დევიდ ბლატი: 20 ქულიანი სხვაობა თამაშს არ ასახავს

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების თავკაცმა დევიდ ბლატმა მისი გუნდის და ბელგიის ნაკრების მატჩს "თანაბარი" უწოდა და ვიტალი ფრიძონის თამაში გამოყო.

"თამაში საკმაოდ თანაბარი და სამი პერიოდის განმავლობაში ორივე გუნდისთვის ძალიან რთული იყო. შესაძლოა, მთავარი როლი იმ ფაქტმა ითამაშა, რომ ჩვენ უფრო მეტი სათადარიგო მოთამაშე გვყავდა, რომელთა მოედანზე გამოყვანა და თამაშში გარდატეხის შეტანა შევძელით. 20 ქულიანი სხვაობა თამაშის მიმდინარეობას არ ასახავს, ის თანაბარი იყო. მეტოქეზე მეტხანს მაღალ დონეზე თამაში შევძელით და გამარჯვებაც ამიტომ მოვიპოვეთ.

ვიტალი ნაკრების ერთერთი ლიდერი გახდა. ფრიძონის ან ანტონოვის შემთხვევაში
ყველაზე საოცარი ისაა, რომ ისინი დიდი ქალაქებიდან, მოსკოვიდან ან პეტერბურგიდან არ არიან. ეს ბიჭები მიყვარს, რადგან გამარჯვება სწყურიათ და მზად არიან თავი გასწირონ. ისინი შეუპოვრად შრომობენ! ეს პატარა ბიჭებისთვის სტიმულია, ისინი ხედავენ, რომ ხალხი ასეთ სიმაღლეებს სრულფასოვანი პირობების არქონის შემთხვევაშიც აღწევს", - განაცხადა ბლატმა.


Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული