ევრობასკეტი 2011. მეორე ჯგუფური ეტაპი: რუსეთი მეორე ასპროცენტიანია

AutoSharing Option
წლევანდელ ევრობასკეტზე ორი გუნდია, რომელსაც ჯერ თამაში არ წაუგია. გუშინწინ, საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და გამარჯვებათა სერია 6 მატჩამდე აიყვანა, გუშინ კი კოლეს გუნდს რუსეთმა მიბაძა და მანაც თითქმის გაინაღდა მეოთხედფინალის საგზური.

საინტერესოა, რომ წარსულში ცნობილმა საბჭოთა კალათბურთელმა სერგეი ტარაკანოვმა რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს დევიდ ბლატს "იღბლიანი" უწოდა და მართლაც, აქამდე რამდენიმე შეხვედრაში (მათ შორის საქართველოსთან) რუსებს აშკარად გაუმართლათ, მაგრამ ფინეთთან გუშინდელ თამაშზე ამას ვერ ვიტყვით. როგორც ჩანს, სკანდინავიელთა სენსაციების მარაგი პირველ ჯგუფურ ეტაპზე ამოიწურა და ამჯერად, ფინეთმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ
გაუწია ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს. ფინელებმა მხოლოდ ბოლო მეოთხედი მოიგეს ორი ქულით, მაგრამ სანამ ეს მეოთხედი დაიწყებოდა, რუსეთი 21 ქულით იყო წინ და ბოლო 10-წუთეულს ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

გამარჯვებულმა გუნდმა მთლიანად დაიპყრო სამწამიანი და ამ ზონიდან ფინეთს 52 ქულა (!) ჩაუგდო, იმ დროს, როცა მეტოქის ანალოგიური მონაგარი მხოლოდ 18 ქულას შეადგენდა. კვლავ საუკეთესო იყო რუსეთის რიგებში კირილენკო, რომელმაც თამაშიდან ექვსი ისროლა და ხუთი ჩააგდო, დაცვაში კი ოთხი ჩაჭრა მიითვალა. მოულოდნელი იყო ხრიაპას 11 შედეგიანი პასი.

რაც შეეხება დღის ბოლო შეხვედრას, სლოვენიამ ფანტასტიკური მესამე მეოთხედის წყალობით არა მარტო გააბათილა 12-ქულიანი ჩამოჩენა საბერძნეთთან, არამედ ბოლო 10-წუთეულის წინ ორი ქულით დაწინაურდა და ამის შემდეგ, თითქმის ბოლომდე ქულა ქულაში თამაში მიდიოდა. ბოლო წუთნახევარმა კი ცისისის ორი და ფოცისის ერთი სამქულიანი და სლოვენიის მიერ ხუთიდან ოთხი აცილებული საჯარიმო დაიტია და საბერძნეთმა უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, რაც ჯგუფში პირველობის შანსს უტოვებს.

F ჯგუფი
ფინეთი-რუსეთი 60:79
14:18, 6:15, 18:26, 22:20
ფ: ჰუფი (14), რანიკო (11), კოპონენი (10), ლი (9), კოტი (6+7 მოხსნა), კოივისტო (4), ნიკილა (2+7 მოხსნა), ვირტანენი (2).
რ: კირილენკო (14+4 ჩაჭრა), შვედი (12+6 პასი), ვორონცევიჩი (11), მოზგოვი (11), ბიკოვი (8), ხრიაპა (7+11 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), მონია (6), ფრიძონი (6), შაბალკინი (2), ანტონოვი (2).

სლოვენია-საბერძნეთი 60:69
13:18, 12:19, 21:7, 14:25
სლო: ლაკოვიჩი (14), ზ. დრაგიჩი (10), ლორბეკი (10+5 მოხსნა), ბეგიჩი (8+12 მოხსნა+3 დაფარება), გ. დრაგიჩი (7), სმოდიში (5), ოზბოლტი (3+5 მოხსნა), მურიჩი (1).
საბ: ცისისი (19+5 მოხსნა), ბურუსისი (8+6 მოხსნა), კალატესი (7), ფოცისი (7), ბრამოსი (7), კუფოსი (6+8 მოხსნა), პაპანიკოლაუ (6+6 მოხსნა), ვასილეადისი (5+4 პასი), მავროედისი (2), კაიმაკოგლუ (2).

თ მ ფ ბ ქ
1. რუსეთი 3 3 0 209-182 6
2. მაკედონია 3 3 0 209-191 6
3. საბერძნეთი 3 2 1 208-193 5
4. სლოვენია 3 1 2 211-209 4
5. საქართველო 3 0 3 196-217 3
6. ფინეთი 3 0 3 191-232 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
სასაცილოა იმაზე ფიქრი რომ რუსეთს ჩვენთან გაუმართლდათ. აი ასე ჩნდება ხოლმე ორი სიმართლე - ერთი რაც ჩვენ ქარტველებს გვჯერა (ან გვინად რომ გვჯეროდეს) და მეორე - რაც რეალობას ასახავს. ეურობასკეტის სტატიებში და საქარტველოს ნაკრებზე კომენტარებისას არც მალავენ რომ მაგის ადგილი ამ ეტაპზე არ არის.
eddy
03:24 09-09-2011
0
მაქსიმუმი რისი გაკეტებაც შეეძლოთ გააკეტეს და მეტს ნუ მოვთხოვთ. შემდგომში უნდა ვეცადოთ, რომ სკამი გავზარდოთ. ცოდოა 5 კაცი მარტო.
კიდევ ერთი ბოლოს და ბოლოს როგორ ვერ უნდა ვისწავლოთ საჯარიმო სროლები
dato
10:33 09-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული