრძელებს. კლუბებმა უკვე შეათანხმეს მომავალი ტრეიდის დეტალები. კერძოდ, იტალიელს სანაცვლოდ "ნიქსი" სტივ ნოვაკს, მარკუს კემბისა და კვენტინ რიჩარდსონს თმობს. ამ ტრიოს გარდა, "რეპტორზი" მიიღებს 2016 წლის დრაფტზე სამი კალათბურთელის არჩევის უფლებას.

2006 წლიდან მოყოლებული, "ტორონტო" ბარნიანისთან ერთად მხოლოდ ერთხელ გავიდა პლეი ოფში. ის საშუალოდ კარიერაში 15.2 ქულას აგროვებს.

* * *

"მილუოკი ბაქსის" 32 წლის ფორვარდმა მაიკ დანლივიმ ორწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "ჩიკაგო ბულზთან" და კარიერას
ამ კლუბში გააგრძელებს. ხელშეკრულების თანახმად, კალათბურთელი ორ სეზონში 6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

"ბულზის" გარდა, დანლივით დაინტერესებულნი იყვნენ "ლეიკერსი", "მინესოტა", "ჰიუსტონი" და "დალასი".
2012-13 წლების სეზონში ფორვარდი საშუალოდ მატჩში 10.5 ქულას, 3.9 მოხსნასა და 1.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

* * *
უახლოეს დღეებში "ინდიანა პეისერსი" ორი წლით გაიფორმებს მცველ სი ჯეი უოტსონს. ოფიციალურად ამ გარიგების შესახებ 10 ივლისს გამოაცხადებენ, - წერს NBA.com-ის მიმომხილველი დევიდ ოლდრიჯი.

უოტსონმა გასული სეზონი "ბრუკლინის" რიგებში ჩაატარა და საშუალოდ 6.8 ქულა, 1.8 მოხსნა და 2.0 შედეგიანი პასი დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კრის პოლი "კლიპერსში" დარჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული