A ლიცენზიის მქონე 11 გუნდის გარდა, რომელთა მონაწილეობას არ სჭირდება სპორტული შედეგებით დადასტურება, სიაში მოხვდნენ: საფრანგეთის ჩემპიონი ("ლიმოჟი"), გერმანიის ჩემპიონი ("ბამბერგი"), იტალიის ჩემპიონი ("დინამო სასარი"), პოლონეთის ჩემპიონი ("სტელმეტი"), ადრიატიკის ლიგის გამარჯვებული და ფინალისტი ("ცრვენა ზვეზდა" და "ცედევიტა"), აგრეთვე ვთბ-ის ერთიანი ლიგის ფინალისტი "ხიმკი", რომელიც ევროლიგაზე მეორე გზითაც მოხვდა - როგორც ევროთასის გამარჯვებული.
გარდა ამისა, B ლიცენზია ერთი წლის ვადით მიიღო "ქარსიაქამ", რომელმაც სენსაციურად გაიმარჯვა თურქეთის ჩემპიონატში. კიდევ ოთხმა გუნდმა - საფრანგეთის
2015-16 წლების ევროლიგის ძირითადი რაუნდის მონაწილეთა სია ასე გამოიყურება:
ესპანეთი: რეალი, ბარსელონა, კახა ლაბორალი, უნიკახა
თურქეთი: ეფესი, დარუშაფაკა, ქარსიაქა, ფენერბჰჩე
რუსეთი: ცსკა, ციმკი, ლოკომოტივი
იტალია: სასარი, მილანი
გერმანია: ბამბერგი, ბაიერნი
საფრანგეთი: ლიმოჟი, სტრასბური
საბერძნეთი: პანათინაიკოსი, ოლიმპიაკოსი
ისრაელი: მაკაბი (თ-ა)
პოლონეთი: სტელმეტი
ლიტვა: ჟალგირისი
ხორვატია: ცედევიტა
სერბეთი: ცრვენა ზვეზდა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"