პოპულარობით მეორე ადგილზეა "კლივლენდის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, ხოლო სამეულს ასრულებს კარის თანაგუნდელი კევინ დურანტი.
პოპულარული მაისურების TOP10:
1. სტივენ კარი (გოლდენ სტეიტი)
2. ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი)
3. კევინ დურანტი (გოლდენ სტეიტი)
4. კაირი ირვინგი (კლივლენდი)
5. რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა)
6. დუეინ უეიდი (ჩიკაგო)
7. კრისტაპს პორზინგისი (ნიუ იორკი)
8. კავაი ლენარდი (სან ანტონიო)
9. ჯიმი ბატლერი (ჩიკაგო)
10. დერიკ როუზი (ნიუ იორკი)
* * *
ამასობაში, ქალაქ შარლოტის ქრისტიანულმა
"გოლდენ სტეიტს" გუშინ უნდა ჩაეტარებინა შეხვედრა შარლოტში. და კარის მშობლიურმა სკოლამ ცერემონიის გამართვა "უორიორზის" ვიზიტს დაამთხვია, რათა მოთამაშე თავად დასწრებოდა საკუთარ აღიარებას.
ამით კარის ზეიმი არ დასრულებულა. იმავე დღეს, დევიდსონის უნივერსიტეტში, სადაც სტივენი სტუდენტობისას თამაშობდა, სპორტული დარბაზის ერთ-ერთ ტრიბუნას "გოლდენ სტეიტის" ლიდერის სახელი მიანიჭეს. ამ უნივერსიტეტში კარის ნომერს ვერ უკვდავყოფენ, რადგან კალათბურთელმა სასწავლებელი ისე დატოვა, რომ დიპლომი არ აუღია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"