ესპანეთი-ხორვატია 68:40: ფავორიტმა სლავებს ხელ-ფეხი შეუკრა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2013-ის იმ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, მეორე შეხვედრა გაიმართა - ესპანეთის ნაკრებმა ხორვატია გაანადგურა - 68:40.

როცა ისეთ ძლიერ გუნდს, როგორიც ხორვატიაა, მატჩში 40 ქულაზე მეტის ჩაგდება არ გამოუვა, სხვა არაფერზეა საუბარი - ესპანეთის ნაკრები სხვებისთვის მიუწვდომელი ჩანს.

რუდი ფერნანდესმა 15 ქულა ჩააგდო, მარკ გასოლმა - 14, ხოსე კალდერონმა კი - 13. წაგებულთაგან მხოლოდ ბოიან ბოგდანოვიჩმა შეძლო 10-ქულიანი ზღვარის გადალახვა (12 ქ).

5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები, რომელმაც პირველი მატჩი 17 ქულის სხვაობით მოუგო პოლონეთს, სწორედ ხორვატიას ეთამაშება. 

ასევე
იხილეთ:

საქართველო-პოლონეთი 84:67 - საამაყო გამარჯვება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული