ევრობასკეტი 2015. 1/4 ფინალები: წინასწარი ფინალი ნახევარფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: საფრანგეთს ტონი პარკერკმა მოაგებინა
გუშინ, 15 სექტემბერს, ევრობასკეტზე პირველი ორი მეოთხედფინალი გაიმართა და პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა. ხვალ ვიხილავთ ორი წლის წინანდელი ჩემპიონატის ფინალის გამეორებას - საფრანგეთი ესპანეთის წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც საბერძნეთის ნაკრებმა უდანაკარგოდ გაიარა ევრობასკეტის პირველი ორი ეტაპი, ხოლო ესპანეთმა ჯგუფში პირველი ადგილი სერბეთს დაუთმო და მერვედფინალშიც პოლონეთის წინააღმდეგ გვარიანად იწვალა, მეოთხედფინალში სერჯო სკარიოლოს შეგირდები უპირობო ფავორიტად არ მიიჩნეოდნენ.

გადამწყვეტი ამ შეხვედრაში გახდა ესპანელების ბრწყინვალე თამაში დაცვაში. ბოლო მეოთხედში, სკარიოლოს შეგირდებმა მეტოქეს ხუთი წუთის განმავლობაში არ მისცეს
ქულის აღების საშუალება, საწყის ექვს წუთსა და 42 წამში კი ბერძნებს მხოლოდ სამი ქულა ჰქონდათ დაგროვებული.

ფოტის კაციკარისის გუნდმა მაინც ბოლომდე იბრძოლა და ჯარიმების ტაქტიკის გამოყენებით თამაშის გადარჩენის მცირე შანსიც მიიღო, მაგრამ იანის ანტენტოკუნმპოს მიერ საკუთარი ნახევრიდან ნასროლი ბურთი კალათში არ ჩავარდა.

ესპანეთის ნაკრები ზედიზედ მეცხრედ (!) გავიდა ევრობასკეტის ნახევარფინალში.

ამ ეტაპზე ესპანელები საფრანგეთს შეხვდებიან. ტურნირის წინ, ბევრი სწორედ ამ გუნდების ფინალს აანონსებდა, მაგრამ ესპანეთმა ჯგუფში პირველი ადგილი ვერ დაიკავა და "ნაადრევი ფინალი" ნახევარფინალში გაიმართება.

ფრანგებს ყველაზე იოლი მეტოქე ჰყავდათ ლატვიის სახით, თუმცა ბალტიისპირელებმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს პირველი ტაიმი, თითქმის სულ წინ იყვნენ, რვა ქულით იგებდნენ და დიდ შესვენებაზე ლიდერის რანგშიც გავიდოდნენ, რომ არა ტონი პარკერის გმირობა.

"სან ანტონიო სპურსის" გამთამაშებელმა, რომელსაც წინა მატჩებში მაინცდამაინც კარგად არ უთამაშია, ტაიმის ბოლოს ზედიზედ ცხრა ქულა აიღო და თავის გუნდს ორქულიანი უპირატესობა მოუტანა.

ამის შემდეგ კი მასპინძლებმა ძალიან მჭიდრო დაცვა დააყენეს და მესამე მეოთხედი 19:6 მოიგეს. ამ ათწუთეულში ლატვიამ თამაშიდან 18-დან მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო, იმ დროს, როცა პირველ ტაიმში სიზუსტე 61 პროცენტს აღწევდა.

ასე რომ, საფრანგეთის ნაკრებს მეოთხე მეოთხედში მხოლოდ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება სჭირდებოდა, რაც უპრობლემოდ მოახერხა კიდეც.

ევრობასკეტი 2015. 1/4 ფინალი
ესპანეთი-საბერძნეთი 73:71
14:14, 25:18, 16:25, 18:14
ე: გასოლი (27+9 მოხსნა), მიროტიჩი (18), როდრიგესი (10+5 პასი), ლიული (8), რეიესი (5+5 მოხსნა), რიბასი (3), კლავერი (2+8 მოხსნა).
ს: კალატესი (14+7 პასი+5 მოხსნა), პრინტეცისი (13), ანტენტოკუნმპო (12+17 მოხსნა), სპანულისი (10+5 პასი), კუფოსი (9+6 მოხსნა), ბურუსისი (5), ზისისი (5), სლუკასი (3).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (41.8/45.5), სამქულიანები (38.9/31.8), საჯარიმოები (83.3/44.4).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საფრანგეთი-ლატვია 84:70
21:25, 19:13, 16:7, 28:25
ს: პარკერი (18+6 პასი), დიაო (14), გობერი (13+6 მოხსნა+3 დაფარება), დე კოლო (11+7 მოხსნა+5 პასი), ლოვერნი (10+7 მოხსნა), ფურნიე (7), ბატუმი (4+4 ჩაჭრა), ჟელაბალი (4), ვესტერმანი (2), კაუდი (1+8 მოხსნა).
ლ: იანიჩენოკსი (16), სტრელნიექსი (14+7 პასი), ბერტანში (12), ფრეიმანისი (9+8 მოხსნა), მეიერსი (7), ტიმა (5), მეიერისი (3+5 მოხსნა), ბერძინში (2), ვეცვაგარსი (2).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (46.2/42.4), სამქულიანები (23.1/28.6), საჯარიმოები (80.8/57.1).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს კალათბურთია და ჰოკეიში ნუ გეშლება, ჩეხების კალათბურთი იგივეა რაც ქართველების ბეისბოლი და სადაც შედარება არ შეიძლება იქ არც უნდა გამოთქვა სულელური აზრი. ეს ისე ვისაც კალათბურთი ესმის ისედაც გაიგებს.
j.....
18:00 16-09-2015
0
სერბეთი ჯერ ჩეხეთს გასცდეს და მერე ვნახოთ....
begia
15:59 16-09-2015
0

სიახლეები პოპულარული