"მაიკლ ჯორდანს არასოდეს უთხოვია მოთამაშეების გაფორმება. არასოდეს მოდიოდა ჩემთან და არ მეუბნებოდა, ვინ უნდა ამერჩია დრაფტზე. არც იმას მითითებდა, ვინ დამეყენებინა ტრეიდზე. ასეთი რამ ერთხელაც არ მომხდარა.
ნაწილობრივ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მაიკლი ძალიან კარგი იყო და მათ გარეშეც შეეძლო მოგება. მას კარგად ესმოდა რა უნდა გაგვეკეთებინა, როგორც ორგანიზაციას", - განაცხადა კრაუზემ NBC Sports-თან კომენტარში.