ლამარ ოდომისთვის აღარც ნაკრებია

AutoSharing Option
"დალასიდან" მოკვეთილი ლამარ ოდომი ამერიკის ოლიმპიურ ნაკრებსაც ჩამოაშორეს.

რამდენიმე ამერიკული გაზეთი წერს, რომ NBA-ს შარშანდელი ჩემპიონი, რომელიც ამ სეზონში ვეღარ შეძლებს მოედანზე გასვლას, მონაწილეობას ვერ მიიღებს ლონდონის თამაშებში. არადა, თავდაპირველად ის შეყვანილი იყო 21 კანდიდატს შორის.

ოდომი უკვე მეორე მოთამაშეა, რომელიც აღარ განიხილება "დრიმ თიმში" მოხვედრის კანდიდატად. უფრო ადრე გახდა ცნობილი, რომ ნაკრებს გამოაკლდება ჩონსი ბილაპსი - ის აქილევსის მყესის ტრავმას მკურნალობს.

* * *
ამასობაში, აშშ-ის ნაკრების რამდენიმე მოთამაშეს სურს ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლის სანაცვლოდ გარკვეული ანაზღაურება მიიღოს. მათ რიგებშია
"მაიამი ჰიტის" ერთ-ერთი ლიდერი დუეინ უეიდი.

"ჩვენი სახელებით ყიდიან მაისურებსა და სხვა ატრიბუტიკას, რომლებიც ოლიმპიადას უკავშირდება. მაშინ რატომ არ უნდა გადაუხადონ ფული ნაკრების იმ მოთამაშეებს, რომლებიც ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან? - ამბობს უეიდი. - თითქმის მთელი ზაფხული უნდა ვივარჯიშოთ და ვითამაშოთ. ვფიქრობ, ეს ღირს იმად, რომ ჩვენი შრომა აანაზღაურონ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული