NBA-ს "ოლ სტარი" - რამდენი ხმა მიიღო ზაზა ფაჩულიამ კოლეგებისგან

AutoSharing Option
19 იანვარს NBA-მ "ოლ სტარის" სასტარტო ხუთეულების არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ზაზა ფაჩულიამ, მართალია, ფანების გამოკითხვაში დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ის მაინც ვერ მოხვდა "ყველა ვარსკვლავის" მატჩში.

ამის მიზეზი წლეულს არჩევნების ფორმატში შეტანილი ცვლილებაა, რომლის თანახმადაც, ფანების აზრს მხოლოდ 50%-იანი ძალა აქვს, 25%-25% კი მედიასა და მოთამაშეებს მიენიჭათ.

ზაზამ დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში საშუალოდ 6,5 ქულა დააგროვა (რაც ნაკლები, უკეთესია) და მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა, "ოლ სტარზე" კი მოწინავე სამეული მოხვდა (დურანტი (1), ლეონარდი (2,5) და დევისი (3,5)).
ზაზას გაასწრეს კაზინსმა (5,0) და გრინმაც (6,25).

19 თებერვალს "დასავლეთის" გუნდს სტივ კერი (გოლდენ სტეიტი) უმწვრთნელებს, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა NBA-ს კალათბურთელები ხმების მიცემის პროცესში გამოვლენილი არასერიოზულობისთვის.

ზაზა ფაჩულიამ NBA-ს კალათბურთელთა ხმებში მე-12 ადგილი დაიკავა (დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში) და ეს იყო ჩვენებურის უარესი მაჩვენებელი - მედიამ იგი მე-10 ადგილზე გაიყვანა.

ახლახან NBA-მ გამოაქვეყნა კალათბურთელთა ხმის მიცემის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ზაზამ 324 კალათბურთელიდან (ამდენმა მიიღო მონაწილეობა) 19 ხმა მიიღო. ჩვენებურს კიდევ 2 ხმით მეტი რომ მიეღო, მე-9 ადგილზე გადავიდოდა და საშუალო მაჩვენებელი 5,5 ექნებოდა, თუმცა ეს მხოლოდ გრინის გადასწრების საშუალებას მისცემდა.

კოლეგებს ზაზა პირველ ადგილზე რომ გაეყვანათ, მისი საშუალო მაჩვენებელი 3,75 იქნებოდა. ზუსტად ამდენი ექნებოდა ენტონი დევისსაც და წესის მიხედვით, გადამწყვეტი ფანების ხმა აღმოჩნდებოდა და "ოლ სტარში" ზაზა გავიდოდა.

ისე, მოთამაშეებმა ზაზა ისეთ ფორვარდებს არჩიეს, როგორებიც რუდი გობერი, დირკ ნოვიცკი, ბლეიკ გრიფინი და პაუ გასოლი არიან.
ტოპ-15. დასავლეთის ფორვარდები
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
იუთუბზე დებენ ხოლმე ლაივებს ყველა თამაშის
Help s
12:24 26-01-2017
0
მე ნბა -ს ოფიციალურ საიტზე ვუყურებ ხოლმე მშვენიერი ხარისხი აქვს და არ ჭედავს.nba.com
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული