ვის სურს ტრეისი მაკგრეიდის სული

AutoSharing Option
ბოლო სეზონში გაუთავებელი ტრავმების მიუხედავად, NBA-ის ბევრი კლუბი გამოთქვამს "ნიუ იორკ ნიქსის" მცველ ტრეისი მაკგრეიდის აყვანის სურვილს. როგორც ერთ-ერთი სანდო წყარო წერს, 31 წლის კალათბურთელით წლევანდელი ფინალური სერიის მონაწილეები - "ბოსტონ სელტიქსი" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" არიან დაინტერესებულნი.
"მასზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა. ეს შეიძლება იყოს "ლეიკერსი" ან "სელტიქსი", მაგრამ არავითარ შემთხვევაში "ორლანდო", რადგან ამ კლუბსა და ტრეისის რამდენიმე წლის წინ მძიმე განშორება ჰქონდათ. თუმცა იმ გუნდს, რომელიც მაკგრეიდის აიყვანს, მთელი სეზონის დახარჯვა მოუწევს კალათბურთელის ღირსეულ ფორმაში მოსაყვანად", - ამბობს NBA-ის
ოფიციალურ ვებგვერდზე მაკგრეიდის წარმომადგენელი.
ბევრი თვლის, რომ ტი-მაკი უარს იტყვის 1.35-მილიონან კონტრაქტზე. ამის შემდეგ ყველაზე დაინტერესებული კლუბი დაელოდება მომენტს, როცა ტრეისი დათანხმდება საშუალო დონის ხელშეკრულების გაფორმებას.
"ნიქსში" მაკგრეიდის არც ისე წარმატებული სეზონი ჰქონდა - 24 მატჩში საშუალოდ 26.1 წუთს თამაშობდა და 9.4 ქულას, 3.7 მოხსნასა და 3.9 შედეგიან პასს აგროვებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული