კობიმ "სანზის" წინააღმდეგ 48 ქულა დააგროვა. ეს კალათბურთელი ლიგაში მე-16 სეზონს ატარებს და კარიერის ასეთ გვიან ეტაპზე მსგავსი შედეგიანობა ისტორიში არც ერთ მოთამაშეს არ დაუფიქსირებია. წინა მიღწევა ქარიმ აბდულ-ჯაბარისა იყო, რომელმაც 1985-86 წლების სეზონში 46 ქულა დააგროვა.
ბრაიანტი მესამე ადგილს იკავებს ისეთი მატჩების რაოდენობით, როცა მინიმუმ 40 ქულით ტოვებდა მოედანს. ის ჩამორჩება უილტ ჩემბერლენს (271 მატჩი) და მაიკლ ჯორდანს (173).
საგულისხმოა, რომ "ფინიქსის" წინააღმდეგ
რაც შეეხება შეხვედრის მსვლელობას, "ლეიკერსს" იოლი გამარჯვება არ ჰქონია. მეოთხე მეოთხედის სტარტზე "ფინიქსის" მცველმა შენონ ბრაუნმა თავის ყოფილ თანაგუნდელებს ზედიზედ სამი ბურთი ჩაუგდო და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 74:75. მაგრამ აქ სცენაზე სწორედ კობი ბრაიანტი გამოვიდა. 14:1 გაქცევაში მისი წილი 12 ქულა იყო და ამით გამარჯვებულის საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან.
ლეიკერსი-ფინიქსი 99:83
25:19, 21:23, 27:26, 26:15
ლ: ბრაიანტი (48), პ. გასოლი (16+12 მოხსნა), ბინუმი (12+8 მოხსნა).
ფ: ფრაი (17), გორტატი (16+12 მოხსნა), ნეში (13+8 პასი), ბრაუნი (11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"