NBA-ის რამდენიმე კლუბი გამოთქვამს "იუტა ჯაზის" ფორვარდ კარლოს ბუზერის შეძენის სურვილს. ეს კალათბურთელიც ხვალიდან თავისუფალი აგენტი გახდება. როგორც ESPN წერს, ბუზერი ისეთი კლუბების ინტერესის სფეროში მოექცა, როგორიც არიან "მაიამი ჰიტი", "ნიუ ჯერსი ნეტსი" და "ჩიკაგო ბულზი". გარკვეულ აქტიურობას გამოხატავს "ნიუ იორკ ნიქსიც".
ამ კლუბებს ეს ფორვარდი ერთგვარ სათადარიგო ვარიანტად ჰყავთ შეგულებული. მაგალითად, თუ "მაიამი" ვერ შეძლებს კრის ბოშის გადაბირებას, მაშინ ბუზერზე გადაერთვება.