შედგება თუ არა, გაერთიანება "მაიამი ჰიტში"

AutoSharing Option
თავისუფალი აგენტების ბაზრის მთავარი ვარსკვლავები - დუეინ უეიდი, კრის ბოში და ლებრონ ჯეიმსი მაიამიში შეხვდნენ ერთმანეთს და კარიერის გაგრძელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. როგორც ინფორმირებული წყარო ESPN-ზე წერს, კალათბურთელებმა განიხილეს "მაიამი ჰიტში" გაერთიანება, სადაც ამჟამად დუენი უეიდი ირიცხება.
თუმცა იმავე წყარომ აღნიშნა, რომ ლებრონი ჯერაც ვერ გარკვეულა - უნდა თუ არა "კლივლენდის" დატოვება. მეორეს მხრივ, "ტორონტო რეპტორზის" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ბოში დატოვებს კანადურ კლუბს.
ერთ გუნდში გადასვლასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, სამივე კალათბურთელი დარწმუნებულია, რომ ამ სამმაგი ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული