ახალი ევროლიგა 13 ოქტომბერს დაიწყება

AutoSharing Option
ევროლიგამ გამოაქვეყნა 2016-17 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატის კალენდარი.

ევროპის რანგით პირველ ტურნირზე "რეგულარული" ახალი ფორმატით ჩატარდება - 16 გუნდი ორწრიან ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ისინი ერთმანეთს ორ-ორჯერ - შინ და გარეთ შეხვედებიან ერთმანეთს.

30 ტურისგან შემდგარი ჩემპიონატი 13 ოქტომბერს დაიწყება. ბოლო ტურის მატჩები 6-7 აპრილს ჩატარდება.

რეგულარული ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გავა. მეოთხედფინალური სერიები სამ მოგებამდე იქნება, რის შემდეგაც გაირკვევა "ოთხთა ფინალის" მონაწილეები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული