გიგანტი თინეიჯერი, რომელიც შესაძლოა NBA-ის ყველაზე მაღალი კალათბურთელი გახდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რობერტ ბობროცკის არ შეიძლება ჩვეულებრივი მოზარდი ეწოდოს. ის მხოლოდ 16 წლისაა, მაგრამ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა ცენტრზე მაღალია. ბიჭის სიმაღლეა - 231 სანტიმეტრი. მოქმედ კალათბურთელებს შორის, მას მხოლოდ ინგლისელი პოლ სტარჯესი აღემატება.

გიგანტი რუმინეთში დაიბადა. ამ ქვეყანამ უკვე აჩუქა NBA-ს ერთი გოლიათი: 90-იან წლებში, ამერიკულ მოედნებზე თამაშობდა გეორგე მურეშანი, რომელიც დღემდე ლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალ მოთამაშედ არის მიჩნეული. რუმინეთის ნაკრებში მურეშანი რობერტის მამასთან ერთად თამაშობდა. კარიერის დასრულების შემდეგ, უფროსი ბობროცკი ადგილობრივ გუნდში ბავშვთა მწვრთნელად მუშაობდა და ხუთი წლის ასაკიდან ასწავლიდა
შვილს კალათბურთს.

12 წლის ასაკში, რობერტმა მამას გაასწრო სიმაღლეში და სამედიცინო გამოკვლევის საგანი გახდა. თავდაპირველად, ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ბიჭს ჰორმონული დისბალანსი აქვს, მაგრამ, საბოლოოდ, იმ აზრამდე მივიდნენ, რომ ყველაფერი გენეტიკაშია. წინაპირობა არსებობდა: მამის სიმაღლე - 216 სანტიმეტრი, დედის - 183 სანტიმეტრი.

ბიჭი შეამჩნიეს "სტელა აძურას" მწვრთნელებმა და 14 წლის ბობროცკი იტალიაში გადავიდა. ძალიან მაღალი სიმაღლის ფონზე, რობერტი მხოლოდ 83 კილოგრამს იწონიდა, ამიტომაც, მოზარდს პირადი ფიზიოთერაპევტი გამოუყვეს. დანიელე კომანდინიმ, რომელიც, აგრეთვე, საფეხბურთო "ფროზინონეში" მუშაობდა, ნორჩი კალათბურთელისთვის უნიკალური დიეტა შეადგინა. რობერტი ჭამდა დღეში შვიდჯერ, დიდი რაოდენობით მიითმევდა მაკარონს და ტკბილეულობასაც იღებდა.

"ჩვენთვის მთავარია, დავეხმაროთ რობერტს მომძლავრებაში. კალათბურთი მეორე პლანზე გადადის, რადგან ასეთი გაბარიტების ბიჭისთვის ინდივიდუალური მიდგომა და განსაკუთრებული ვარჯიშია საჭირო. არ გვავიწყდება, რომ ის, პირველ რიგში, ადამიანია", - ამბობდა გუნდის დირექტორი ჯაკომო როსი. "სტელა აძურას" ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში ბობროცკიმ მოიგო იტალიის ჩემპიონატი 19-წლამდელებს შორის, ამასთან, 20 წუთზე მეტს არ ატარებდა მოედანზე.

ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა ჰაილაითების შესაგროვებლად და ამ ვიდეოს წყალობით, რობერტი ოკეანის გაღმა მიიწვიეს. აშშ-ის ოლიმპიური მომზადების ცენტრის საკალათბურთო აკადემიის ხელმძღვანელმა ბობი ბოსმანმა ბიჭში პოტენციალი დაინახა და მაშინვე დაუკავშირდა ბობროცკის ოჯახს. "ჩვენ ვნახეთ რობერტის ერთ-ერთი ვიდეო და დავინახეთ, რომ ის ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა", - აღიარებს ბოსმანი.

მოლაპარაკებები "ფეისბუქის" მეშვეობით წარიმართა და 2016 წლის ბოლოს, ბობროცკი ოჰაიოში გადავიდა. ის იქ სპორტსმენი-თინეიჯერისთვის ჩვეულებრივ ცხოვრებას მისდევს: სწავლობს სკოლაში (საყვარელი საგნები - ისტორია და ინგლისური), ცხოვრობს კამპუსში (მისთვის სპეციალური საწოლი დაამზადეს) და ესწრება ვარჯიშებს (ექვსჯერ კვირაში).

Sportall.Ge

"რობერტი ბევრ ვარჯიშს ასრულებს ფეხებისთვის, იმაღლებს ამტანობას და ანვითარებს მობილურობას. მის განრიგშია, აგრეთვე, ძალისმიერი ვარჯიშები და ცურვა", - ხსნის ბოსმანი. ამჟამად, ბობროცკის მთავარი მიზანია - 20 კილოგრამი კუნთის მასა მოიმატოს. ამისთვის, 16 წლის მოთამაშე ყოველ დღეს იღებს მინიმუმ 5 ათას კალორიას. "ვცდილობ, უკეთესი გავხდე", - ამბობს რობერტი.

ბობროცკი ოცნებობს NBA-ში მოხვედრაზე და ბოსმანის აზრით, მას ამისთვის კარგი შანსები აქვს: "რობერტის ტყორცნები მაღალი სიზუსტით გამოირჩევა, აგრეთვე, შესანიშნავად არიგებს პასებს. ოსტატობისა და ინტელექტის წყალობით, მას ძალუძს პროფესიულ კალათბურთში გადასვლა. ჯერჯერობით, რობერტს სრულად არ გამოუყენებია პოტენციალი, მაგრამ მას აქვს კარგი თვისება - შრომისმოყვარეობა".

დებიუტი ახალ გუნდში უკვე შედგა, მაგრამ არ დასრულებულა საადაპტაციო პერიოდი. "სხვაობა ევროპულ და ამერიკელ კალათბურთს შორის - უდიდესია. შტატებში გაცილებით სწრაფად თამაშობენ, კალათბურთელები უფრო ათლეტურები არიან", - აღნიშნავს რობერტი.

თავისი სიმაღლისა და სიგამხდრის გამო, ბობროცკი ყველასგან გამორჩეულია, მაგრამ ეს სულაც არ ეხამუშება. მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს თანაკლასელებთან და თანაგუნდელებთან, რომლებიც რუმინელს "დიდ ბობს" უწოდებენ. "რობერტი - შესანიშნავი ბიჭია ძლიერი ხასიათით. ის ოთხ ენაზე ლაპარაკობს და შეუძლია ნებისმიერ თემაზე ილაპარაკოს", - აქებს ბიჭს მწვრთნელი დეივ ბრისკეტი.

ბავშვობაში რობერტი "ჰიუსტონის" ცენტრის იაო მინის ფანი იყო. ბობროცკი ოცნებობს თავისი კერპის გზის გავლასა და NBA-ში კვალის დატოვებაზე: "მინდა გავხდე პროფესიონალი, სუპერვარსკვლავი. მილიონობით ბიჭი ბევრს მისცემდა ასეთი შანსისთვის". დღეს, რობერტი თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ფაზაში შედის: უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, მას ზღვარზე მუშაობა მოუწევს. თუ ბობროცკი წონას აკრეფს - NBA-ს აფეთქება ემუქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
jj

ჩაგეთვალა... ალბათ მასეც იყო :))

......

რომელი პლანეტიდან ხარ მეგობარო? მართლა გჯერა რაც დაწერე თუ გვეკაიფები??!
jj-ს და .....-ს
12:14 22-05-2017
0
გენეტიკა მეორე ხარისხოვანიც კიარ არის სიმაღლეში საზრდელად ან საკლებად.
შუა საუკუნის ერთ ერთი ქართველი მწერალი მოიხსენიებს ვინმე ქართველ გოლიათ ჯაფარს, ხოლო ის სიმაღლე რასაც იგი წერს სანტიმეტრებზე გამოთვლით ზუსტად 5 მეტრია, ისეთ ლოდებს იღებდა ვერავის შეუძლია მსგავსის აღებაო. ანუ ამ გიგანტ თინეიჯერს რომ ერთი მაგხელა კიდევ მიამატო და ერთი-ორი თავით დიდი კიდევ. საერთოდ ძველად გოლიათები იყვნენ ქართველები როგორც აღმოჩენები მეტყველებენ. ვახტანგ გორგასალი ვინც გაზომა, მეფის ტანისამოსი იქიდან 2-40 სანტი მეტრი გამოდის, მაგრამ იგივე მღვდელი იძახდა რომ ვახტანგი უფრო დიდი იყოვო, ანუ სადღაც 3 მეტრამდე. ძალიან დიდები იყვნენ ძველად ქართველები, აღმოჩენილია 3-4-5 მეტრი სიმაღლის ადამიანების ჩონჩხები. მაშინ თუ გენეტიკაზე მიდგა საქმე, რატომ ვართ ახლა 2 მეტრამდეც აღარ უკვე და რატომ დავდაბლდით? მეტყვით გენები შეერიათო ქართველებს, მაგრამ სისხლის დეენემის ანალიზი აჩვენებს რომ არ შეგვცვლია და ისეთივეა როგორიც ვთქვათ 1000 2000 წლის უკან იყო.
სიმაღლეში ზრდას განაპირობებს არა გენეტიკა, არამედ საკვების რაციონი და გარემო. თორემ მე დაბალი დედ-მამის დიდი შვილებიც მინახია, მაღალი მშობლების დაბალი შვილებიც. გენეტიკა მე-3 ხარისხოვანია და არც არის. შეიძლება კიდევ იყოს ფაქტორი რომ ადამიანს დაავადება ქონდეს, ან ხელოვნურად გაზრდა.
კალათბურთით იზრდებიან ხელოვნურად და არა ბუნებრივად, არსებობს ოპერაციები რომელიც ზრდის ადამიანს.
......
20:45 21-05-2017
0

სიახლეები პოპულარული