კობი ისევ ისტორიაში

AutoSharing Option
გუშინდელი დღის გმირად მოინათლა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი, რომელმაც "ფინიქსთან" მატჩში ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

კობიმ "სანზის" წინააღმდეგ 48 ქულა დააგროვა. ეს კალათბურთელი ლიგაში მე-16 სეზონს ატარებს და კარიერის ასეთ გვიან ეტაპზე მსგავსი შედეგიანობა ისტორიში არც ერთ მოთამაშეს არ დაუფიქსირებია. წინა მიღწევა ქარიმ აბდულ-ჯაბარისა იყო, რომელმაც 1985-86 წლების სეზონში 46 ქულა დააგროვა.

ბრაიანტი მესამე ადგილს იკავებს ისეთი მატჩების რაოდენობით, როცა მინიმუმ 40 ქულით ტოვებდა მოედანს. ის ჩამორჩება უილტ ჩემბერლენს (271 მატჩი) და მაიკლ ჯორდანს (173).

საგულისხმოა, რომ "ფინიქსის" წინააღმდეგ
კობის არც ერთი სამქულიანი არ ჩაუგდია. 2008 წელს მსგავსი მიღწევა ამარე სტაუდმაიერს ჰქონდა - 49 ქულა შორეული ტყორცნების გარეშე.

რაც შეეხება შეხვედრის მსვლელობას, "ლეიკერსს" იოლი გამარჯვება არ ჰქონია. მეოთხე მეოთხედის სტარტზე "ფინიქსის" მცველმა შენონ ბრაუნმა თავის ყოფილ თანაგუნდელებს ზედიზედ სამი ბურთი ჩაუგდო და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 74:75. მაგრამ აქ სცენაზე სწორედ კობი ბრაიანტი გამოვიდა. 14:1 გაქცევაში მისი წილი 12 ქულა იყო და ამით გამარჯვებულის საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან.

ლეიკერსი-ფინიქსი 99:83
25:19, 21:23, 27:26, 26:15
ლ: ბრაიანტი (48), პ. გასოლი (16+12 მოხსნა), ბინუმი (12+8 მოხსნა).
ფ: ფრაი (17), გორტატი (16+12 მოხსნა), ნეში (13+8 პასი), ბრაუნი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული