სერბებს ცენტრი აკლდებათ?

AutoSharing Option
სერბეთისა და რუსეთის დღევანდელ მეოთხედფინალში დუშან ივკოვიჩის გუნდს, შესაძლოა, შესუსტებული შემადგენლობით მოუწიოს თამაში.

ეროვნული გუნდის საუკეთესო ცენტრმა ნენად კრსტიჩმა თურქეთთან მატჩის დროს დაიზიანა ფეხი, მცველ ალექსანდრ რაშიჩს კი ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ამ კალათბურთელების მოედანზე გასვლის საკითხი უშუალოდ მატჩის წინ გაირკვევა. კრსტიჩს რუსებთან თამაშის კარგი შანსი აქვს, რაშიჩისთვის კი, სავარაუდოდ, ევრობასკეტი უკვე დასრულებულია.

* * *
ლიტვური კალათბურთის ლეგენდა შარუნას იასიკიავიჩუსი ახლოა თელ-ავივის "მაკაბისთან" კონტრაქტის გაფორმებასთან. ისრაელის ჩემპიონის რიგებში ვეტერანმა გამთამაშებელმა უნდა შეცვალოს ამერიკელი ჯერემი პარგო, რომელმაც, მოულოდნელად, NBA-ში დაბრუნება
გადაწყვიტა.

როგორც ისრაელის პრესა წერს, იასიკიავიჩუსის ხელფასი სეზონში 250 ათასი დოლარი იქნება. შეგახსენებთ, რომ შარასი პინი გერშონის ლეგენდარული "მაკაბის" წევრი იყო და ამ კლუბთან ერთად ევროლიგა მოიგო.

ევრობასკეტზე იასიკიავიჩუსი საშუალოდ 10.6 ქულასა და 4.8 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

ასევე იტყობინებიან, რომ "მაკაბის" სურს ამერიკელი ფორვარდის რიჩარდ ჰენდრიქსის შენარჩუნება, რომელსაც, თავის მხრივ, აქტიურად ეპატიჟება ესპანური "კახა ლაბორალი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული