საკალთბურთო ჩემპიონთა ლიგა რეალურია

AutoSharing Option
გუშინ, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მოლაპარაკებები გამართა წამყვანი ევროპული კლუბების წარმომადგენლებთან ჩემპიონთა ლიგის შექმნაზე, რომელმაც მომავალში უნდა ჩაანაცვლოს ევროლიგის გათამაშება, - წერია ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს FIBA-ევროპას პრეზიდენტმა თურგაი დემირელმა, გენერალურმა მდივანმა პატრიკ ბაუმანმა, აგრეთვე "ფენერბაჰჩეს", "მაკაბის", "ოლიმპიაკოსისა" და "რეალის" წარმომადგენლებმა.

გარდა ამისა, მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ ევროლიგის პრეზიდენტი ჟორდი ბერტომეუ, ფიბას ცენტრალური საბჭოს წევრი ერიკ ტოჰირი (საფეხბურთო კლუბ "ინტერის" მფლობელი) და საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთისა და თურქეთის ეროვნული ფედერაციების პრეზიდენტები.

იგეგმება, რომ ტურნირი თანაბარ მფლობელობაში იქნება კლუბებსა და ფიბას შორის. გარდა
ამისა, მონაწილეები გარანტირებულად მიიღებენ სეზონში 30 მილიონ ევროს. პროექტის ამოქმედებს 2016-17 წლების სეზონიდან იგეგმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული