ევრობასკეტი 2013: ხორვატია - პირველად 1995 წლის შემდეგ...

AutoSharing Option
ევრობასკეტზე დასრულდა პლეი ოფის პირველი ნაწილი - მეოთხედფინალური ეტაპი და გავიგეთ დღევანდელი ნახევარფინალური წყვილები.

ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა ხორვატიამ, რომელმაც უპრობლემოდ დაამარცხა უკრაინა და 1995 წლის შემდეგ პირველად მოხვდა კონტინენტის პირველობის ოთხ საუკეთესო გუნდში.

ლიტვის ნაკრებმა კი მხოლოდ მეოთხე მეოთხედში გატეხა იტალიელთა წინააღმდეგობა...

ცნობისთვის, ოთხივე ნახევარფინალისტმა მოიპოვა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საგზური; აგრეთვე, 2015 წლის ევრობასკეტზე კვალიფიკაციის გარეშე თამაშის უფლება გაინაღდა.

ევრობასკეტი 2013. 1/4-ფინალი
ხორვატია-უკრაინა 84:72
22:22, 29:13, 19:26, 14:11
ხ: სიმონი (23), ბოგდანოვიჩი (14), მარკოტა (12).
უ: ჯეტერი (19+6 მოხსნა+6
პასი), კრავცოვი (15+3 დაფარება), გლადირი (13+9 მოხსნა).
ორქულიანები: 17/34 (50%) - 23/38 (60,5%)
სამქულიანები: 10/23 (43,5%) - 3/22 (13,6%)
საჯარიმოები: 20/28 (71,4%) - 17/25 (68%)
მოხსნები: 30-39. პასები: 22-12. შეცდომები: 9-17

გადამწყვეტი მომენტი: ხორვატია მეორე მეოთხედის მეორე წუთზე სამი ქულით აგებდა - 25:28, მაგრამ ხორვატთა რეზერვმა შესანიშნავი დაცვა დააყენა და 19:1 გაქცევა მოაწყო - დიდ შესვენებამდე 2 წუთითა და 40 წამით ადრე ანგარიში 44:29 იყო ხორვატიის სასარგებლოდ. ამ 19 ქულიდან 11 მან უკრაინელთა შეცდომებით დააგროვა.
მატჩის გმირი: კრუნოსლავ სიმონი იმსახურებს მატჩის გმირის სტატუსს, რადგან თავისი პირველი შვიდი სამქულიანიდან ხუთი მოათავსა კალათში და ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო - 23 ქულა.
სტატისტიკა არ ტყუის: უკრაინა ყველა მეოთხედფინალისტს შორის ყველაზე მეტ სამქულიანს ისვრის - საშუალოდ 25 მატჩში. მან ამჯერადაც შორეული ტყორცნების ტაქტიკას მიმართა, მაგრამ ვერ იხეირა - 22-დან მხოლოდ სამი ზუსტი სამქულიანი ჰქონდა.

ლიტვა-იტალია 81:77
22:15, 18:24, 17:19, 24:19
ლ: კალნიეტისი (17+7 მოხსნა+5 მოხსნა), სეიბუტისი (17+6 მოხსნა), მაჩიულისი (13+5 პასი), პოჩიუსი (11).
ი: ბელინელი (22), ჯენტილე (15), ჩინჩარინი (11), დატომე (10).

ორქულიანები: 25/42 (59.5%) - 23/47 (48.9%)
სამქულიანები: 5/14 (35.7%) - 6/18 (33.3%)
საჯარიმოები: 16/20 (80.0%) - 13/17 (76.5%)
მოხსნები: 38-25. პასები: 14-9. შეცდომები: 19-12.

გადამწყვეტი მომენტი: ბოლო მეოთხედის წინ ლიტვის ნაკრები ერთი ქულით იყო ჩამორჩენილი - 57:58. ბოლო 10-წუთეულის საწყისი ექვსი წუთი ბალტიისპირელებმა ბრწყინვალე დაცვა ითამაშეს - ამ დროის განმავლობაში იტალიამ ვერც ერთი (!) ქულა ვერ აიღო, ლიტვა კი 15:0 გაიქცა და დიდი მცდელობის მიუხედავად, აპენინელებმა თამაშის ბედის შემოტრიალება ვერ შეძლეს.
მატჩის გმირი: მანტას კალნიეტისმა 17 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ამ კალათბურთელმა ფანტასტისკური სიზუსტით ისროლა თამაშიდან - 12 ტყორცნა, აქედან რვა ზუსტი.
სტატისტიკა არ ტყუის: ლიტვამ ბევრ სათამაშო კომპონენტში აჯობა მეტოქეს, მაგალითად, მოხსნებში დაჩაგრა იტალია - 39:25. ლიტველთა გამარჯვება ასევე განაპირობა თამაშიდან ტყორცნების სიზუსტის 54-მა პროცენტმა.

1/2-ფინალი
20 სექტემბერი
19:45 ხორვატია-ლიტვა
23:00 ესპანეთი-საფრანგეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბოსნიის ნაკრები ევრობასკეტზე ნასესხები ფულით ჩავიდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხორვატია არა ის კიდე გადაუარა ლიტვამ ეგეც შენი ხორვატია. რომ იტყვიან კლასი ბაბაია კლასი.
qutaiseli
21:29 20-09-2013
0

სიახლეები პოპულარული