ერთ-ერთი მათგანია "ორლანდო მეჯიქის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი, რომელიც შაბათს ლოს ანჯელესში ექიმ რობერტ უოტკინსთან იყო კონსულტაციაზე და იქ მას ზურგის ქვედა ნაწილში ხერხემლის ტრავმა დაუდგინეს.
"სუპერმენმა" უკვე გამოტოვა "მეჯიქის" ბოლოს ექვსი შეხვედრა, რომელთაგანაც "ჯადოქრებმა" ხუთი წააგეს. ჯერჯერობით უცნობია ჰოვარდის მოედანზე დაბრუნების თარიღი. გამორიცხული არ არის, ლიგის საუკეთესო ცენტრი პლეი ოფის მატჩებამდე რომ ვერ ვიხილოთ პარკეტზე.
დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა "ლოს ანჯელესის" ლიდერ კობი ბრაიანტის შემთხვევაში. მიმდინარე რეგულარულის საუკეთესო
ამერიკული პრესა ვარაუდობს, რომ კობი ბოლომდე იმკურნალებს და ამიტომაც რეგულარულ ჩემპიონატში მოედანზე აღარ გამოვა - ის გუნდს პლეი ოფის ეტაპიდან შეუერთდება, მით უმეტეს, რომ "ლეიკერსმა" უკვე გაინაღდა დასავლეთის TOP8-ში ადგილი; თანაც, მის გარეშე გუნდი შესანიშნავად თამაშობს - კალიფორნიელებმა ლიდერის არყოფნაში უკვე ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგეს, მათ შორის, გუშინ მოქმედი ჩემპიონი "დალას მავერიქსი" დაამარცხეს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ სეზონის ბოლომდე გამოაკლდა "ტორონტოს" იტალიელი ცენტრი ანდრეა ბარნიანი. ამის მიზეზი მარცხენა ფეხის ტრავმა გახლავთ. ეს დაზიანება კალათბურთელმა "ოკლაჰომასთან" მატჩში მიიღო. იტალიელმა ამ სეზონში უკვე გამოტოვა 27 შეხვედრა.
წელს ბარნიანის საშუალო სტატისტიკა 19.5 ქულასა და 5.5 მოხსნას შეადგენდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"