უფრო მეტიც, სწორედ მელომ დაბლოკა სირენამდე 23 წამით ადრე დანლივის ტყორცნა. "მილუოკის" ჩამორჩენა იმ მომენტისთვის ერთი ქულა იყო. ენტონის დაფარებას მოჰყვა ნოვაკის ორი ზუსტი საჯარიმო. მას შეცდომის უფლება არ ჰქონდა, რადგან მშობლიურ შტატში თამაშობდა და ტრიბუნებიდან მის თამაშს მშობლები ადევნებდნენ თვალს. ნოვაკის ორ ქულას ღირსეული პასუხი ვერ გასცა
"მილუოკის" რიგებში საუკეთესო იყო მონტა ელისი - 35 ქულითა და 10 პასით მან პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა თავის ახალ კლუბში. მაგრამ ეს გამარჯვებისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი.
* * *
"მემფისმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. ამ გუნდმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა "მაიამი", "დალასი" და "კლიპერსი" და გუშინ, პლეი ოფში მოსახვედრად მებრძოლ "ფინიქსსაც" გაუსწროდა.
ეს წარმატება განაპირობა არა მხოლოდ რუდი გეის შედეგიანმა თამაშმა (32 ქულა), არამედ "მემფისის" ბრწყინვალე გუნდურმა მოქმედებამ, რითაც ეს გუნდი ბოლო თამაშებში გამოირჩევა. ამასთან, მასპინძლებს იოლი გამარჯვება არ ჰქონიათ.
მეოთხე მეოთხედში "სანზი" თითქოს უიმედოდ აგებდა, მაგრამ 11:1 გაქცევა მოაწყო და წინ გავიდა! დაიწყო ქულა ქულა თამაში. ყველაფერი კი მაშინ გადაწყდა, როცა 87:87-ზე "მემფისმა" 17:6 გაქცევა მოაწყო. ამაზე სტივ ნეშსა და მის თანაგუნდელებს პასუხი არ აღმოაჩნდათ.
* * *
კინაღამ სენსაცია მოახდინა "კლივლენდმა". "სისხლისგან დაცლილმა" გუნდმა კინაღამ "ინდიანა" დაამარცხა. სირენამდე ხუთი წუთით ადრე აუთსაიდერის უპირატესობა ექვს ქულას შეადგენდა. სწორედ აქ გამოჩნდა კლასში განსხვავება - იგრძნეს რა მოახლოებული კატასტროფა, ფოგელის შეგირდებმა 11:1 გაქცევა მოაწყვეს, ამასთან, შვიდი ქულა დააგროვა ჯორჯ ჰილმა.
მაგრამ ამ უკანასკნელმა ბოლოსკენ არაზუსტად ისროლა საჯარიმოები, რითაც ჰადსონმა წარმატებული გარღვევით შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. მაგრამ იქ "კავალიერზის" გმირობები დასრულდა. ოვერტაიმში მასპინძლებმა მხოლოდ 4 ქულა დააგროვეს, იმ დროს, როცა გრეინჯერმა და ჰილმა სამქულიანები ჩააგდეს. ორი დღის შემდეგ ეს გუნდები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს და იმ მატჩში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს ირვინგი.
* * *
ცუდად დასრულდა "დენვერთან" მატჩი "მინესოტას" ლიდერ კევინ ლავისთვის, რომელმაც ტვინის მსუბუქი შერყევის გამო დატოვა მოედანი. თითქოს ამის შემდეგ "დენვერს" არ უნდა გაჭირვებოდა გამარჯვება.
სანამ ლავი მოედნიდან გავიდოდა, თანაბარი თამაში მიდიოდა, შემდეგ კი "ნაგეტსმა" 16:4 გაქცევა მოაწყო. "მგლების" ვარდნა გრძელდებოდა და მალე ჩამორჩენა 21 ქულა გახდა. და აქ სცენაზე გამოვიდა "მინესოტას" სამი "მაღალი": ჯერ პეკოვიჩი "აფეთქდა" სამი ზუსტი ტყორცნით, შემდეგ ცხრა ქულით დაეხმარა მას რენდოლფი, მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე კი 14 ქულა დააგროვა უილიამსმა და თავისი გუნდის ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა.
"მგლებმა" მეტოქის დაწევა სირენამდე 101 წამით ადრე უებსტერის ზუსტი ტყორცნით შეძლეს, მაგრამ ამით მათი ზღაპარი დასრულდა და საქმეში ჩაებნენ იმ საღამოს "დენვერის" გმირები - აფლალო, ლოუსონი და ფარიდი, რომლებმაც ერთად 61 ქულა დააგროვეს და მშვიდად მიიყვანეს "დენვერი" გამარჯვებამდე.
უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლების შემადგენლობაში დიდხნიანი შესვენების შემდეგ გამოჩნდა დანილო გალინარი. იტალიელმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მოედანზე 35 წუთი გაატარა და 18 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.
ტორონტო-ფილადელფია 75:93
20:20, 17:22, 20:21, 18:30
ტ: ანდერსონი (13), დევისი (13+13 მოხსნა+5 პასი), დეროზანი (11), ფორბსი (10).
ფ: იანგი (17+5 მოხსნა), ვუჩევიჩი (12+5 მოხსნა), ბრენდი (11+8 მოხსნა), იგუოდალა (10), უილიამსი (10), ჰაუსი (10+4 დაფარება).
ბოსტონი-ატლანტა 88:86 (ო)
26:25, 14:23, 27:20, 17:26, 4:2
ბ: გარნეტი (22+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბასი (21+10 მოხსნა), პირსი (14+5 მოხსნა), რონდო (10+20 პასი+10 მოხსნა).
ა: ტიგი (21+6 პასი), სმიტი (20+11 მოხსნა+5 პასი), ჯონსონი (14), ფაჩულია (13+7 მოხსნა).
მილუოკი-ნიუ იორკი 107:111
27:36, 35:26, 26:22, 19:27
მ: ელისი (35+10 პასი+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჯენინგსი (22+7 პასი), დანლივი (19+6 მოხსნა).
ნ-ი: ენტონი (32+10 მოხსნა), ჩენდლერი (19+11 მოხსნა), შუმპერტი (16+6 მოხსნა+5 პასი), სმიტი (14), ფილდსი (11+6 პასი+5 მოხსნა), ნოვაკი (10).
ნიუ ორლეანი-საკრამენტო 105:96
20:29, 30:20, 29:21, 26:26
ნ-ო: სმიტი (22+6 მოხსნა), ბელინელი (21), ვასკესი (15+5 პასი), ჰენრი (14), კამანი (8+10 მოხსნა+3 დაფარება).
ს: ტორნტონი (25+4 ჩაჭრა), ევანსი (19+8 პასი+5 მოხსნა), ტომპსონი (18+7 მოხსნა), უილიამსი (16+5 მოხსნა).
პორტლენდი-გ. სტეიტი 118:110
30:25, 32:30, 23:20, 33:35
პ: კროუფორდი (34), ჰიქსონი (23+13 მოხსნა), მეტიუზი (18), ფელტონი (16+10 პასი), ბატუმი (14+5 მოხსნა), პრჟიბილა (2+14 მოხსნა).
გ-ს: ლი (21+14 მოხსნა+6 პასი), რობინსონი (19+8 პასი), ჯეფერსონი (15), რაში (13+5 მოხსნა), ტომპსონი (12), რაიტი (11+5 მოხსნა).
კლივლენდი-ინდიანა 98:104 (ო)
25:28, 21:18, 20:27, 28:21, 4:10
კ: ჯეიმისონი (21+8 მოხსნა), ჰადსონი (19+6 მოხსნა), სამუელსი (13+5 მოხსნა), ტომპსონი (10+8 მოხსნა).
ი: გრეინჯერი (23), უესტი (19+5 მოხსნა), ჰილი (17+5 პასი), ჰიბერტი (11+11 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება), ჯორჯი (6+10 მოხსნა).
ჰიუსტონი-იუტა 91:103
26:30, 20:26, 21:24, 24:23
ჰ: დრაგიჩი (19+7 პასი), ლოური (15+5 პასი), პარსონსი (13), სკოლა (10+8 მოხსნა), პატერსონი (10+6 მოხსნა), კემბი (9+13 მოხსნა).
ი: ჰეივორდი (29+6 პასი), მილსეპი (21+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯეფერსონი (15+8 მოხსნა+3 დაფარება), კეროლი (10+7 მოხსნა), ფეივორსი (10+11 მოხსნა+3 დაფარება).
მემფისი-ფინიქსი 104:93
32:26, 27:27, 21:19, 24:21
მ: გეი (32+7 მოხსნა), რენდოლფი (17+9 მოხსნა), მაიო (15), კონლი (12+7 პასი), კანინგემი (10).
ფ: გორტატი (19+5 მოხსნა), ბრაუნი (18), მორისი (17+6 მოხსნა), ნეში (11+10 პასი), ჩილდრესი (10).
დენვერი-მინესოტა 113:107
37:24, 31:23, 21:33, 24:27)
დ: ლოუსონი (24+8 პასი+5 მოხსნა), აფლალო (21), გალინარი (18), ფარიდი (16+12 მოხსნა), ჰარინგტონი (11).
მ: რენდოლფი (28+6 მოხსნა+5 დაფარება), უილიამსი (27+8 მოხსნა), პეკოვიჩი (12), უებსტერი (12), ბარეა (12+15 პასი+6 მოხსნა), ჯონსონი (11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"