ლიტვაში ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე ჯგუფებში პირველი მატჩები გაიმართა. A ჯგუფში კონტინენტის ჩემპიონმა ესპანელებმა პოლონეთს დაძაბულ ბრძოლაში 83:78 (22:15, 22:16, 17:21, 22:26) სძლიეს.
B ჯგუფის პირველ მატჩში სერბეთის ეროვნულმა გუნდმა იტალიის ნაკრებს 80:68 (10:18, 25:11, 22:24, 23:15) მოუგო.
პირველი შეხვედრა გაიმართა C ჯგუფშიც, სადაც ჩერნოგორიის ნაკრებმა მაკედონიელებს 70:65 (15:14, 10:16, 24:19, 12:12, 9:4), ოვერტაიმში აჯობა.