მეტოქეები ევრობასკეტის შესარჩევზე: რუმინეთმა ჰოლანდიას მოუგო, ბოსნიამ ლატვიას

AutoSharing Option
ევროპის კალათბურთელ ვაჟთა 2013 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად 16 საგზურისთვის კონტინენტის 31 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოლებენ. ისინი ექვს შესარჩევ ჯგუფში არიან განთესილნი:

A ჯგუფი: სერბეთი, ისრაელი, ესტონეთი, სლოვაკეთი, ჩერნოგორია, ისლანდია.
B ჯგუფი: გერმანია, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, ლუქსემბურგი, შვედეთი.
C ჯგუფი: ხორვატია, უკრაინა, ავსტრია, კვიპროსი, უნგრეთი.
E ჯგუფი: ფინეთი, პოლონეთი, შვეიცარია, ალბანეთი, ბელგია.
F ჯგუფი: თურქეთი, იტალია, ჩეხეთი, ბელარუსი, პორტუგალია.

D ჯგუფში საქართველო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლატვია, ჰოლანდია და რუმინეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

15 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ისვენებდა, მისმა მეტოქეებმა კი პირველი ორთაბრძოლები გამართეს.

გაუწყებთ
მათ შედეგებს: რუმინეთი - ჰოლანდია 90:84 (28:27, 17:18, 25:18, 20:21); ბოსნია-ჰერცეგოვინა - ლატვია 87:84 (23:22, 18:16, 23:29, 23:17). ჯვაროსნები სასტარტო პაექრობას 18 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლეში გამართავენ - რუმინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ. ამავე დღეს ჰოლანდია ბოსნიას დაუხვდება.

სხვა ჯგუფებში გუშინდელი შეხვედრები ასე დამთავრდა:

A ჯგუფი: ისლანდია - სერბეთი 78:91, ჩერნოგორია - ისრაელი 75:69, ესტონეთი - სლოვაკეთი 95:74.
B ჯგუფი: ლუქსემბურგი - აზერბაიჯანი 78:101, ბულგარეთი - შვედეთი 78:73.
C ჯგუფი: უკრაინა - უნგრეთი 77:71, კვიპროსი - ავსტრია 86:89.
E ჯგუფი: პოლონეთი - ბელგია 57:64, ალბანეთი - შვეიცარია 51:76.
F ჯგუფი: ბელარუსი - ჩეხეთი 65:73, იტალია - პორტუგალია 97:45.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული