დუეინ უეიდი "ხარებში" რჩება

AutoSharing Option
NBA-ის ვეტერანი მცველი დუეინ უეიდი იქითკენ იხრება, რომ გამოიყენოს თავის კონტრაქტში არსებული პუნქტი და 2017-18 წლების სეზონში ისევ "ჩიკაგო ბულზის" შემადგენლობაში ითამაშოს, - იტყობინება ESPN.

მიმდინარე ხელშეკრულების თანახმად, უეიდი მომავალ სეზონში 23.8 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

საინტერესოა, რომ 35 წლის კალათბურთელმა შეატყობინა "ჩიკაგოს" - არ დარჩება გუნდში იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობა შემადგენლობაში ცვლილებებს გადაწყვეტს.

გასულ რეგულარულ სეზონში უეიდმა 60 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მცველმა მოედანზე საშუალოდ 29 წუთი გაატარა და 18.3 ქულა, 4.5 მოხსნა, 3.8 შედეგიანი პასი და 1.4 ჩაჭრა დააგროვა.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული