რჩებოდა ერთი მოგება და "ჰიტი" საკლუბო რეკორდს გაიმეორებდა, რომელიც შვიდი წლის წინ არის დამყარებული.
ფლორიდაში სათამაშოდ ჩავიდა "მემფისი" და თავიდანვე დაანახა მეტოქეს საბრძოლო განწყობა. 21:8 გაქცევა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა სპოელსტრას გუნდისთვის. საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ რეგულარულის საუკეთესო გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც არ გასულა წინ!
მეტოქის კარგმა თამაშმა საგონებელი ჩააგდო არა მარტო ჩელმერსი და კოული (ორივემ თამაშიდან ვერც ერთი ტყორცნა ჩააგდო), არამედ
7 მხოლოდ მესამე მეოთხედში მიუახლოვდნენ ფლორიდელები მოწინააღმდეგეს 10 ქულის მანძილზე, მაგრამ ამის შემდეგ "მემფისმა" ისევ დაიწყო უპირატესობის გაზრდა. საბოლოოდ, გეისა და კომპანიას 15-ქულიანი უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. ამაში სტუმრების რეზერვისტთა დიდი წვლილიც იყო, რომლებმაც საერთო ჯამში 36 ქულა დააგროვეს.
ამჯერად შესანიშნავი იყო გილბერტ არენასი - მან მხოლოდ 12 წუთი ითამაშა და ხუთიდან ოთხი სამქულიანის ჩაგდება მოასწრო.
* * *
კევინ დურანტმა "ინდიანას" წინააღმდეგ 24-დან 15 სროლა ჩააგდო და 44 ქულა დააგროვა, რასელ უესტბრუკს ერთი შედეგიანი პასი დააკლდა სამმაგ-დუბლამდე (21 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი), იბაკამ კი 7 დაფარება შეასრულა.
ასეთი შთამბეჭდავი სტატისტიკის მიუხედავად, რეგულარულის აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა ინდიანაპოლისი დამარცხებულმა დატოვა. "ინდიანამ" პირწმინდად მოუგო ფარი მეტოქეს (50:40), თანაც "ოკლაჰომას" ფარზე 18 ბურთი მოხსნა, სტუმრებმა კი 17 ბურთი დაკარგეს. ამის გათვალიწინებით, "თანდერის" დამარცხება უცნაურად აღარ მოსჩანს.
და მაინც, სტუმრებს ჰქონდათ გადარჩენის შანსი: მესამე მეოთხედში 24-ქულიანი ჩამორჩენა ბოლოსკენ სამ ქულამდე დაიყვანეს და მეტი დრო რომ ჰქონოდათ, შესაძლოა, მოგებაც მათ დარჩენოდათ.
* * *
7 ამასობაში, "სან ანტონიო" დასავლეთი კონფერენციის ლიდერი გახდა, თანაც "სპურსმა" ძალიან იოლად გადაინაცვლა პირველ პოზიციაზე. "ნიუ ორლეანი" არ არის ის გუნდი, რომელიც შეძლებდა გრეგ პოპოვიჩის გუნდის მოგებათა სერიის შეწყვეტას. ეს სერია კი უკვე 10 მოგებას შეადგენს.
რა თქმა უნდა, "ჰორნეტსი" მაქსიმალურად ცდილობდა, შეტევაში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მაგალითად, ერიკ გორდონი, რომელმაც თავის ანგარიშზე 31 ქულა ჩაიწერა. სამაგიეროდ, დაცვაში უილიამსის შერიგდები კატასტროფულად თამაშობდნენ - მეტოქეს თამაშიდან ტყორცნების 60 პროცენტის რეალიზაციის საშუალება მისცეს და სამქულიანების 50 პროცენტი გამოაყენებინეს.
გასაკვირი არ არის, რომ "სპურსმა" ამ სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა, არადა, სასტარტო ხუთეულის არცერთ წევრს მოედანზენ 22 წუთზე მეტი არ გაუტარებია.
* * *
"ლეიკერსმა" ორ დღეში ორი მატჩის წაგება მოასწრო. 8 აპრილს, პირველად ორი წლის განმავლობაში, კობი ბრაიანტმა შეხვედრა დაზიანების გამო გამოტოვა. როგორც ჩანს, მაიკ ბრაუნის სტრატეგიას, რომელიც კობის სრული დატვირთვით გამოყენებას ითვალისწინებს, ცუდი შედეგები მოაქვს.
კალიფორნიელებს კი კობის გარეშე ცუდი ამბავი დაემართათ. "ლეიკერსი" მხოლოდ მეორე მეოთხედის ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა "ფინიქსს" და დიდ შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე მხოლოდ ორი ქულით აგებდა. მაგრამ გასახდელში გასვლამდე ცოტა ხნით ადრე ტელფეირმა ოთხი წამი იკმარა საკუთარი სამწამიანიდან მეტოქის ფარამდე მისასვლელად, ჩააგდო და თან მეტოქეს ჯარიმის მიღება აიძულა.
ამის შემდეგ, "ლეიკერსი" მეტოქეს ექვს ქულამდე ახლოს არ მიახლოებია, მეოთხე მეოთხედის მიჯნაზე კი ერთ-ერთი სათამაშო მონაკვეთის 6:16 წაგების შემდეგ, მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო.
"ფინიქსმა" ამ მატჩში გუნდური რეკორდი დაამყარა - მხოლოდ სამი (!) შეცდომა დაუშვა. "სანზის" ამ ტრიუმფის მოწმე გახდა 18 237 ადამიანი, რაც ასევე სეზონის რეკორდია გუნდისთვის, რომელიც პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის.
6 აპრილი
ინდიანა-ოკლაჰომა 103:98
32:20, 24:21, 19:20, 28:37
ი: გრეინჯერი (26+6 მოხსნა), ჰიბერტი (21+12 მოხსნა+4 დაფარება), უესტი (14+5 მოხსნა), კოლისონი (11), ჯორჯი (8+16 მოხსნა).
ო: დურანტიი(44+6 მოხსნა), უესტბრუკი (21+11 მოხსნა+9 პასი), ჰარდენი (10).
ნიუ ჯერსი-ვაშინგტონი 110:98
33:20, 24:23, 26:23, 27:32
ნ-ჯ: უოლასი (19+5 მოხსნა), დ. უილიამსი (19+13 პასი), ბრუქსი (18+6 მოხსნა+6 პასი), მოროუ (17), ჯ. უილიამსი (14), ჰემფრიზი (8+12 მოხსნა).
ვ: უოლი (18+6 მოხსნა+3 დაფარება), სერაფინი (15+9 მოხსნა+3 დაფარება), მეისონი (15), სინგლტონი (12+9 მოხსნა), მეკი (10+8 პასი).
ტორონტო-კლივლენდი 80:84
22:20, 20:19, 21:12, 17:33
ტ: დეროზანი (28), ბარნიანი (19+7 მოხსნა).
კ: ჯეიმისონი (25+8 მოხსნა), ჰადსონი (23+7 პასი), სამუელსი (10+7 მოხსნა).
დალასი-პორტლენდი 97:99 (ო)
27:17, 29:27, 10:30, 26:17, 6:8
დ: ნოვიცკი (23+14 მოხსნა), ტერი (18+5 პასი+3 ჩაჭრა), რაიტი (13+5 მოხსნა), მერიონი (12+9 მოხსნა), ბობუა (10+5 პასი).
პ: ფელტონი (30+7 მოხსნა+6 პასი), ოლდრიჯი (25+12 მოხსნა), კროუფორდი (14).
დენვერი-ფინიქსი 105:99
21:29, 31:23, 26:23, 27:24
დ: აფლალო (30+5 მოხსნა), ჰარინგტონი (23), მილერი (15+7 მოხსნა+7 პასი), ფარიდი (12+8 მოხსნა), ჰემილტონი (11+5 მოხსნა).
ფ: ბრაუნი (18+6 მოხსნა), დადლი (17), რედი (15), ნეში (14+11 პასი), ფრაი (13+11 მოხსნა+3 დაფარება), გორტატი (9+14 მოხსნა).
ლეიკერსი-ჰიუსტონი 107:112
24:29, 35:21, 22:34, 26:28
ლ: ბრაიანტი (28), უორლდ პისი (23), ბინუმი (19+7 მოხსნა+5 არიეპტ), გასოლი (14+10 მოხსნა+5 პასი), სეშენსი (10+7 პასი+6 მოხსნა), ბარნსი (3+13 მოხსნა).
ჰ: დრაგიჩი (26+11 პასი+3 ჩაჭრა), სკოლა (25), პარსონსი (13), კემბი (12+11 მოხსნა), დალემბერი (12+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლი (10).
ატლანტა-დეტროიტი 101:96
24:20, 28:23, 26:25, 23:28
ა: ტიგი (24+11 პასი+5 მოხსნა), სმიტი (22+12 მოხსნა+3 დაფარება), ჯ. ჯონსონი (16+7 პასი), ა. ჯონსონი (16+6 მოხსნა), უილიამსი (12+5 მოხსნა).
დ: სტაკი (27), ბინუმი (15), ნაითი (13), პრინსი (10+5 მოხსნა), ჟერებკო (10).
მაიამი-მემფისი 82:97
12:25, 20:23, 29:25, 21:24
მაი: ჯეიმსი (21+6 მოხსნა+6 პასი), უეიდი (20+7 მოხსნა), ბოში (19), ჰარისი (10+6 მოხსნა).
მემ: გეი (17+3 ჩაჭრა), სპეტისი (15+5 მოხსნა), კონლი (15+3 ჩაჭრა), რენდოლფი (14+14 მოხსნა), არენასი (12), გასოლი (10+9 მოხსნა+3 დაფარება), მაიო (10+6 პასი).
მილუოკი-შარლოტი 95:90
28:30, 25:22, 19:16, 23:22
მ: ელისი (25+3 ჩაჭრა), ჯენინგსი (18+9 პასი+5 ჩაჭრა), დანლივი (15+5 მოხსნა), ილიასოვა (12+15 მოხსნა).
შ: მალენსი (31+14 მოხსნა), უოკერი (18+8 პასი+7 მოხსნა), ბიიომბო (14+14 მოხსნა), ჰენდერსონი (14+8 მოხსნა), ბრაუნი (11+9 მოხსნა).
სან ანტონიო-ნიუ ორლეანი 128:103
34:24, 38:21, 27:28, 29:30
ს-ა: დანკანი (19+6 მოხსნა), ჯინობილი (14), მილზი (14), ჯექსონი (13+7 მოხსნა), ნილი (13), სპლიტერი (10).
ნ-ო: გორდონი (31+3 ჩაჭრა), ბელინელი (15), ლენდრი (13+6 მოხსნა), ვასკესი (12+6 მოხსნა).
იუტა-გ. სტეიტი 104:98
28:27, 27:28, 23:25, 26:18
ი: ჯეფერსონი (30+11 მოხსნა+5 დაფარება), ჰარისი (28+5 პასი), ჰეივორდი (14), მილსეპი (12+7 მოხსნა).
გ-ს: ლი (26+12 მოხსნა), ტომპსონი (23+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტაილერი (14+5 მოხსნა).
7 აპრილი
ინდიანა-ბოსტონი 72:86
19:24, 14:19, 18:16, 21:27
ი: გრეინჯერი (20), უესტი (16), კოლისონი (13), ჰიბერტი (9+17 მოხსნა).
ბ: პირსი (24), ალენი (19+6 მოხსნა), გარნეტი (15+7 მოხსნა), სტიმსმა (10+9 მოხსნა+5 დაფარება), რონდო (4+12 პასი).
ნიუ ორლეანი-მინესოტა 99:90
20:21, 26:20, 33:26, 20:23
ნ-ო: სმიტი (26+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), კამანი (21+10 მოხსნა+4 დაფარება), ვასკესი (11+5 მოხსნა+10 პასი), გორდონი (10).
მ: ლავი (29+12 მოხსნა), ბიზლი (20+7 მოხსნა), პეკოვიჩი (11+6 მოხსნა), ბარეა (10+7 პასი).
მემფისი-დალასი 94:89
29:10, 21:29, 22:28, 22:22
მ: გეი (25+5 მოხსნა), რენდოლფი (15+11 მოხსნა), არენასი (14), კონლი (12+5 პასი).
დ: ნოვიცკი (17+8 მოხსნა), რაიტი (16+6 მოხსნა), კარტერი (14+3 დაფარება), მერიონი (12+11 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ფინიქსი-ლეიკერსი 125:105
24:32, 25,38, 37:26, 26:22
ფ: ბრაუნი (24+5 მოხსნა), რედი (23), გორტატი (14+9 მოხსნა), ნეში (13+11 პასი), ტელფეირი (13+7 პასი), მორისი (13+7 მოხსნა), ფრაი (11+5 მოხსნა).
ლ: გასოლი (30+13 მოხსნა), ბინუმი (23+18 მოხსნა), უორლდ პისი (19), იბენქსი (12), სეშენსი (11+9 პასი).
კლიპერსი-საკრამენტო 109:94
29:22, 27:29, 26:23, 27:20
კ: გრიფინი (27+14 მოხსნა), ფოიე (25), პოლი (19+5 მოხსნა+15 პასი+7 ჩაჭრა), ბატლერი (12).
ს: კაზინსი (15+20 მოხსნა), ევანსი (14), აუთლო (14), გარსია (13), გრინი (11+5 მოხსნა), ფრედეტე (10).
შარლოტი-ატლანტა 96:116
23:19, 13:29, 32:38, 28:30
შ: ჰიგინსი (22), მულენსი (17), უოკერი (10+6 პასი).
ა: ჯ. ჯონსონი (18), ა. ჯონსონი (17+6 მოხსნა), პარგო (15+9 პასი), სმიტი (15), უილიამსი (14), ფაჩულია (12+16 მოხსნა),
ტიგი (11+5 პასი), გრინი (11).
ფილადელფია-ორლანდო 82:88
19:24, 26:13, 16:25, 21:26
ფ: იანგი (20+7 მოხსნა), მიქსი (16), უილიამსი (15), იგუოდალა (6+10 პასი), ბრენდი (7+11 მოხსნა+3 დაფარება).
ო: დევისი (23+12 მოხსნა), ჰოვარდი (20+22 მოხსნა+6 პასი), რედიკი (19), რიჩარდსონი (10+8 მოხსნა+5 პასი).
მილუოკი-პორტლენდი 116:94
33:31, 21:32, 32:20, 30:11
მ: ჯენინგსი (21), უდრიხი (21+6 პასი), ილიასოვა (20+12 მოხსნა), ელისი (17+7 პასი), სანდერსი (14+7 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (21), მეტიუზი (14), ბებიტი (12), კროუფორდი (11), ფელტონი (10+10 პასი).
გ. სტეიტი-დენვერი 112:97
26:27, 30:22, 29:26, 27:22
გ-ს: რაში (20+5 მოხსნა), ლი (17+9 მოხსნა), ტომპსონი (15), რობინსონი (14+7 პასი), რაიტი (11), ტაილერი (10+7 მოხსნა), ჯეფერსონი (10).
დ: ლოუსონი (21+6 პასი), ჰარინგტონი (19), აფლალო (16), მილერი (14+6 მოხსნა), კუფოსი (11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"