ეს იყო "ბოსტონისთვის" მეათე მოგება ბოლო 11 შეხვედრაში.
* * *
"სან ანტონიომ" ვერ შეძლო დასავლეთი კონფერენციის ცხრილში პირველი ადგილის დაბრუნება, რადგან საკუთარ მოედანზე წააგო "პორტლენდთან" - 106:110.
თამაშის დიდი ნაწილი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. 91:91-ზე სტუმრებმა ზედიზედ შვიდი ქულა აიღეს და ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. ბოლო წამებში მნიშვნელოვანი იყო დამიენ ლილარდის სიმშვიდე - მან
* * *
"ვაშინგტონი", რომელიც საკუთარ მოედანზე თითქმის არ აგებს, "დალასთან" შინ დამარცხდა. "მავერიქსმა" მეოთხე მეოთხედი 24:7 გაქცევით დაიწყო და საქმე ბოლომდე მიიყვანა.
დირკ ნოვიცკიმ თავისი 20 ქულიდან ათი მეოთხე მეოთხედში დააგროვა. "ვაშინგტონის" ლიდერმა ჯონ უოლმა სეზონში 44-ე ორმაგი დუბლი შეასრულა - 26 ქულა და 11 შედეგიანი პასი დააგროვა, მაგრამ მარცხენა ფეხის ტრავმის გამო, პირველი ტაიმის დამთავრებამდე 1.26 წუთით ადრე დატოვა მოედანი და მხოლოდ ბოლო წუთებზე დაბრუნდა.
* * *
"ჰიუსტონმა" საკუთარ მოედანზე 39 ქულით გაანადგურა "ლეიკერსი", ჯეიმს ჰარდენმა კი სეზონში მე-17 სამმაგი დუბლი შეასრულა - 18 ქულა, 12 მოხსნა, 13 პასი. თუმცა, გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო ლუ უილიამსი 30 ქულით. ეს ის კალათბურთელია, რომელიც ზამთარში სწორედ "ლეიკერსიდან" გადავიდა "ჰიუსტონში.
* * *
"მაიამის" დაუბრუნდა გორან დრაგიჩი და მან 33 ქულა ჩაუგდო "ნიუ ორლეანს". მასპინძლები დროის დიდი ნაწილი ლიდერობდნენ, მაგრამ საშუალება მისცეს მეტოქეს - გაეთანაბრებინათ ანგარიში. თუმცა, 102:102-ზე "მაიამიმ" ზედიზედ ცხრა ქულა დააგროვა და უპირატესობა საფინალო სირენამდე შეინარჩუნა.
* * *
პოლ ჯორჯმა სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა - 39 ქულა ჩააგდო, აქედან 27 - მეორე ტაიმში. ჯორჯმა თამაშიდან 21 ტყორცნა შეასრულა და 15 ზუსტად, მათ შორის, ათიდან ექვსი სამქულიანი. "პეისერსმა" თამაშიდან 53.4 პროცენტის სიზუსტით ისროლა, ხოლო მოხსნებში 39:27 მოუგო "შარლოტს".
* * *
მაიკ კონლიმ და მარკ გასოლმა 27-27 ქულა დააგროვეს და "მემფისს" ზედიზედ მეორე მატჩი მოაგებინეს. სტუმრებმა ჩიკაგოში პირველი ტაიმი ოთხი ქულით მოიგეს, რის შემდეგაც, 14 ქულამდე გაზარდეს უპირატესობა, თუმცა, "ბულზმა" მეოთხე მეოთხედში გაათანაბრა ანგარიში. გადამწყვეტი აღმოჩნდა "მემფისის" 15:8 გაქცევა, რომლითაც დასრულდა კიდეც მატჩი.
* * *
გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი გმირი აღმოჩნდა "საკრამენტოს" დებიუტანტი სკალ ლაბისიერი - მან 32 ქულა დააგროვა, აქედან ზედიზედ 16 ქულა მეოთხე მეოთხედის დასაწყისში აიღო. "კინგზმა" თებერვლის პირველი რიცხვების შემდეგ, პირველად მოიგო ზედიზედ ორი თამაში.
საინტერესო მომენტი ის არის, რომ ლაბისიერია პირველი მოთამაშე 2016 წლის დრაფტის კალათბურთელებს შორის, რომელმაც NBA-ის მატჩში მინიმუმ 30 ქულა დააგროვა.
ბლედსოუმ სეზონი დაასრულა
"ფინიქს სანზის" ლიდერმა ერიკ ბლედსოუმ ვერ ითამაშა გუშინ, "საკრამენტოს" წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო, რომელმაც ჩათვალა, რომ გამთამაშებელს დასვენება ესაჭიროება.
როგორც The Arizona Republic წერს, ბლედსოუ, სავარაუდოდ, გამოტოვებს 2016-17 წლების სეზონის დარჩენილ ნაწილს.
გამთამაშებელი ბოლო პერიოდში ტკივილს გრძნობდა მარცხენა მუხლში. გამოცემა აღნიშნავს, რომ საუკეთესო სნაიპერის არყოფნა დაეხმარება კლუბს - უფრო მაღალი არჩევანის უფლება მიიღოს მომავალ დრაფტზე.
ოლდრიჯმა პრობლემები მოაგვარა
"სან ანტონიოს" მძიმე ფორვარდი ლამარკუს ოლდრიჯი დაბრუნდა მოედანზე - მან გუშინ, "პორტლენდის" წინააღმდეგ 19 ქულა დააგროვა. შეგახსენებთ, 9 მარტს გამოცხადდა, რომ ოლდრიჯი გაურკვეველი ვადით გამოეთიშა რეგულარულ ჩემპიონატს გულის არითმიის გამო. ახლა, ფორვარდი გამოჯანმრთელდა და მზად არის სათამაშოდ.
"ჩვენ მადლიერნი ვართ, რომ ლამარკუსი შეძლებს გუნდში დაბრუნებას. ყველანი მოვიხიბლეთ პროფესიონალიზმით, რომელიც მან გამოავლინა ამ რთული საკითხის მოგვარების დროს", - მოჰყავს Sports Illustrated-ს კლუბის გენერალური მენეჯერის არ სი ბიუფორდის სიტყვები.
ჰორნაჩეკს არ გაუშვებენ
გაზეთ The New York Post-ის ინფორმაციით, "ნიუ იორკ ნიქსის" ხელმძღვანელობა არ აპირებს მთავარი მწვრთნელის ჯეფ ჰორნაჩეკის განთავისუფლებას იმის მიუხედავად, რომ სპეციალისტს ძალიან წარუმატებელი სეზონი აქვს და როგორც ირკვევა, გუნდის ლიდერები აღარ ემორჩილებიან.
ჰორნაჩეკმა "ნიქსი" გასული წლის ივნისში ჩაიბარა. ამ მომენტისთვის, გუნდს მე-12 ადგილი უკავია აღმოსავლეთ კონფერენციაში შედეგით - 27 მოგება და 41 წაგება და ექვსი მოგებით ჩამორჩება პლეი ოფის ზონას.
ვაშინგტონი-დალასი 107:112
39:32, 18:21, 23:20, 27:39
ვ: უოლი (26+11 პასი), ბილი (24), ბოგდანოვიჩი (19), პორტერი (14+10 მოხსნა), გორტატი (8+10 მოხსნა).
დ: ბარნსი (22+9 მოხსნა), ნოვიცკი (20), სეტ კარი (19), ნოელი (12), ბრუსინო (11+9 მოხსნა), ჰარისი (10), ბარეა (6+13 პასი).
ინდიანა-შარლოტი 98:77
24:22, 18:20, 33:16, 23:19
ი: ჯორჯი (39), ელისი (16), ტიგი (8+8 მოხსნა+11 პასი), ტერნერი (6+11 მოხსნა).
შ: კამინსკი (20), ბელინელი (11), კიდ-გილკრისტი (10).
ბოსტონი-მინესოტა 117:104
30:32, 28:28, 27:17, 32:27
ბ: ტომასი (27), ჰორფორდი (20+9 მოხსნა+8 პასი), ბრედლი (18), სმარტი (10+6 პასი), ოლინიკი (10).
მ: რუბიო (23+7 პასი), უიგინსი (21), მუჰამადი (21), თაუნსი (17+14 მოხსნა).
მაიამი-ნ. ორლეანი 120:112
28:21, 26:31, 31:27, 35:33
მ: დრაგიჩი (33), უაიტსაიდი (20+17 მოხსნა), ელინგტონი (19), უეიტერსი (14), ტ. ჯონსონი (10+9 პასი), ჯ. ჯონსონი (10).
ნ-ო: დევისი (27+8 მოხსნა), კაზინსი (19+9 მოხსნა), მური (18), კანინგემი (11), ჰოლიდეი (11+8 პასი), კროუფორდი (10).
დეტროიტი-იუტა 83:97
19:28, 16:26, 27:23, 21:20
დ: სმიტი (16), ჰარისი (12), ბეინსი (12+12 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (10).
ი: ჰეივორდი (25+9 მოხსნა+6 პასი), ჯორჯ ჰილი (17), ჯონსონი (12), გობერი (12+9 მოხსნა+4 დაფარება), ინგლსი (12).
ჩიკაგო-მემფისი 91:98
24:24, 26:30, 21:20, 20:24
ჩ: რონდო (17+8 პასი), ბატლერი (14+7 მოხსნა), მიროტიჩი (14), ვალენტაინი (11+7 მოხსნა).
მ: კონლი (27+9 მოხსნა+7 პასი), მ. გასოლი (27+7 პასი), ალენი (10).
ჰიუსტონი-ლეიკერსი 139:100
37:26, 29:26, 27:23, 46:25
ჰ: უილიამსი (30+7 პასი), არიზა (20), ჰარდენი (18+12 მოხსნა+13 პასი), კაპელა (15+10 მოხსნა), გორდონი (10), ჰარელი (10), ნენე (10).
ლ: რონდო (32+8 მოხსნა), კლარკსონი (18), ინგრემი (18).
სან ანტონიო-პორტლენდი 106:110
29:28, 26:26, 25:28, 26:28
ს-ა: ლენარდი (34+9 მოხსნა+6 პასი), ოლდრიჯი (19+7 მოხსნა), მილსი (13+6 პასი), ლი (12), პ. გასოლი (12).
პ: ლილარდი (36), მაკალუმი (26), ნურკიჩი (16+9 მოხსნა), ვონლე (12), კრები (10).
ფინიქსი-საკრამენტო 101:107
29:22, 18:26, 28:26, 26:33
ფ: უორენი (24+9 მოხსნა), ბუკერი (19), კრისი (17+7 მოხსნა+5 დაფარება), უილიამსი (14+11 მოხსნა), იულისი (13+13 პასი).
ს: ლაბისიერი (32+11 მოხსნა), აფლალო (14), კოული-სტაინი (14+11 მოხსნა+4 დაფარება), კუფოსი (13), ლოუსონი (11+6 პასი).
კლიპერსი-მილუოკი 96:97
20:28, 26:18, 23:21, 27:30
კ: ჯორდანი (22+17 მოხსნა), გრიფინი (18+7 მოხსნა), რედიკი (16), კროუფორდი (14).
მ: მიდლტონი (16+7 მოხსნა), ანტენტოკუნმპო (16), დელავედოვა (12), მონრო (12), ტელეტოვიჩი (11), ბროგდონი (11).
აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. კლივლენდი 66 44 22 66.7
2. ბოსტონი 68 43 25 63.2
3. ვაშინგტონი 67 41 26 61.2
4. ტორონტო 67 39 28 58.2
5. ატლანტა 67 37 30 55.2
6. ინდიანა 68 35 33 51.5
7. მილუოკი 67 33 34 49.3
8. დეტროიტი 68 33 35 48.5
9. მაიამი 68 33 35 48.5
10. ჩიკაგო 68 32 36 47.1
11. შარლოტი 68 29 39 42.6
12. ნიუ იორკი 68 27 41 39.7
13. ფილადელფია 67 24 43 35.8
14. ორლანდო 68 24 44 35.3
15. ბრუკლინი 66 12 54 18.2
დასავლეთი
თ მ წ %
1. x-გ. სტეიტი 67 53 14 79.1
2. x-სან ანტონიო 67 52 15 77.6
3. x-ჰიუსტონი 68 47 21 69.1
4. იუტა 68 43 25 63.2
5. კლიპერსი 68 40 28 58.8
6. ოკლაჰომა 67 38 29 56.7
7. მემფისი 68 38 30 55.9
8. დენვერი 67 32 35 47.8
9. პორტლენდი 67 30 37 44.8
10. დალასი 67 29 38 43.3
11. მინესოტა 67 28 39 41.8
12. საკრამენტო 68 27 41 39.7
13. ნ. ორლეანი 68 27 41 39.7
14. ფინიქსი 68 22 46 32.4
15. ლეიკერსი 68 20 48 29.4
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"