ევრობასკეტი 2013. II ტური: თურქეთი სუსტი ყოფილა

AutoSharing Option
ევრობასკეტი მოულოდნელობებით არის სავსე. თურქეთის ნაკრები, რომელსაც მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევდნენ, ზედიზედ მეორედ დამარცხდა და შინ გამგზავრების ფავორიტი გახდა.

ამ დროს კი არაფრით გამორჩეული ფინეთი, უკრაინა და ლატვია ორი მოგებით იწონებენ თავს.

საერთოდ, ყველა ჯგუფში სცენარი ისეთია, რომ ბოლო დღემდე ბევრი რამ გაურკვეველი იქნება...

A ჯგუფი
უკრაინა-ისრაელი 74:67
19:13, 16:13, 18:20, 21:21
უ: გლადირი (17+5 მოხსნა), კრავცოვი (15+8 მოხსნა), პუსტოზვონოვი (13), ნატიაჟკო (10+5 მოხსნა).
ი: ნისიმი (12).
ორქულიანები: 15/28 (53,6%) - 17/35 (48,6%)
სამქულიანები: 8/22 (36,4%) - 4/16 (25%)
საჯარიმოები: 20/27 (74,1%) - 21/27 (77,8%)
მოხსნები: 32-28. პასები: 16-15. შეცდომები: 21-13

გადამწყვეტი მომენტი: მატჩის ბოლოს უკრაინამ 9:3 გაქცევა შეძლო და ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი.
მატჩის გმირი: სერგეი გლადირმა გადამწყვეტ მომენტებში შესაშური სიზუსტე გამოიჩინა და ფარქვეშ ბრძოლაშიც ივარგა. თავისი 17 ქულიდან შვიდი მან მეოთხე მეოთხედში მოიპოვა.
სტატისტიკა არ ტყუის: ისრაელის სასტარტოს წევრებმა 20-დან მხოლოდ რვა ბურთი მოათავსეს კალათში. აფიქ ნისიმმა თამაშიდან ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდო, ომრი კასპიმ კი - რვიდან ერთი.

უკრაინის ნაკრებმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა მეორე რაუნდისკენ - მაიკ ფრატელოს შეგირდებმა ორიდან ორი მატჩი მოიგეს.

პუჰ ჯეტერის მონდომებით უკრაინამ 11:0 გაქცევით დაიწყო თამაში და ამ უპირატესობას ტაიმის ბოლომდე ინარჩუნებდა. პირველი ნახევარი სწორედ 11-ქულიანი სხვაობით დასრულდა - 35:26.

ისრაელი მესამე მეოთხედში გააქტიურდა და 8:0 სპურტის შემდეგ მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ დმიტრო ზაბრიჩენკოს აქტიურობით უკრაინამ აღადგინა 10-ქულიანი უპირატესობა. მეოთხე მეოთხედში იყო მომენტი, როცა უკრაინელებმა ზედიზედ ცხრა შეტევა გააფუჭეს და ისრაელის ნაკრების კალათბურთელს იანივ გრინს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მისი საჯარიმო არაზუსტი აღმოჩნდა. ამას მოჰყვა უკვე ნახსენები 9:3 სპურტი და ისრაელმა ბრძოლის გაგრძელების შანსი დაკარგა.

გერმანია-ბელგია 73: 77 (ო)
16:14, 10:21, 15:13, 22:15, 10:14
გ: ბენცინგი (24+5 მოხსნა), შაფარციკი (15+7 პასი), პლიაისი (10+9 მოხსნა).
ბ: მასო (15+8 მოხსნა), ტაბუ (15+6 მოხსნა+5 პასი), ერველი (11+9 მოხსნა), ვან როსომი (10+4 პასი), მუკუბუ (10+4 პასი).
ორქულიანები: 15/33 (45,5%) - 17/41 (41,5%)
სამქულიანები: 7/22 (31,8%) - 11/30 (36,7%)
საჯარიმოები: 22/31 (71,0%) - 10/13 (76,9%)
მოხსნები: 37-41. პასები: 15-21. შეცდომები: 20-18

გადამწყვეტი მომენტი: გერმანიის ნაკრებმა დიდი ძალა შეალია წინა დღეს საფრანგეთის დამარცხებას, მაგრამ შეეძლო გუშინდელი მატჩის მოგება. გუნდი დააღალატა ჰაიკო შაფარციკმა, რომელმაც ბოლო წამებზე ორი საჯარიმო ააცილა.
მატჩის გმირი: ბელგიელმა ჯონათან ტაბუმ 15-დან 12 ქულა მეოთხე მეოთხედსა და ოვერტაიმში აიღო. ძირითადი დროის ბოლოს მისმა ორმა სამქულიანმა მოუტანა ბელგიას ოვერტაიმი.
სტატისტიკა არ ტყუის: ბელგიამ მეტოქის შეცდომების შემდეგ 21 ქულა დააგროვა.

ბრიტანეთი-საფრანგეთი 65:88
14:26, 23:19, 11:26, 17:17
ბ: კლარკი (16), ვან ოოსტრუმი (13).
ს: ბატუმი (17), პარკერი (16+5 პასი), ჟელაბალი (11), დე კოლო (11), აჟინკა (10+11 მოხსნა).
ორქულიანები: 17/39 (43,6%) - 30/45 (66,7%)
სამქულიანები: 9/27 (33,3%) - 7/21 (33,3%)
საჯარიმოები: 4/8 (50%) - 7/10 (70%)
მოხსნები: 34-38. პასები: 10-18. შეცდომები: 17-12

ა გ თ მ წ ქ
1. უკრაინა 2 2 0 132-124
2. საფრანგეთი 2 1 1 162-145
3. ბელგია 2 1 1 134-131
4. გერმანია 2 1 1 153-151
5. ბრიტანეთი 2 1 1 140-159
5. ისრაელი 2 0 2 138-149

B ჯგუფი
ჩერნოგორია-ლატვია 72:73
17:17, 20:20, 15:17, 20:19
ჩ: რაისი (24+5 პასი), სეკულიჩი (13+6 მოხსნა).
ლ: იანიჩენოკსი (15), ფრეიმანისი (12+7 მოხსნა).
ორქულიანები: 17/42 (40,5%) - 17/33 (51,1%)
სამქულიანები: 7/22 (31,8%) - 8/22 (36,4%)
საჯარიმოები: 17/23 (73,9%) - 15/26 (57,7%)
მოხსნები: 37-34. პასები: 11-16. შეცდომები: 12-12

გადამწყვეტი მომენტი: ჩერნოგორიის ნაკრებმა მეოთხე მეოთხედის შუაში სერიოზული უპირატესობა მიიღო - რვა ქულით გავიდა წინ, მაგრამ რიხარდს კუკსიქსის ორმა სამქულიანმა ლატვიის 9:0 გაქცევას ჩაუყარა საფუძველი. ხოლო ბალტიისპირელებმა მეტოქის წინააღმდეგობა მაშინ გატეხეს, როცა ბოლო წუთზე ასევე ორი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში კრისტაპს იანიჩენოკსმა.
მატჩის გმირი: ზედიზედ მეორედ მატჩის გმირი გახდა როლანდს ფრეიმანისი, რომელსაც განსაკუთრებული სტატისტიკა არ ჰქონია (12 ქულა), მაგრამ მეოთხე მეოთხედში უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.
სტატისტიკა არ ტყუის: ლატვიამ ორქულიანების გამოყენების 51 პროცენტი დააფიქსირა და ეს ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო მის გამარჯვებაში.

უკრაინის მსგავსად, ლატვიამ ორი მოგებით დაიწყო ევრობასკეტი. მისი გუშინდელი მატჩი ჩერნოგორიასთან, ფაქტობრივად, ლიდერობისთვის დუელი იყო, რადგან ჩერნოგორიელებსაც მოგებული ჰქონდათ პირველი შეხვედრა. მატჩის პრინციპულ ხასიათზე მეტყველებს პირველი ტაიმის მსვლელობა - პირველ ორ მეოთხედში თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა.

ყველაზე დიდი სხვაობა ხუთი ქულა იყო - ჩერნოგორია დაწინაურდა, მაგრამ იანიჩენოკსის აქტიურობით დიდი შესვენებისთვის ანგარიში გათანაბრდა.

ლატვია კარგად თამაშობდა მეტოქის სამწამიანში - მესამე მეოთხედში თამაშიდან ჩაგდებული ცხრა ბურთიდან შვიდი სწორედ ამ ზონიდან მოდის, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ინიციატივას ჩერნოგორიელები ფლობდნენ და მეოთხე მეოთხედში რვა ქულით მოახერხეს წინ გასვლა.

ზემოთ უკვე მოგიყევით, რაც შემდეგ მოხდა. წინა მატჩში ჩერნოგორიელთა გმირმა ტაირის რაისმა (მაკედონიასთან გამარჯვების ტყორცნა ჩააგდო) 24 ქულა დააგროვა, აქედან 12 მეოთხე მეოთხედზე მოდის, მაგრამ ამან მის გუნდს არ უშველა.

ბოსნია-სერბეთი 67:77
16:28, 15:17, 18:19, 18:13
ბ: ჯედოვიჩი (17+7 მოხსნა+5 პასი), ტელეტოვიჩი (16+5 მოხსნა), კიკანოვიჩი (13+6 მოხსნა), პერშიჩი (10).
ს: მარკოვიჩი (15+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), კატიჩი (12), ნედოვიჩი (11+6 პასი), ნენად კრსტიჩი (10) , ბიელიცა (7+11 მოხსნა).
ორქულიანები: 14/40 (37,5%) - 24/38 (63,2%)
სამქულიანები: 6/19 (31,6%) - 7/23 (30,4%)
საჯარიმოები: 19/28 (67,9%) - 8/13 (61,5%)
მოხსნები: 35-39. პასები: 9-16. შეცდომები: 16-16

გადამწყვეტი მომენტი: სერბეთის ნაკრებმა მეექვსე წუთზე მოიპოვა ლიდერობა და მატჩის ბოლომდე ინიციატივა ხელიდან არ გაუშვია.
მატჩის გმირი: სერბეთის მცველმა სტეფან მარკოვიჩმა სოლიდური სტატისტიკა მოიპოვა: 15 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა.
სტატისტიკა არ ტყუის: სერბეთმა სამწამიანიდან 42 ქულა მოიპოვა და პირველ სამ მეოთხედში ორქულიანების 70 პროცენტი მოათავსა კალათში. ბოსნიამ 16 შეცდომა დააგროვა.

თავიდან მატჩი გუნდის ლიდერების - მირზა ტელეტოვიჩისა და ნენად კრსტიჩის დუელით დაიწყო - ჯამური 18 ქულიდან - 13 ამ ორი კალათბურთელის ანგარიშზე იყო. ამის შემდეგ კრსტიჩს პარტნიორებმაც აუბეს მხარი - სერბეთი პირველივე მეოთხედში 16:2 გაიქცა და ბოსნიამ მისი დაწევა ვეღარ შეძლო. მეოთხე მეოთხედის დასაწყისში სერბები 25 ქულითაც იგებდნენ, მაგრამ მოდუნდნენ და მეტოქეს 11:0 გაქცევის საშუალება მისცეს, მაგრამ ამას თამაშში გარდატეხის შეტანა არ მოჰყვა.

ლიტვა-მაკედონია 75:67
20:15, 19:18, 18:17, 18:17
ლ: კალნიეტისი (17+6 მოხსნა+5 პასი), მაჩიულისი (14), მოტეიუნასი (11), ვალანჩუნასი (11+7 მოხსნა).
მ: ილიევსკი (13), ანტიჩი (12+8 მოხსნა), მაკალები (11).
ორქულიანები: 23/47 (48,9%) - 17/35 (48,6%)
სამქულიანები: 2/8 (25,0%) - 6/28 (21,4%)
საჯარიმოები: 23/33 (69,7%) - 15/20 (75,0%)
მოხსნები: 36-39. პასები: 11-8. შეცდომები: 15-15

ა გ თ მ წ ქ
1. სერბეთი 2 2 0 140-123
2. ლატვია 2 2 0 159-147
3. ლიტვა 2 1 1 131-130
4. ჩერნოგორია 2 1 1 153-153
5. მაკედონია 2 0 2 147-156
6. ბოსნია 2 0 2 142-163

C ჯგუფი
საქართველო-ხორვატია 76:77
15:17, 19:19, 18:15, 24:27

პოლონეთი-ჩეხეთი 68:69
25:12, 13:22, 11:16, 19:19
პ: იგნერსკი (17), ლამპე (14+7 მოხსნა), კელატი
(10+6 მოხსნა), გორტატი (5+9 მოხსნა+5 პასი).
ჩ: ვესელი (23+14 მოხსნა+4 ჩაჭრა), სატორანსკი
(10), ბარტონი (10).
ორქულიანები: 21/43 (48,8%) - 26/61 (42,6%)
სამქულიანები: 6/17 (35,3%) - 2/11 (18,2%)
საჯარიმოები: 8/14 (57,1%) - 11/15 (73,3%)
მოხსნები: 40-38. პასები: 14-19. შეცდომები: 16-8

სლოვენია-ესპანეთი 78:69
9:14, 16:19, 27:18, 26:18
ს: გ. დრაგიჩი (18+6 მოხსნა+7 პასი), ნახბარი
(14), ზ. დრა გი ჩი (12).
ე: მ. გასოლი (17+7 მოხსნა+5 შეცდომა), კალდერონი
(14).
ორქულიანები: 19/37 (51,4%) - 16/36 (44,4%)
სამქულიანები: 8/21 (38,1%) - 8/18 (44,4%)
საჯარიმოები: 16/20 (80%) - 13/21 (61,9%)
მოხსნები: 26-38. პასები: 14-12. შეცდომები: 5-14

ა გ თ მ წ სხვ ქ
1. სლოვენია 2 2 0 140-129 4
2. ესპანეთი 2 1 1 137-118 3
3. საქართველო 2 1 1 160-144 3
4. ჩეხეთი 2 1 1 129-130 3
5. ხორვატია 2 1 1 117-144 3
6. პოლონეთი 2 0 2 135-153 2

მომდევნო ტური
7 სექტემბრი
16:30 ესპანეთი-ჩეხეთი
19:45 ხორვატია-პოლონეთი
23:00 საქართველო-სლოვენია

D ჯგუფი
ფინეთი-შვედეთი 81:60
27:27, 21:4, 19:15, 14:14
ფ: ლი (14+5 მოხსნა), მუურინენი (12), კოპონენი (10+6 პასი), ჰაფი (10+6 მოხსნა), პანიკო (10).
შ: ტეილორი (19+6 მოხსნა), ჟერებკო (12+4 პასი+5 შეცდომა).
ორქულიანები: 20/37 (54,1%) - 14/41 (34,1%)
სამქულიანები: 8/21 (38,1%) - 8/23 (34,8%)
საჯარიმოები: 17/22 (77,3%) - 8/11 (72,7%)
მოხსნები: 39-37. პასები: 20-12. შეცდომები: 15-21

გადამწყვეტი მომენტი: პირველი მეოთხედის შემდეგ თანაბარი ანგარიში იყო, მაგრამ მეორე მეოთხედი ფინეთის 19:3 გაქცევით დაიწყო, პირველი ტაიმის შემდეგ კი ანგარიში 46:30 გახდა.
მატჩის გმირი: რთულია ფინელების რიგებში ვინმეს გამოყოფა, რადგან ხუთმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა. მათგან საუკეთესო იყო ჯერალდ ლი 14 ქულითა და 5 მოხსნით.
სტატისტიკა არ ტყუის: შვედეთმა მეორე მეოთხედში 13-დან ერთი ბურთი ჩააგდო, შვიდი შეცდომა დააგროვა და მხოლოდ ოთხი ქულა მოიპოვა.

იტალია-თურქეთი 90:75
22:19, 22:15, 30:23, 16:18
ი: არადორი (23), ჯენტილე (20), ბელინელი (17), მელი (14+10 მოხსნა).
თ: აშიქი (12), თურქოგლუ (12+4 პასი), ჩეთინი (11), ილიასოვა (11+6 მოხსნა), პრელჯიჩი (9+8 მოხსნა+4 პასი).
ორქულიანები: 25/47 (53,2%) - 16/32 (50%)
სამქულიანები: 11/19 (57,9%) - 9/18 (50%)
საჯარიმოები: 7/11 (63,6%) - 16/28 (57,1%)
მოხსნები: 29-34. პასები: 11-16. შეცდომები: 4-10

გადამწყვეტი მომენტი: პირველ ტაიმში იტალიელთა 10-ქულიანი უპირატესობა მესამე მეოთხედის შემდეგ 19 ქულამდე ავიდა. ეს “სკუადრა აძურას” მცველის, პიეტრო არადორის დამსახურებაა, რომელმაც 10 წუთში 17 ქულა მიითვალა!
მატჩის გმირი: არადორის გარდა, ამ მატჩის გმირია მარკო ბელინელი, რომელმაც 17 ქულა მოიპოვა.
სტატისტიკა არ ტყუის: იტალიის ნაკრები შეუჩერებელი იყო პერიმეტრზე - 19-დან 11 სამქულიანი ჩააგდო. გარდა ამისა, იტალიელებმა მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ 4 შეცდომა დაუშვეს, თურქეთი კი დააღალატა საჯარიმოების ცუდმა რეალიზაციამ - 28-დან 16.

ფაქტობრივად, ამ მატჩში ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო. წინა მატჩში ფინეთთან წაგების შემდეგ, თურქეთს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და აქტიურად დაიწყო - 17:12 დაწინაურდა, მაგრამ იტალიამ მალე მოიპოვა ინიციატივა და პირველი მეოთხედი სამი ქულით მოიგო, ხოლო პირველი დარტყმა მეტოქეს 12:0 გაქცევით მიაყენა. მეორე დარტყმა კი არადორის ბრწყინვალე თამაში იყო მესამე მეოთხედში.

საბერძნეთი-რუსეთი 80:71
16:21, 25:13, 21:13, 18:24
ს: სპანულისი (11), კაიმაკოგლუ (11), პაპანიკოლაუ (10), მავროკეფალიდისი (10), პერპეროგლუ (10).
რ: შვედი (17+4 პასი+5 შეცდომა), კარასიოვი (10+7 მოხსნა).
ორქულიანები: 25/43 (58,1%) - 21/34 (61,8%)
სამქულიანები: 6/17 (35,3%) - 7/21 (33,3%)
საჯარიმოები: 12/17 (70,6%) - 8/9 (88,9%)
მოხსნები: 32-24. პასები: 14-12. შეცდომები: 17-17

ა გ თ მ წ ქ
1. საბერძნეთი 2 2 0 159-122
2. ფინეთი 2 2 0 142-115
3. იტალია 2 2 0 166-144
4. რუსეთი 2 0 2 140-156
5. თურქეთი 2 0 2 130-151
6. შვედეთი 2 0 2 111-160

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დრამატულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული