პი-ჯეი ტაკერმა საფინალო სირენამდე 4.6 წამით ადრე, ორი საჯარიმო ჩააგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა -108:105. მანამდე იყო დენი გრინის აცილებული სამქულიანი (6.9 წამით ადრე), რომელსაც შეეძლო "სპურსი"წინ გაეყვანა, ტაკერის ორი ზუსტი საჯარიმოს შემდეგ კი "ფინიქსი" პაუ გასოლზე დაჯარიმდა, მაგრამ ესპანელმა 3.7 წამით ადრე, ორივე თავისუფალი ტყორცნა ააცილა და უკვე ყველაფერი გარკვეული იყო.
პი-ჯეი ტაკერმა ზედიზედ მეორე მატჩში დააგროვა 39 ქულა.
- ჯიმი ბატლერმა 28 ქულა დააგროვა, დუეინ უეიდმა თავისი 22 ქულიდან 17 მეოთხე მეოთხედში აიღო და "ჩიკაგომ" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია.
- "კლიპერსმა" რევანში აუღო თანაქალაქელ "ლეიკერსს" შობის დღეს წაგებული მატჩისთვის. დეანდრე ჯორდანმა 13-დან 12 ბურთი ჩააგდო და 24 ქულითა და 21 მოხსნით დაასრულა შეხვედრა. ეს მისთვის მეორე მატჩია სეზონში +20 ქულითა და +20 მოხსნით.
- "ვაშინგტონმა" ჯონ უოლის 25 ქულითა და ბრედლი ბილის 20 ქულით ზედიზედ მე-11 საშინაო მატჩი მოიგო და შეწყვიტა "ფილადელფიას" სამმატჩიანი მოგებათა სერია.
- "ორლანდომ" 40 პროცენტის სიზუსტით ისროლა სამქულიანები, მაგრამ მაინც წააგო "იუტასთან".
კლიპერსი-ლეიკერსი 113:97
26:15, 32:24, 26:29, 29:29
კ: ჯორდანი (24+21 მოხსნა), პოლი (20+13 პასი), რივერსი (15), ფელტონი (15), რედიკი (10).
ლ: კლარკსონი (21), ინგრემი (14), უილიამსი (13), იანგი (11).
ჩიკაგო-ნ. ორლეანი 107:99
21:22, 34:23, 22:26, 30:28
ჩ: ბატლერი (28), უეიდი (22), გიბსონი (15+16 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (11), ლოპესი (6+10 მოხსნა).
ნ-ო: დევისი (36+14 მოხსნა), მური (16), ევანსი (14), ჰილი (10), ჰოლიდეი (1+12 პასი).
ფინიქსი-სან ანტონიო 108:105
25:25, 26:33, 29:27, 28:20
ფ: ბუკერი (39), ბლედსოუ (17+10 პასი), უორენი (12), ჩენდლერი (8+15 მოხსნა).
ს-ა: ლენარდი (38), ჯინობილი (16), პარკერი (14), ოლდრიჯი (13), პ. გასოლი (3+10 მოხსნა).
ვაშინგტონი-ფილადელფია 109:93
21:30, 35:26, 30:15, 23:22
ვ: უოლი (25), ბილი (20), მორისი (14), გორტატი (12+10 მოხსნა), პორტერი (10).
ფ: ოკაფორი (26), ილიასოვა (18), ლუვავუ-კაბარო (12), ნოელი (6+12 მოხსნა).
იუტა-ორლანდო 114:107
29:42, 35:23, 20:18, 30:24
ი: ჰეივორდი (23), გობერი (19+19 მოხსნა), ფეივორსი (17), ჯორჯ ჰილი (14), ჰუდი (14).
ო: პეიტონი (28+9 პასი), გორდონი (21), ვუჩევიჩი (15), იბაკა (13), მიქსი (12), გრინი (11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"