ევრობასკეტი 2013: საფრანგეთმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრები 2013 წლის ევრობასკეტის პირველი გუნდია, რომელმაც მომავალი ტურნირისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კოლემ შემდეგ კალათბურთელებზე შეაჩერა არჩევანი:

მცველები: ტონი პარკერი, ნანდო დე კოლო (ორივე - "სან ანტონიო", NBA), ტომას ერტელი ("კახა ლაბორალი", ესპანეთი), ანტუან დიო ("სტრასბური");

ფორვარდები: ნიკოლა ბატუმი ("პორტლენდი", NBA), შარლ ლომბა-კაუდი ("ლე მანი"), მიკაელ ჟელაბალი ("ხიმკი", რუსეთი), ბორის დიაო ("სან ანტონიო", NBA), ფლორან პიეტრუსი ("ნანსი");

ცენტრები: ალექსის აჟინკა ("სტრასბური"), იოჰან პეტრო (უკლუბოდ), ჟოფრი ლოვერნი ("პარტიზანი", სერბეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული