NBA All Stars: რეკორდების მატჩი ნიუ ორლეანში! [VIDEO]

AutoSharing Option
20 თებერვალს ნიუ ორლეანში NBA All Stars-ის მატჩი გაიმართა.

დასავლეთ კონფერენციის ვარსკვლავების გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის წარმომადგენლები ანგარიშით 192:182 დაამარცხა.

გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ ნიუ ორლეანში ჩატარებული მატჩი ყველაზე შედეგიანი გამოდგა მსგავსი ღონისძიებების ისტორიაში. საერთო ჯამში, All Stars-ის შეხვედრაში 374 ქულა ჩავარდა. მანამდე რეკორდული ციფრი 2016 წელს დაფიქსირდა - 369 ქულა, როცა დასავლეთმა აღმოსავლეთს 196:173 სძლია.

დასავლეთის გუნდის სასტარტოში გამოვიდნენ:

სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონ როკეტსი), კევინ დურანტი (გოლდენ სტეიტი), კავაი ლეონარდი (სან ანტონიო სპურსი), ენტონი დევისი (ნიუ ორლეან
პელიკანსი)

სათადარიგოები: დემარკუს კაზინსი (საკრამენტო კინგსი), მარკ გასოლი (მემფის გრიზლი), დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი), გორდონ ჰეივორდი (იუტა ჯაზი), დეანდრე ჯორდანი (ლოს ანჯელეს კლიპერსი), კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტი), რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა სიტი თანდერი)

მთ. მწვრთნელი: სტივ კერი (გოლდენ სტეიტი)

აღმოსავლეთის სასტარტოები:

კაირი ირვინგი (კლივლენდ კავალიერსი), ჯიმი ბატლერი (ჩიკაგო ბულზი), დემარ დეროზანი (ტორონტო რეპტორსი), იანის ანტეტოკოუნმპო (მილუოკი ბაქსი), ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდ კავალიერსი)

სათადარიგოები:

კარმელო ენტონი (ნიუ იორკ ნიქსი), პოლ ჯორჯი (ინდიანა პეისერსი), კაილ ლაური (ტორონტო რეპტორსი), პოლ მილსაპი (ატლანტა ჰოუქსი), აიზია ტომასი (ბოსტონ სელტიკი), კემბა უოლკერი (შარლოტ ჰორნეტსი), ჯონ უოლი (ვაშინგტონ უიზარდსი)

მთ. მწვრთნელი: ბრედ სტივენსი (ბოსტონ სელტიკი)

ყველაზე მეტი, 52 ქულა ქულა ენტონი დევისმა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა მიამატა. ამ მაჩვენებლით დევისმა "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე უილტ ჩემბერლენის რეკორდი მოხსნა, რომელმაც 1962 წლის შეხვედრაში 42 ქულა ჩააგდო.

გარდა ამისა, დევისმა 39-ჯერ ტყორცნა ბურთი, რაც ასევე All Stars-ის მატჩის რეკორდად ითვლება.

41 ქულა მიითვალა რასელ უესტბრუკმა.

კაირი ირვინგმა 22 ქულა, 14 პასი და 7 მოხსნა ჩაიწერა ანგარიშზე.

კევინ დურანტმა კი სამმაგი დუბლი გაიფორმა "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე - 21 ქულა, 10 პასი, 10 მოხსნა. აღსანიშნავია, რომ ეს All Stars-ის ისტორიაში მეოთხე სამმაგი დუბლია. მანამდე სამმაგი დუბლი მიითვალეს: მაიკლ ჯორდანმა, დუეინ უეიდმა და ლებრონ ჯეიმსმა.

"მილუოკი ბაქსის" ბერძენმა ფორვარდმა 30 ქულა მიითვალა და მაყურებელს ბევრი ულამაზესი ჩატენვა შესთავაზა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი წარმომადგენელი ერთი გუნდიდან "გოლდენ სტეიტს" ჰყავდა: სტეფ კარი, კევინ დურანტი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი.

შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩის მონაწილეების გამოკითხვაში ზაზა ფაჩულიამ 1 500 000 ხმაზე მეტი მიიღო, თუმცა რჩეულებს შორის ვერ მოხვდა.

- abc: ზაზა ფაჩულიამ "ოლ სტარის" ხმები სუფთად მიიღო, სხვა ვარსკვლავებმა კი - არა
მკითხველის კომენტარები / 4 /
კიდევ კარგი ნამდვილი კალათბურთი ევროპაში მაინც დარჩა!
aburjga
11:29 21-02-2017
0
ვეთანხმები ლაზარეს, ეს სპორტული პაექრობა არ იყო და არც არის, ასე რომ ზაზა მშვენივრად ითამაშებდა მაგ შოუში.
ხვიჩა
18:15 20-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული