ევრობასკეტი 2013: გუნდების საბოლოო განაცხადები

AutoSharing Option
ევრობასკეტის კიდევ ოთხმა მონაწილემ დაასახელა კონტინენტის პირველობისთვის საბოლოო შემადგენლობა.

ლიტვის ნაკრების დამრიგებელმა იონას კაზლაუსკასმა ბოსნიასთან ამხანაგური მატჩის მოგების შემდეგ გააკეთა საბოლოო არჩევანი. განაცხადში ვერ მოხვდნენ მცველები ადას იუშკევიჩუსი და ვიტენის ჩიზაუსკასი.

ლიტვის ნაკრების საბოლოო განაცხადი:
მცველები: მანტას კალნიეტინი ("ლოკომოტივი", რუსეთი), ტომას დელინინკაიტისი (უკლუბოდ), რენალდას სეიბუტისი ("ლეტუვოს რიტასი"), მარტინას პოჩიუსი ("ჟალგირისი");
ფორვარდები: მინდაუგას კუზმინსკასი ("უნიკახა", ესპანეთი), იონას მაჩიულისი ("პანათინაიკოსი", საბერძნეთი), ლინას კლეიზა ("ფენერბაჰჩე", თურქეთი), დონატას მოტეიუნასი ("ჰიუსტონი", NBA);
ცენტრები: დარიუშ ლავრინოვიჩი, კშიშტოფ ლავრინოვიჩი, რობერტას იავტოკასი (ყველა - "ჟალგირისი"), იონას ვალანჩუნასი ("ტორონტო",
NBA).

* * *
დაასახელა საბოლოო განაცხადი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის, საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა ტრინკიერიმ. საწვრთნელ შეკრებაზე რჩებოდა 13 მოთამაშე და საბოლოოდ, იტალიელმა სპეციალისტმა შინ დატოვა რუსეთის უნიქს-ის წევრი იან ვუიუკასი.

ბერძნების საბოლოო შემადგენლობა:
მცველები: ნიკოს ცისისი (უნიქს, რუსეთი), ვასილის სპანულისი, კოსტას სლუკასი (ორივე - "ოლიმპიაკოსი"), მაიკლ ბრამოსი ("პანათინაიკოსი");
ფორვარდები: კოსტას პაპანიკოლაუ ("ბარსელონა", ესპანეთი), სტრატოს პერპეროგლუ, გეორგიოს პრინტეცისი (ორივე - "ოლიმპიაკოსი"), ანტონიო ფოცისი ("პანათინაიკოსი");
ცენტრები: კოსტას კაიმაკოგლუ (უნიქს, რუსეთი), ლუკას მავროკეფალიდისი ("პანათინაიკოსი"), იანის ბურუსისი ("რეალი", ესპანეთი), ვასილის კავადასი ("პანიონიოსი").

* * *
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ მენცმა ევრობასკეტის მიღმა დატოვა მცველი ნიკოლაი სიმონი და შემადგენლობა შემდეგი მოთამაშეებით დააკომპლექტა:

მცველები: კარსტენ ტადა ("ბამბერგი"), ბასტიან დორეტი ("ტრირი"), ჰაიკო შაფარციკი, ლუკა შტაიგერი (ორივე - "ბავარია"), პერ გიუნტერი ("რატიოფარმი"), ფილიპ ცვაინერი ("აისბარენი");
ფორვარდები: რობინ ბენცინგი ("ბავარია"), ალექს კინგი ("ვიურცბურგი"), ნილს გიფი (კონენტიკუტის უნივერსიტეტი, NCAA);
ცენტრები: მაიკ ცირბესი ("ბამბერგი"), ანდრეას ზაიფერტი ("ტრირი"), ტიბორ პლიასი ("კახა ლაბორალი", ესპანეთი).

* * *
ჩერნოგორიის ნაკრების დამრიგებელს ლუკა პავიჩევიჩს საბოლოო არჩევანი 15 კალათბურთელში ჰქონდა გასაკეთებელი. "ზედმეტები" აღმოჩდნენ გამთამაშებელი ტეილორ როჩესტი, აგრეთვე ფორვარდები - მარკო ტოდოროვიჩი და ბორის ბაკიჩი.

ამის შემდეგ, ჩერნოგორიელთა განაცხადმა ასეთი სახე მიიღო:
მცველები: ტაირის რაისი ("მაკაბი" თ-ა, ისრაელი), ნიკოლა ივანოვიჩი, მარკო პოპოვიჩი (ორივე - "ბუდუჩნოსტი"), ბოიან ბაკიჩი ("მეტალაკი", სერბეთი);
ფორვარდები: სუად შეჰოვიჩი, ალექსა პოპოვიჩი (ორივე - "ბუდუჩნოსტი"), სეად შეხოვიჩი ("შოლნოკი", უნგრეთი), ვლადიმირ დაშიჩი ("მეტალაკი", სერბეთი), მილკო ბიელიცა ("კახა ლაბორალი", ესპანეთი);
ცენტრები: ნიკოლა ვუჩევიჩი ("ორლანდო", NBA), ბლაგოტა სეკულიჩი ("ტენერიფე", ესპანეთი), ბოიან დუბლევიჩი ("ვალენსია", ესპანეთი).

გასოლმა სირბილი დაიწყო
ევრობასკეტზე ვერ ითამაშებს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ცენტრი პაუ გასოლი, რომელმაც თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ მსუბუქი ვარჯიშები, კერძოდ, სირბილი დაიწყო.

"სატრენაჟორო დარბაზი, შემდეგ სირბილი ბალახზე. ყოველდღიურად მცირე ნაბიჯს ვდგამ წინ", - დაწერა თავის "ტვიტერზე" გასოლმა.
მაისში ესპანელმა ორივე მუხლზე აღდგენითი პროცესი დაიწყო.

* * *
"ფინიქს სანსმა" და "მილუოკი ბაქსმა" გაცვლა განახორციელეს, - წერს NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი. "ბაქსმა" მიიღო ფორვარდი კერონ ბატლერი, "სანზის" მიმართულებით კი მცველი იშ სმიტი და უკრაინელი ცენტრი ვიაჩესლავ კრავცოვი გაემართნენ.

"ფინიქსი" ამ გარიგებაზე სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვისთვის წავიდა. აღვნიშნავთ, რომ "სანზმა" ამასწინ გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმება კიდევ ერთ უკრაინელთან, ცენტრ ალექსეი ლენთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები საკუთარ მოედანზე პოლონეთისგან მარცხს გადაურჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული