სად ითამაშებს ამარე სტაუდმაიერი?

AutoSharing Option

"ფინიქს სანზის" მფლობელი რობერტ სარვერი და მთავარი მწვრთნელი ელვინ ჯენტრი დღეს უკანასკნელად მიმართავენ ამარე სტაუდმაიერს კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე.
იმ შემთხვევაში, თუ კალათბურთელს არ დააკმაყოფილებს ახალი ხელშეკრულების თანხა, მაშინ ამარე თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და სხვა გუნდში გადასვლაზე იზრუნებს. ამ მომენტისთვის ამ კალათბურთელის ხელში ჩაგდებაზე მთავარ პრეტენდენტად "მაიამი ჰიტი" მიიჩნევა.
მოთამაშის ახლო გარემოცვა აღიარებს, რომ სტაუდმაიერს სურდა "ფინიქსში" დარჩენა, მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ გენერალური მენეჯერის სტივ კერის წასვლა ამარეს კლუბის შეცვლისკენ უბიძგებს.
იმ შემთხვევაში, თუ "სანზი" ვერ მიაღწევს სტაუდმაიერთან შეთანხმებას,
ამ გუნდის მენეჯერები "ნიუ იორკის" ფორვარდ დევიდ ლის გადაბირებაზე იზრუნებენ - წერს Yahoo.
"ფინიქსის" ხელმძღვანელობას შეუძლია ლის ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის ღირებულება 60 მილიონი დოლარი იქნება. თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, "სანზს" მოუწევს ჩენინგ ფრაის სამსახურზე უარის თქმა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული