NBA. ჯორჯმა 70 მილიონი დაკარგა

AutoSharing Option
NBA-ის სიმბოლურ ხუთეულებში ვერ მოხვდა პოლ ჯორჯი, რასაც კალათბურთელისთვის გარკვეული ფინანსული ზარალი მოჰყვა.

ლიგასა და პროფკავშირებს შორის ახალი კოლექტიური ხელშეკრულების თანახმად, ერთ-ერთ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის შემთხვევაში, ჯორჯს შეეძლო "ინდიანასთან" ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმება 210 მილიონი დოლარის თანხაზე, რაც 70 მილიონი დოლარით მეტია იმაზე, რასაც NBA-ის რომელიმე სხვა კლუბთან ხელშეკრულების გაფორმებით მიიღებდა.

ასე რომ, ჯორჯმა დაკარგა "ინდიანასთან" კონტრაქტის გახანგრძლივების მოტივაცია და დიდი ალბათობით, 2018 წელს თავისუფალი აგენტი გახდება.
სამაგიეროდ, სიმბოლურ ნაკრებებში მოხვედრით, მაქსიმალური კონტრაქტების ოფიციალურად გაფორმება შეეძლებათ: სტივენ კარის, ჯეიმს ჰარდენს, რასელ
უესტბრუკს, ჯონ უოლსა და კავაი ლენარდს.

კარი ამ ჯგუფში ერთადერთი კალათბურთელია, რომელიც ამ ზაფხულს გავა თავისუფალი აგენტების ბაზარზე. ელოდებიან, რომ ის "გოლდენ სტეიტთან" გააფორმებს 5-წლიან კონტრაქტს, რომლის ღირებულება იქნება 210 მილიონი დოლარი.

უესტბრუკს, ჰარდენსა და უოლს უკვე აქვთ მრავალწლიანი ხელშეკრულებები, მაგრამ ასევე შეუძლიათ ამ ზაფხულს მაქსიმალური კონტრაქტები გააფორმონ, შესაბამისად, "ოკლაჰომასთან", "ჰიუსტონთან" და "ვაშინგტონთან". ლენარდი ("სან ანტონიო") ასეთ შესაძლებლობას 2018 წელს მიიღებს.

ამგვარი მაქსიმალური კონტრაქტების გაფორმების შესაძლებლობა ახალი კოლექტიური ხელშეკრულების წყალობით გახდა შესაძლებელი. ასეთი შანსის მიღების ძირითადი კრიტერიუმებია - ლიგაში შვიდი ან რვა წელი თამაშის გამოცდილება, ბოლო სამ სეზონში სიმბოლურ ხუთეულებში მოხვედრა ან MVP-ის ტიტულის მიღება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული