ოდენი მწყობრშია

AutoSharing Option
"პორტლენდის" ცენტრს გრეგ ოდენს ყველაზე მეტად აწყობდა ლოკაუტი, რომელიც NBA-ში სეზონის დაწყების საშუალებას არ იძლევა. ორი დღის წინ, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე უიღბლო მოთამაშემ ასეთი ახალი ამბავი დაწერა საკუთარ "ტვიტერზე".

"ამჟამად ლოს ანჯელესში ვიმყოფები, სადაც ვამთავრებ აღდგენით კურსს. პირველად ხანგრლივი დროის განმავლობაში გარბენები გავაკეთე და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. იმედია, ლოკაუტი მალე დასრულდება", - ამბობს ოდენი.

2007 წლის დრაფტის პირველ ნომერს NBA-ში მხოლოდ ორი სეზონი აქვს ნათამაშები, ისიც არასრული (2008-09 წლებში 61 მატჩი ჩაატარა, 2009-10-ში - 21 მატჩი), ორი რეგულარული კი
მთლიანად გაუცდა. მიზეზი მუხლის ქრონიკული ტრავმებია.

ლიგაში ბოლო მატჩი ოდენმა 2009 წლის 5 დეკემბერს ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული