აივერსონი ფინიშს მიუახლოვდა

AutoSharing Option

"ბეშიქთაშის" ამერიკელი ვარსკვლავის, ალენ აივერსონის კარიერა დასასრულს მიუახლოვდა - ირწმუნება თურქული პრესა. ვეტერანი მცველის ტრავმის შესახებ ჩვენ ადრეც ვწერდით - მუხლის დაზიანების გამო ალენს 4-6 კვირის გამოტოვება უწევდა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ აივერსონი ამერიკაში მიემგზავრება და იქ ოპერაციის გაკეთებას აპირებს.

"ნაბიჯის გადადგმაც კი არ შემიძლია, იმდენად მტკივნეულია ეს დაზიანება", - ამბობს აივერსონი.
თურქული პრესა წერს, რომ ამერიკელს ძვალზე წანაზარდი აქვს, რომელიც თანდათან სიმსივნედ ყალიბდება. სწორედ ამ მომენტის გამო შეიძლება დასრულდეს ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო მცველის ბრწყინვალე კარიერა.

 

აივერსონმა უკვე დაგეგმა პრესკონფერენცია,

რომელზეც თავისი ტრავმის შესახებ მოუყვება ჟურნალისტებს.
ალენმა თურქეთის ჩემპიონატში შვიდი მატჩის ჩატარება მოასწრო და საშუალოდ 14.3 ქულა და 4.7 შედეგიანი პასი დააგროვა.

 


* * *
ასევე ტრავმირებული გახლავთ იტალიის "მონტეპასკის" ლიდერი ბო მაკალები, რის გამოც კლუბს ამერიკელი ლეგიონერის გარეშე მოუწევს ევროლიგის მეორე ეტაპის დაწყება.


მაკალები 19 იანვარს თურქეთის "ეფეს პილსენის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ამერიკელმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მიიღო ფეხის თითის ტრავმა და მინიმუმ ორი კვირა ვერ გავა მოედანზე.


მაკალები ევროლიგის პირველ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. ის საშუალოდ მატჩში 15.5 ქულას აგროვებდა.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული