სრულად გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მცველები: ბარიშ ერმიში (ბანვითი), ჩენქ აქიოლი (ეფეს პილსენი), ქერემ თუნჩერი (ეფეს პილსენი), დოგუშ ბალბაი (ეფეს პილსენი), სინან გიულერი (ეფეს პილსენი), ომრე ონანი (ფენერბაჰჩე), ენდერ არსლანი (გალასათარაი);
ფორვარდები: იზეთ თიურქილმაზი (ბანვითი), ქერემ გიონლუმი (ეფეს
ცენტრები: იგიუზ სავაში (ფენერბაჰჩე), შერთაქ შანლი (გალათასარაი), ომერ აშიქი (ჩიკაგო, NBA), სემიჰ ერდენი (კლივლენდი, NBA), ენეს კანტერი (იუტა, NBA).
* * *
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე ერთადერთი პოლონელი კალათბურთელი მარსინ გორტატი თავის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარება. ამ გადაწყვეტილების შესახებ "ფინიქსის" ცენტრმა მხოლოდ ახლა შეატყობინა გულშემატკივრებს.
"იმის გამო, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ლოკაუტთან დაკავშირებული გაურკვევლობა არსებობდა, გადაწყვეტილების მიღება გავაჭიანურე", - განაცხადა გორტატმა.
"მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებთან და ვცდილობთ ყველა ფორმალობა მივაგვაროთ იმისთვის, რომ მარსინმა მონაწილეობა მიიღოს ევრობასკეტზე", - ამბობს პოლონეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გჟეგოჟ ბაჩანსკი.
ევრობასკეტზე პოლონეთის მეტოქეები ჯგუფში ესპანეთი, ლიტვა, ბრიტანეთი, თურქეთი და საკვალიფიკაციო ტურნირის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნებია.
* * *
უკრაინა განაცხადს შეიტანს 2015 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტთან ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვოლკოვმა.
მისი თქმით, ფედერაცია დღეს შესაბამისი განაცხადის მომზადებითა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის შედგენით არის დაკავებული. 2015 წლის ევრობასკეტის მასპინძელ ქვეყანას ამა წლის 18 დეკემბერს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"