ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, მადრიდის "რეალი" სტუმრად თამაშობდა "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ, რომელმაც TOP16 საუკეთესო ბალანსით დაასრულა. თურქებმა დაამტკიცეს ფავორიტის სტატუსი, თუმცა ოდნავ გაუჭირდათ ამის გაკეთება.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 12 ქულის სხვაობით მოიგეს, ერთი მომენტი კი 14 ქულით იყვნენ წინ, მაგრამ მადრიდელებმა შეძლეს მატჩის ბედის შემობრუნება და ანდრეს ნოჩიონის ზედიზედ ოთხი ქულით, თავად გავიდნენ
თუმცა ამას მოჰყვა "ფენერბაჰჩეს" ექვსი უპასუხო ქულა, რის შემდეგაც, თურქებს "რეალი" წინ აღარ გაუშვიათ. მატჩის გმირები აღმოჩდნენ კოსტას სლუკასი, რომელმაც მეოთხე მეოთხედში 10 ქულა მიითვალა და ბოგდან ბოგდანოვიჩი, ვინც გადამწყვეტ მომენტში უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო.
* * *
დაახლოებით იგივე სცენარით წარიმართა მატჩი მოსკოვში, სადაც ცსკა სერბულ "ცრვენა ზვეზდას" ხვდებოდა. მოსკოველებმა პირველ მეოთხედში 15:3 გაქცევა შეასრულეს და კარგა ხანი ჰქონდათ კომფორტული უპირატესობა, მაგრამ სტუმრებმა შეძლეს სხვაობის ოთხ ქულამდე შემცირება.
მალე ცსკა-მ ისევ მოიპოვა ორნიშნა უპირატესობა და ბოლოსკენ, კვლავ ოდნავ აანერვიულა გულშემატკივარი. ბელგრადელები ექვს ქულამდე მოუახლოვდნენ არმიელებს, მაგრამ ამით მათი დევნა დასრულდა და ფავორიტმა 84:74 მოიგო.
1/4 ფინალი. I მატჩები
ცსკა-ცრ. ზვეზდა 84:74
25:20, 19:20, 19:16, 21:18
ც: ტეოდოშიჩი (23+6 მოხსნა+6 პასი), ჰაინსი (21), ყურბანოვი (13+6 მოხსნა).
ც-ზ: მილერი (14 + 4 არიეპმ), იოვიჩი (14+4 პასი), კინსი (11).
სერია: 1-0
ფენერბაჰჩე-რეალი 75:69
15:11, 26:18, 12:23, 22:17
ფ: ბოგდანოვიჩი (17+5 პასი), სლუკასი (17), უდო (10+7 მოხსნა).
რ: რეიესი (13+6 მოხსნა), როდრიგესი (12), ლიული (12+5 პასი), ფერნანდესი (10).
სერია: 1-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"