კავშირის გენერალური მდივნის, ჰარუნ მაჰმუტოვიჩის თქმით, მიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშე პატიოსან სიტყვაზე ენდო ქვეყნის მთავარი საკალათბურთო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას და 5 ათასი ევრო გაიმეტა. ამდენივე თანხა იშოვა ნაკრების დირექტორმა იგორ სტოიანოვიჩმა, თავად მაჰმუტოვიჩმა კი მეგობარს 10 ათასი ევრო გამოართვა.
"იძულებულნი ვიყავით, ფული გვესესხა, რადგან ჩვენმა მთავრობამ სლოვენიაში ნაკრების გამოსასვლელად ერთი დიდი ნული გაიმეტა", - ამბობს კავშირის ფუნქციონერი.
მაჰმუტოვიჩის სიტყვებით, ნაკრების მთავარი მწვრთნელი აცო
შეგახსენებთ, რომ ბოსნიის ნაკრები ევრობასკეტს პირველი ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა.
ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შეიცვლება?
არ არის გამორიცხული, FIBA-ევროპამ შეცვალოს ევრობასკეტის ჩატარების ფორმატი. ტურნირის ახალი მოდელი, რომელიც შეიძლება ძალაში 2015 წელს შევიდეს, მხოლოდ ერთი ჯგუფური ეტაპის გამართვას ითვალისწინებს.
ამგვარი ცვლილების მიზეზი შეიძლება გახდეს ამჟამინდელი ტურნირის დიდი ხანგრძლივობა, აგრეთვე, ვარაუდი იმისა, რომ ზოგიერთი გუნდი შეგნებულად აგებს მატჩებს მეორე ეტაპზე, რათა პლეი ოფში უფრო მოხერხებული მეტოქე ერგოს.
ვარაუდობენ, რომ ახალი ფორმატის მიხედვით, შენარჩუნდება მონაწილეთა დღევანდელი რიცხვი - 24, მაგრამ მეორე ჯგუფური ეტაპის ნაცვლად, პირველი რაუნდის დასრულებისთანავე დაიწყება მატჩები გავარდნაზე. ასე რომ, პლეი ოფის სტადია მერვედფინალური შეხვედრებიდან აიღებს სტარტს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"