ევრობასკეტი 2011. ჯგუფური ეტაპი: ფინეთის ახალი ისტორია

AutoSharing Option
ესპანური კურიოზი: 2 ქულა 10 წუთში
პოლონეთმა ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდან. მას თითქოს მარტივი ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი - უნდა მოეგო ბრიტანეთის ნაკრებისთვის და მეორე ეტაპზე თამაშს გაინაღდებდა.

პოლონელებმა ეს შანსი წინა დღეს თურქეთის სენსაციურად დამარცხების შემდეგ მიიღეს. რა თქმა უნდა, ბრიტანეთთან იოლი მატჩი არ ელოდათ, რადგან მეტოქის რიგებში ბრწყინვალედ თამაშობდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ლუოლ დენგი. მაგრამ წინა მატჩებში "ჩიკაგოს" ვარსკვლავი პარტნიორებისგან სათანადო მხარდაჭერას ვერ ეღირსა და ამიტომაც, მხოლოდ პორტუგალიას მოუგო. ახლა კი დენგს არაფერში ჩამორჩა ჯოელ ფრილენდი. უფრო მეტიც, ბრიტანეთის
გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი სწორედ მან ითამაშა. ფრილენდის ანგარიშზე ჯამში 27 ქულა იყო და აქედან 14 მეოთხე მეოთხედში დააგროვა.

პირველი ტაიმის შემდეგ პოლონეთი 31:39-ს აგებდა, მაგრამ ბოლო მეოთხედის წინ ერთი ქულით დაწინაურდა - 56:55. ამის შემდეგ ქულა ქულაში თამაში წავიდა, თუმცა უფრო ხშირად წინ ბრიტანეთი იყო. საფინალო სირენამდე წუთითა და 23 წამით ადრე პოლონეთი 79:82-ს აგებდა, როცა ფრილენდისგან საბოლოო დარტყმა მიიღო - "უნიკახას" ფორვარდმა სამქულიანი ჩააგდო და დარჩენილ დროში პოლონელებმა ექვსქულიანი ჩამორჩენის გაბათილება ვერ შეძლეს, პირიქით, შვიდი ქულით წააგეს მატჩი - 81:88.

დენგი 28 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა. გარდა ამისა, მან და ფრილენდმა ორმაგი დუბლები შეასრულეს. მოკლედ, ამ დუეტის ანგარიშზე ჯამში 55 ქულა და 25 მოხსნა იყო. და კიდევ, ბრიტანეთმა მოხსნებში დაჩაგრა მეტოქე - 46:25.

პოლონეთის წაგებით მეორე ეტაპის საგზური თურქეთმა გაინაღდა და მისთვის აზრი დაეკარგა ესპანეთთან შეხვედრას. თავის მხრივ, არც პირენელებს ჰქონიათ განსაკუთრებული მოტივაცია, რადგან პირველ ადგილს მათ ვერავინ შეეცილებოდა. ამიტომაც, სერჯო სკარიოლომ დასვენების საშუალება მისცა პაუ გასოლს.

მიუხედავად ამისა, ესპანეთი ბოლო მეოთხედის წინ კომფორტული უპირატესობით იგებდა, მაგრამ უკანასკნელ 10-წუთეულში უცნაური ამბავი დაემართა - მხოლოდ ორი (!) ქულა ჩააგდო, თურქეთის მონაგარი კი 16 ქულა იყო და ჩვენმა მეზობლებმა მოულოდნელი, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

თუმცა ბოლომდე ვერ ვიტყვით, რომ ესპანეთისთვის ამ მატჩს მნიშვნელობა არ ჰქონდა - წაგების გამო სკარიოლოს გუნდი მეორე ეტაპზე მაქსიმალური ქულებით ვერ გადავიდა.

ლიტვის ნაკრებმა კი, როგორც მოსალოდნელი იყო, იოლად მოუგო ჯგუფის აუთსაიდერ პორტუგალიას. პირველი ორი მეოთხედი პორტუგალია ასე თუ ისე უმკლავდებოდა მასპინძელს და ერთხელ 17:2 გაქცევაც მოაწყო, რითაც პირველი ტაიმის მიწურულს სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (33:34), მაგრამ მესამე მეოთხედის სტარტზე ლიტვამ ათი უპასუხო ქულა დააგროვა და შემდეგ მისი შეჩერება შეუძლებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლების სათადაგიროთა სკამმა ამ მატჩში 48 (!) ქულა დააგროვა, გარდა ამისა, ლიტვამ პირწმინდად მოიგო ფარი - 40:26.

A ჯგუფი
ბრიტანეთი-პოლონეთი 88:81
18:17, 21:14, 16:25, 33:25
ბ: დენგი (28+14 მოხსნა+6 პასი), ფრილენდი (27+11 მოხსნა), რეინკინგი (9), კლარკი (7+10 მოხსნა), ლენზლი (7), არჩიბალდი (6+6 მოხსნა), ჯონსონი (2), ადეგბოიე (2).
პ: ბერიშა (19+5 პასი), კოშარეკი (15+8 პასი), ჰრიცანიუკი (15+7 მოხსნა), კელატი (14+5 მოხსნა), შევჩიკი (10+5 მოხსნა), ლეონჩიკი (6), ლაპეტა (2).

ესპანეთი-თურქეთი 57:65
19:10, 19:25, 17:14, 2:16
ე: მ. გასოლი (12+5 მოხსნა), რეიესი (11+6 მოხსნა), ფერნანდესი (11), იბაკა (9+8 მოხსნა), ნავარო (9), კალდერონი (5).
თ: პრელჯიჩი (18+5 მოხსნა), აშიქი (12+8 მოხსნა), თურქოგლუ (12), არსლანი (10+6 პასი), ილიასოვა (6+11 მოხსნა), ონანი (5+5 მოხსნა), კანტერი (2).

პორტუგალია-ლიტვა 69:98
16:28, 19:13, 7:17, 15:27, 19:30
პ: ანდრადე (16+5 მოხსნა), ტავარეში (14), ანდრადე (13), და სილვა (10+5 პასი), ევორა (8), სანტუში (9), მირანდა (5), ფონსეკა (3+5 მოხსნა), მინიავა (2).
ლ: იასიკიავიჩუსი (14), პოჩიუსი (14), კაუკენასი (13), პოჩიუსი (11), კალნეიტისი (10), ვალანჩუნასი (8+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლავრინოვიჩი (8+7 მოხსნა), კაუკენასი (7), სონგაილა (6), იავტოკასი (3).

თ მ ფ ბ ქ
1. ესპანეთი 5 4 1 404-364 9
2. ლიტვა 5 4 1 429-374 9
3. თურქეთი 5 3 2 385-333 8
4. ბრიტანეთი 5 2 3 372-410 7
5. პოლონეთი 5 2 3 401-424 7
6. პორტუგალია 5 0 5 344-430 5


თრილერი პირველი ადგილისთვის
იტალიამ და ისრაელმა ამ ტურამდე დაკარგეს მეორე ეტაპზე გასვლის შანსი, ამიტომაც მათი მატჩი უფრო პრესტიჟის საქმე იყო.

აღნიშნულ შეხვედრას სულაც არ ეტყობოდა, რომ მისი ბედი ოვერტაიმში უნდა გარკვეულიყო. სამი მეოთხედის შემდეგ ისრაელი 19 ქულით იგებდა - 79:60, მაგრამ ბოლო მეოთხედში ისეთივე უცნაურობა დაემართა, რაც ესპანეთს თურქეთთან შეხვედრაში. ამ გუნდმა ბოლო 10-წუთეულში პირველი ქულა საფინალო სირენამდე 16 წამით ადრე ჩააგდო, როცა მეკელმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და ისრაელი ორი ქულით გავიდა წინ - 80:78. საბოლოოდ, იტალიამ მაინც მიიყვანა საქმე ოვერტაიმამდე, სადაც ბოლო წამებამდე თანაბარი ანგარიში იყო. იტალიელთა ლიდერმა ბარნიანიმ 95:95-ზე პოტენციური გამარჯვების ტყორცნა ააცილა, რის შემდეგაც მანვე გრინზე აიღო ჯარიმა. ამ უკანასკნელმა ორიდან ერთი ჯარიმა ჩააგდო და ეს საკმარისი აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად.

ასევე არაფერს წყვეტდა ლატვიისა და გერმანიის შეხვედრა. გერმანელებმა მაქსიმალურად მისცეს დირკ ნოვიცკის დასვენების საშუალება და მატჩის გმირი არა "დალასის" სუპერფორვარდი, არამედ ჰაიკო შაფარციკი გახდა.

ამ მცველმა 11 ქულა და 10 პასი მიითვალა, მაგრამ, რაც მთავარია, გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო. ეს ასე მოხდა: კუკსიქსის ორი ჯარიმით ლატვია 79:75 დაწინაურდა, რასაც შაფარციკმა სამქულიანით უპასუხა - 79:78. იქვე გერმანელებმა იმავე კუკსიქზე ჯარიმა აიღეს და ლატვიელმა ორიდან ერთი ჯარიმა ჩააგდო. და კვლავ საკუთარ თავზე აიღო თამაში შაფარციკმა, რომელმაც საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე შორიდან გაისროლა და გერმანიამ 81:80 მოიგო.

სამაგიეროდ, უპრინციპულესი იყო შეხვედრა საფრანგეთსა და სერბეთს შორის, რომელსაც ჯგუფის გამარჯვებული უნდა გაერკვია. ფრანგებს მატჩის წინ პრობლემები ჰქონდათ - ბოლო მომენტამდე უცნობი იყო, ითამაშებდა თუ არა ტონი პარკერი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა. საბოლოოდ, "სან ანტონიოს" გამთამაშებელი მოედანზე გავიდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

მატჩმა გაამართლა მაყურებელთა მოლიდინი. მესამე მეოთხედში ფრანგების 9:1 გაქცევას თუ არ ჩავთვლით (ამ დროს ვენსან კოლეს გუნდი რვა ქულით გაიჭრა წინ), თამაში თითქმის სულ ქულა ქულაში მიდიოდა. ბოლო მეოთხედი სერბების ორქულიანი უპირატესობით დაიწყო: თუმცა საფრანგეთმა ექვსი უპასუხო ქულით ლიდერობა დაიბრუნა. ამ ათწუთეულში სერბეთმა მხოლოდ მესამე წუთის ბოლოსკენ აიღო პირველი ქულა. ერთ წუთში კი ტეოდოშიჩის ჯარიმებით ივკოვიჩის გუნდი წინ გავიდა. მოკლედ, ასე მივიდნენ გუნდები მატჩის კულმინაციამდე. 80:80-ზე საფრანგეთს 10 წამი ჰქონდა ბოლო შეტევისთვის, მაგრამ პარკერმა საშუალო ტყორცნა ააცილა. ოვერტაიმი.

კეშელის ზუსტი სამქულიანით დამატებითი დროის შუაში სერბეთმა სამი ქულით მოახერხა წინ გასვლა. სირენამდე 33 წამით ადრე კი დიაოს ორმა ჯარიმამ საფრანგეთს ორქულიანი უპირატესობა მოუტანა, მაგრამ იქვე კეშელმა მატჩში თავისი მეშვიდე სამქულიანი ჩააგდო - 96:95. საფრანგეთს ზუსტად 24 წამი ჰქონდა, მაგრამ ადრე შეუტია: პარკერი სამწამიანში შევიდა, ორი ჯარიმის უფლება მოიპოვა და ორივე ჩააგდო. სერბეთს საკმარისი დრო ჰქონდა ბოლო შეტევის ორგანიზებისთვის და ჩანაფიქრი გამოუვიდა კიდეც, მაგრამ სავანოვიჩმა ფარქვეშიდან აცილება მოახერხა, რითაც საფრანგეთს გამარჯვება და ჯგუფში პირველი ადგილი აჩუქა.

B ჯგუფი
ისრაელი-იტალია 96:95 (ო)
27:26, 22:15, 30:19, 5:24, 12:11
ისრ: პნინი (22), ბლუ (17), ელიაჰუ (16+7 მოხსნა), ჰალპერინი (10+5 პასი), კადირი (10+5 მოხსნა+4 პასი), გრინი (7), ნისიმი (7), ოჰაიონი (4), მეკელი (3+5 მოხსნა+4 პასი).
იტა: ბარნიანი (26+11 მოხსნა), გალინარი (19+5 მოხსნა), მანჩინელი (16+8 მოხსნა), ჰეკეტი (15+5 მოხსნა+5 პასი), ბელინელი (6), მორდენტე (5+4 პასი), ჩინჩარინი (5), დატომე (3).

ლატვია-გერმანია 80:81
14:15, 19:18, 15:23, 32:25
ლ: კუკსიქსი (27+6 მოხსნა), დაირის ბერტანსი (15), ფრეიმანისი (13+7 მოხსნა), მეიერსი (11), სელაკოვსი (5+5 მოხსნა), ბერტანსი (5), სტრელნიექსი (2), ბლუმსი (2).
გ: შაფარციკი (11+10 პასი), ბენცინგი (11), კამანი (11+7 მოხსნა), პლიაისი (11), ნოვიცკი (11), შტაიგერი (8), შულცე (6), შვეტჰელმი (4), ჰამანი (4), ჰერბერი (2), იაგლა (2).

სერბეთი-საფრანგეთი 96:97 (ო)
25:24, 16:19, 23:19, 16:18, 16:17
სერ: კეშელი (25), კრსტიჩი (22+4 პასი), ტეოდოშიჩი (11+7 პასი), რაშიჩი (11+3 ჩაჭრა), სავანოვიჩი (10+5 მოხსნა), მაჩვანი (6), პეროვიჩი (4+5 მოხსნა), მარკოვიჩი (3+6 პასი), ტეპიჩი (2), ბიელიცა (2).
საფ: პარკერი (24+6 ჩაჭრა), ბატუმი (18+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), დიაო (15+5 მოხსნა+5 პასი), ნოა (14+9 მოხსნა), სერაფინი (11), ჟელაბალე (11), კაუდი (4).

თ მ ფ ბ ქ
1. საფრანგეთი 5 5 0 438-391 10
2. სერბეთი 5 4 1 432-386 9
3. გერმანია 5 3 2 377-357 8
4. ისრაელი 5 2 3 399-448 7
5. იტალია 5 1 4 380-405 6
6. ლატვია 5 0 5 385-424 5


მაკედონიამ ფინეთის ისტორია დაწერა
ფინეთის სენსაციური გამოსვლა ბოლო ტურში გაგრძელდა. ჩერნოგორიასთან უპრინციპულეს შეხვედრაში სკანდინავიელებმა მხოლოდ მეორე მეოთხედში ჩააგდეს, დანარჩენი სამი 10-წუთეულის განმავლობაში კი ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე, განსაკუთრებით მოხსნებში - 46:30, თანაც თითქმის ნახევარი (21) მეტოქის ფარზე მოდიოდა.

თუმცა ფინეთი მხოლოდ საკუთარ თავზე არ იყო დამოკიდებული. მისთვის აუცილებელი იყო დღის ბოლო შეხვედრაში მაკედონიას ბოსნიისთვის მოეგო.
მაკედონიამ ფინეთს ეს საჩუქარი გაუკეთა. ბოსნია სკანდინავიელებისგან განსხვავებით, საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული და პირველ ტაიმში მას თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა გარდა ერთისა - ეს იყო მაკედონიის ლიდერების - ანტიჩისა და მაკალების ნეიტრალიზაცია. სწორედ მათ გადაწყვიტეს მატჩის ბედი მესამე მეოთხედში, როცა მაკედონიამ ექვსწუთიანი მონაკვეთი 14:0 მოიგო და ბოსნია ბოლომდე ვერ გამოვიდა ამ შოკიდან.

ანტიჩმა 15 ქულითა და 14 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა, მან და მაკალებმა კი ერთად 37 ქულა დააგროვეს.

ფინეთის შემდეგ ეტაპზე გასვლასთან ერთად, სენსაცია იყო ხორვატიის ნაკრების კრახი ჯგუფურ ეტაპზე. ჩემპიონატის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს გუნდი სამ მატჩს წააგებდა და ჯგუფში ჩარჩებოდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ხორვატია არ იყო მზად ამ ჩემპიონატისთვის. პერიოდულად ვრანკოვიჩის შეგირდებს კარგი თამაში გამოსდიოდათ. მაგალითად, გუშინ, 5 სექტემბერს მათ ბერძნების წინააღმდეგ 20-ქულიანი ჩამორჩენა სამ ქულამდე (63:66) დაიყვანეს, მაგრამ სტაბილურობა აკლდათ. ამ გმირობის შემდეგ ხორვატებს ფოცისის შეტევა გამოეპარათ, რომელმაც სამქულიანი ჩააგდო და, როგორც აღმოჩნდა, გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა მეტოქეს.
აღსანიშნავია, რომ ფოცისმა უფრო მეტი სამქულიანი მოათავსა კალათში, ვიდრე ხორვატთა ერთად აღებულმა 12-მა კალათბურთელმა. ბერძენმა ხუთი შორეული ტყორცნა ჩააგდო, ხორვატიამ - 17-დან მხოლოდ ოთხი. ასეთი სიზუსტით წარმატებაზე ფიქრი არარეალური იყო.

C ჯგუფი
ფინეთი-ჩერნოგორია 71:65
25:14, 11:26, 21:14, 14:11
ფ: ლი (12), კოტი (11+8 მოხსნა), კოპონენი (10), ვირტანენი (9), სალინი (8+5 მოხსნა), კოივისტო (6), ჰაფი (6+8 მოხსნა), მუურინენი (5+6 მოხსნა), პანიკო (2+4 პასი), ნიკილა (2).
ჩ: პეკოვიჩი (16+6 მოხსნა), ბორისოვი (14), იერეტინი (9), ბიელიცა (7), დრაგიჩევიჩი (7), ვუჩევიჩი (4), კუკი (4), დაშიჩი (2), მიხაილოვიჩი (2+7 მოხსნა+4 პასი).

საბერძნეთი-ხორვატია 74:69
25:13, 19:14, 14:18, 16:24
ს: ფოცისი (17), ვასილეიადისი (17+5 მოხსნა), ბურუსისი (11), კალატესი (9+8 მოხსნა+4 პასი), ცისისი (9+4 პასი), კუფოსი (7), ბრამოსი (2+7 მოხსნა), კაიმაკოგლუ (2).
ხ: ბარაცი (14+6 მოხსნა), პოპოვიჩი (14+4 პასი), სიმონი (11+6 მოხსნა), ტომიჩი (10+5 მოხსნა), არდრიჩი (9+8 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (4), დრეიპერი (3+5 მოხსნა+5 პასი), ზორიჩი (2), სტიპჩევიჩი (2).

მაკედონია-ბოსნია 75:63
16:17, 19:21, 18:7, 22:16
მ: მაკალები (22+4 პასი), ანტიჩი (15+14 მოხსნა), გეჩევსკი (8), ილიევსკი (7+7 პასი+3 ჩაჭრა), ჩეკოვსკი (7), დ. სტოიანოვსკი (5+5 მოხსნა), ვ. სტოიანოვსკი (4+5 მოხსნა+4 ჩაჭრა).
ბ: ჯედოვიჩი (15+7 მოხსნა), ბაირამოვიჩი (12), ვასილევიჩი (9+7 პასი), ტელეტოვიჩი (8+7 მოხსნა), კიკანოვიჩი (5), დომერკანტი (5), იკონიჩი (5), გორდიჩი (4).

თ მ ფ ბ ქ
1. მაკედონია 5 4 1 362-337 9
2. საბერძნეთი 5 4 1 360-324 9
3. ფინეთი 5 2 3 373-366 7
4. ხორვატია 5 2 3 396-404 7
5. ბოსნია 5 2 3 380-409 7
6. ჩერნოგორია 5 1 4 357-388 6


სასწაული ორ მეასედ წამში
მადლობა უკრაინას იმის გამო, რომ არ გვანერვიულა და დამაჯერებლად დაამარცხა ბელგია, რამაც მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრები გადაიყვანა. თუმცა არა, პირველ მეოთხედში მაინც მოგვიწია ნერვიულობა, რადგან უკრაინამ მძიმედ დაიწყო ბელგიასთან მატჩი და მეტოქეს 16:4 დაწინაურების საშუალება მისცა. კიდევ კარგი უკრაინელები დროულად მოეგნენ გონს. მათი 12:0 გაქცევა კოლჩენკოს სამქულიანით დაიწყო და ანგარიში მეორე მეოთხედის სტარტზე გათანაბრდა - 16:16.

მატჩის ბედიც მეორე 10-წუთეულში გადაწყდა, რომელიც უკრაინამ 20 ქულით მოიგო და პრინციპში, დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო. ფრატელოს გუნდმა მხოლოდ ბოლო მეოთხედის მიწურულს მიუშვა ახლოს მეტოქე, როცა მატჩის ბედი დიდი ხანია გადაწყვეტილი იყო.

ისევე, როგორც საფრანგეთისა და სერბეთის შემთხვევაში, რუსეთისა და სლოვენიის დაპირისპირებაშიც ჯგუფის გამარჯვებული ირკვეოდა და თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სლოვენიამ პრაქტიკულად მოგებული მატჩი დაუთმო დევიდ ბლატის შეგირდებს.

პირველ ტაიმში სლოვენიელებმა გაცილებით უკეთესი კალათბურთი ითამაშეს და რაც მთავარია, შეაჩერეს რუსების ლიდერი ანდრეი კირილენკო, რომელმაც პირველ ტაიმში მხოლოდ სამი ქულა მიითვალა. შედეგად, პირველი ნახევარი მალკოვიჩის გუნდმა ექვსი ქულით მოიგო, თუმცა მეტიც შეეძლო, მაგრამ მის ყოველ გაქცევას რუსეთი ასე თუ ისე აბათილებდა.

რუსებმა მხოლოდ მესამე მეოთხედის შუაში დაალაგეს თამაში, ოღონდ არა კირილენკოს, არამედ ვორონცევიჩის დამსახურებით. შესაბამისად, სლოვენიელთა ექვსქულიანი უპირატესობისგან მეოთხედის ბოლოს მხოლოდ ორი ქულა დარჩა. თუმცა რუსეთმა წარმატების განვრცობა ვერ შეძლო და მთელი მეოთხე მეოთხედი წინ სლოვენია იყო. ლაკოვიჩს შეეძლო მშვიდად მოეტანა თავისი გუნდისთვის გამარჯვება, მაგრამ საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ერთქულიანი უპირატესობისას მისი შორეული ტყორცნა მიზანს აცდა. ბლატმა 7 წამით ადრე ტაიმ-აუტი აიღო და შეგირდებს აუხსნა, როგორ უნდა გაეთამაშებინათ ბოლო იერიში. ყველასთვის მოულოდნელად გადამწყვეტი სროლა მონიას ანდეს, რომელმაც გამარჯვების მომტანი ბურთი მატჩის დასრულებამდე 0,2 წამით ადრე ჩააგდო!

D ჯგუფი
სლოვენია-რუსეთი 64:65
19:16, 21:18, 15:19, 9:12
ს: ლორბეკი (14+5 მოხსნა+5 პასი), ლაკოვიჩი (8), ოზბოლტი (8), სმოდიში (7), ზ. დრაგიჩი (7+6 მოხსნა), ბეგიჩი (6+6 მოხსნა), სლოკარი (5+7 მოხსნა), მურიჩი (5), გ. დრაგიჩი (4).
რ: ვორონცევიჩი (18+5 მოხსნა), ხრიაპა (10), კირილენკო (8), მოზგოვი (5), ფრიძონი (5), შვედი (5), ანტონოვი (4), ბიკოვი (5+5 პასი), მონია (3+7 მოხსნა), პონკრაშოვი (2+4 პასი).

უკრაინა-ბელგია 74:61
13:16, 30:10, 13:13, 18:22
უ: პეჩეროვი (15), კრავცოვი (13+16 მოხსნა), კოლჩენკო (10), ბერტი (9+4 პასი), ლუკაშოვი (8+6 პასი), ზაბირჩენკო (4), პუსტოზვონოვი (4), ლიშჩუკი (2), ლიპოვი (5), ფესენკო (2), სალტოვეცი (1).
ბ: ვან როსომი (17), ლოუერსი (13), მბენგა (9), დე ზეუვი (10+6 მოხსნა), ფეისონი (5+5 პასი), ვან დენ შპიგელი (5).

თ მ ფ ბ ქ
1. რუსეთი 5 5 0 371-321 10
2. სლოვენია 5 4 1 356-324 9
3. საქართველო 5 2 3 352-343 7
4. ბულგარეთი 5 2 3 339-357 7
5. უკრაინა 5 2 3 322-327 7
6. ბელგია 5 0 5 304-372 5


II რაუნდი
E ჯგუფი
7 სექტემბერი
გერმანია-ესპანეთი (16:30)
თურქეთი-საფრანგეთი (19:00)
სერბეთი-ლიტვა (22:00)

9 სექტემბერი
ესპანეთი-სერბეთი (16:30)
გერმანია-თურქეთი (19:00)
ლიტვა-საფრანგეთი (22:00)

11 სექტემბერი
სერბეთი-თურქეთი (16:30)
საფრანგეთი-ესპანეთი (19:00)
ლიტვა-გერმანია (22:00)

თ მ ფ ბ ქ
1. საფრანგეთი 2 2 0 173-161 4
2. სერბეთი 2 1 1 171-161 3
3. ესპანეთი 2 1 1 148-144 3
4. თურქეთი 2 1 1 133-132 3
5. ლიტვა 2 1 1 154-159 3
6. გერმანია 2 0 2 129-151 2

F ჯგუფი
8 სექტემბერი
საქართველო-მაკედონია (16:30)
ფინეთი-რუსეთი (19:00)
სლოვენია-საბერძნეთი (22:00)

10 სექტემბერი
საქართველო-ფინეთი (16:30)
მაკედონია-სლოვენია (19:00)
საბერძნეთი-რუსეთი (22:00)

12 სექტემბერი
სლოვენია-ფინეთი (16:30)
საბერძნეთი-საქართველო (19:00)
რუსეთი-მაკედონია (22:00)

თ მ ფ ბ ქ
1. მაკედონია 2 2 0 144-128 4
2. რუსეთი 2 2 0 130-122 4
3. სლოვენია 2 1 1 151-140 3
4. საბერძნეთი 2 1 1 139-133 3
5. საქართველო 2 0 2 133-152 2
6. ფინეთი 2 0 2 131-153 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული