NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "კლივენდი" ისევ პირველია, სენსაცია სან ანტონიოში

AutoSharing Option
გუშინდელი დღის მთავარი მატჩი, რა თქმა უნდა, ბოსტონში ადგილობრივი "სელტიქსისა" და "კლივლენდის" დაპირისპირება იყო. ამ გუნდებს ერთნაირი მაჩვენებლები ჰქონდათ და პირველ-მეორე ადგილებს იყოფდნენ აღმოსავლეთის ცხრილში.

პირველ მეოთხეში თანაბარი ბრძოლის შემდეგ, "კლივლენდმა" მეორე მეოთხედი 16 ქულით მოიგო, მესამე - ცხრა ქულით და სამი მეოთხედის შემდეგ, თამაშის ბედი გარკვეული იყო. "კავალიერზმა" ცხრილში ერთი მოგებით გაუსწრო "ბოსტონს".

ამ გუნდებმა გაარკვიეს ურთიერთობა რეგულარულში - ოთხიდან სამი მატჩი "კლივლენდმა" მოიგო.

* * *
გუშინდელი მატჩების შემდეგ, გაირკვა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული. "გოლდენ სტეიტი" მიუღწეველი გახდა მას
შემდეგ, რაც "სან ანტონიომ" სენსაციურად წააგო შინ "ლეიკერსთან". ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე "სპურსი" ერთხელაც არ ყოფილა დაწინაურებული, "ლეიკერსის" უპირატესობა კი 26 ქულას აღწევდა. კალიფორნიელებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს პლეი ოფში გასული გუნდების წინააღმდეგ.

* * *
შეწყდა "ოკლაჰომას" ლიდერის რასელ უესტბრუკის შვიდმატჩიანი სერია, როცა ის სამმაგი დუბლს ასრულებდა. "მემფისის" წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (103:100), უესტბრუკმა 45 ქულა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა და ერთი მოხსნა არ ეყო სეზონში სარეკორდო 42-ე ტრიპლ-დაბლამდე. რასელს კიდევ ოთხი მატჩი რჩება ყველა დროის რეკორდის დამყარებამდე.

"მემფისმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და უკვე ვეღარ აიცილებს თავიდან პლეი ოფში "სან ანტონიოსთან" შეხვედრას.

* * *
21-მატჩიანი პაუზის შემდეგ, "ტორონტოს" დაუბრუნდა კაილ ლაური. გამთამაშებელმა დაბრუნება 27 ქულითა და 10 შედეგიანი პასით აღნიშნა და თავის გუნდს "დეტროიტის" დამარცხებაში დაეხმარა. კანადურმა გუნდმა მეოთხე მეოთხედში 12-ქულიანი დეფიციტის გაბათილება შეძლო.

ამ წაგებით "დეტროიტმა" თითქმის დაკარგა პლეი ოფში მოხვედრის შანსი - მას 35 მოგებით მე-11 ადგილი უკავია.

* * *
ძალიან დაძაბული ბრძოლაა აღმოსავლეთში დარჩენილი ოთხი საგზურისთვის: მეხუთე და მეცხრე ადგილებს შორის სხვაობა - მხოლოდ ორი მოგებაა.

პრაქტიკულად ჩამოაშორა პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლას "მაიამიმ" "შარლოტი". ფლორიდელებმა გადამწყვეტი სპურტი მესამე მეოთხედში შეასრულეს, როცა 17 ქულამდე აიყვანეს უპირატესობა. "ჰიტის" ლიდერები შესანიშნავი სიზუსტით ისროდნენ. მაგალითად, გორან დრაგიჩმა 21-დან 13 ტყორცნა ჩააგდო და 33 ქულა დააგროვა, ჯეიმს ჯონსონმა კი შვიდიდან ექვსი სამქულიანი გამოიყენა. "მაიამი" დაბრუნდა მერვე ადგილზე, მაგრამ ზუსტად მისნაირი მაჩვენებელები აქვთ ცხრილში "ჩიკაგოსა" და "ინდიანას".

* * *
"კლიპერსმა" ზედიზედ მეოთხე და ბოლო 10 მატჩში მერვე მოიგო და აგრძელებს "იუტასთან" ბრძოლას მეოთხე ადგილისთვის, რაც პლეი ოფის პირველ რაუნდში საკუთარი მოედნის უპირატესობას იძლევა.

კალიფორნიელებმა "დალასი" ისე დაამარცხეს, რომ მეტოქეს ერთხელაც არ მისცეს ანგარიშში დაწინაურების საშუალება.

შარლოტი-მაიამი 99:112
23:27, 28:25, 22:34, 26:26
შ: ბატუმი (24+7 პასი), უოკერი (18), მარვ. უილიამსი (15+12 მოხსნა), კამინსკი (13).
მ: დრაგიჩი (33), ჯ. ჯონსონი (26), რიჩარდსონი (19), უაიტსაიდი (13+20 მოხსნა), ტ. ჯონსონი (12).

დეტროიტი-ტორონტო 102:105
33:15, 23:31, 24:22, 22:37
დ: სმიტი (16+6 პასი), ჰარისი (16), მორისი (15), ბეინსი (12+7 მოხსნა), დრამონდი (11+14 მოხსნა).
ტ: ლაური (27+10 პასი), ვალანჩუნასი (19), ჯოზეფი (15), დეროზანი (12+10 პასი), პატერსონი (10).

მემფისი-ოკლაჰომა 100:103
27:34, 23:23, 24:22, 26:24
მ: მ. გასოლი (23+4 დაფარება), რენდოლფი (20+9 მოხსნა), ალენი (14+7 მოხსნა), ჰარისონი (12), კარტერი (10).
ო: უესტბრუკი (45+9 მოხსნა+10 პასი+5 ჩაჭრა), ოლადიპო (15), მაკდერმოტი (10+7 მოხსნა), კანტერი (10), ადამსი (5+10 მოხსნა).

ჰიუსტონი-დენვერი 110:104
36:25, 23:25, 26:29, 25:25
ჰ: ჰარდენი (31+7 მოხსნა+10 პასი), ნენე (16), არიზა (15+10 მოხსნა), კაპელა (15+11 მოხსნა), გორდონი (11), ბევერლი (9+11 მოხსნა).
დ: გალინარი (23), ჰარისი (17), ჩენდლერი (16), იოკიჩი (12+19 მოხსნა+9 პასი+5 ჩაჭრა), ფარიდი (10).

ბოსტონი-კლივლენდი 91:114
20:19, 22:38, 24:33, 25:24
ბ: ტომასი (26+6 პასი), კრაუდერი (13), ჰორფორდი (12+7 მოხსნა), ოლინიკი (12).
კ: ჯეიმსი (36+10 მოხსნა+6 პასი), ირვინგი (19), ლავი (15+16 მოხსნა), სმიტი (12), ფრაი (10+8 მოხსნა).

სან ანტონიო-ლეიკერსი 95:102
14:31, 27:22, 29:23, 25:26
ს-ა: პარკერი (14), ბერტანში (14), ლენარდი (11), ანდერსონი (11+7 მოხსნა).
ლ: ენისი (19+6 პასი), კლარკსონი (17), ნენსი (15+9 მოხსნა), რენდლი (11+8 მოხსნა), ნვაბა (10).

ფინიქსი-გ. სტეიტი 111:120
18:41, 34:17, 26:33, 33:29
ფ: ბუკერი (21), იულისი (20+6 პასი), დადლი (19+7 მოხსნა+6 პასი), უილიამსი (16+17 მოხსნა), კრისი (8+11 მოხსნა).
გ-ს: კარი (42+11 პასი), ტომპსონი (22+7 მოხსნა).

კლიპერსი-დალასი 112:101
35:24, 27:25, 28:24, 22:28
კ: გრიფინი (32+6 პასი), რედიკი (25), პოლი (22+11 პასი), ჯორდანი (11+20 მოხსნა).
დ: ბარნსი (15), ფერელი (14+6 პასი), ბარეა (14), მეტიუზი (11+6 პასი), მეჯრი (10+9 მოხსნა).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. y-კლივლენდი 78 51 27 65.4
2. x-ბოსტონი 78 50 28 64.1
3. x-ტორონტო 79 48 31 60.8
4. y-ვაშინგტონი 78 47 31 60.3
5. მილუოკი 78 40 38 51.3
6. ატლანტა 77 39 38 50.6
7. ჩიკაგო 78 38 40 48.7
8. მაიამი 78 38 40 48.7
9. ინდიანა 78 38 40 48.7
10. შარლოტი 79 36 43 45.6
11. დეტროიტი 78 35 43 44.9
12. ნიუ იორკი 78 30 48 38.5
13. ფილადელფია 78 28 50 35.9
14. ორლანდო 78 27 51 34.6
15. ბრუკლინი 78 19 59 24.4

დასავლეთი
თ მ წ %
1. z-გ. სტეიტი 79 65 14 82.3
2. y-სან ანტონიო 78 60 18 76.9
3. x-ჰიუსტონი 78 53 25 67.9
4. x-იუტა 78 48 30 61.5
5. x-კლიპერსი 79 48 31 60.8
6. x-ოკლაჰომა 78 45 33 57.7
7. x-მემფისი 79 42 37 53.2
8. პორტლენდი 78 38 40 48.7
9. დენვერი 78 37 41 47.4
10. ნ. ორლეანი 78 33 45 42.3
11. დალასი 78 32 46 41.0
12. მინესოტა 77 31 46 40.3
13. საკრამენტო 78 31 47 39.7
14. ლეიკერსი 78 23 55 29.5
15. ფინიქსი 79 22 57 27.8
შენიშვნა: x - პლეი ოფის საგზური; y - დივიზიონის ჩემპიონი; z - კონფერენციის ჩემპიონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული