ანტენტოკუნმპო ევრობასკეტზე იქნება. გასოლიც

AutoSharing Option
საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოსტას მისასმა დაასახელა 16 კალათბურთელის სია, რომლებიც მიწვეულნი არიან 2017 წლის ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე. შეიძლება ითქვას, რომ ბერძნების შემადგენლობა ოპტიმალურია. გამოძახებულთა შორისაა "მილუოკი ბაქსის" ლიდერი იანის ანტენტოკუნმპო.

ბერძნების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

კოსტას სლუკასი, ნიკოს პაპასი, ვანგელის მანცარისი, ნიკ კალატესი, ტაილერ დორსი, იანის პაპაპეტრუ, კოსტას პაპანიკოლაუ, იანის ანტენტოკუნმპო, დიმიტრიოს აგრავანისი, ზაკ ოგასტი, კოსტას მიტოგლუ, იანის ბურუსისი, გიორგიოს ბოგრისი, გიორგოს პაპაიანისი, გიორგოს პრინტეცისი.

* * *
ესპანეთის ნაკრების ვეტერანმა, "სან ანტონო სპურსის" ფორვარდმა პაუ გასოლმა დაადასტურა 2017 წლის
ევრობასკეტზე თამაში.

"შემიძლია დავადასტურო, რომ ვითამაშებ ევროპის ჩემპიონატზე. მაქვს სურვილი მოვიგო მედლები და წარმატებას მივაღწიო ეროვნულ გუნდთან ერთად", - განაცხადა 37 წლის ესპანელმა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სპანულისი არა ჰყავთ ნაკრებში. ე.ი. უკეთესები გამოიძახეს და არ სჭირდებათ:)...ეს ჩემპიონატი ალბათ იანისის დომინირებით ჩაივლის.
murtalo
15:23 12-07-2017
0
შეუდარებელი ნაკრები ჰყავს საბერძნეთს. მგონი აშკარა ფავორიტები არიან.ისტორიაში ასეთი ძლიერი ნაკრები არ ყოლიათ.
dadu
10:28 12-07-2017
0

სიახლეები პოპულარული