2007 წლის საუკეთესო მოთამაშემ კლუბში გერმანიიდან გაგზავნა ოფიციალური წერილი, რომელშიც წერია, რომ ის დღეიდან ახალი კლუბის ძებნას იწყებს. ადრე "დალასის" ხელმძღვანელობა კალათბურთელს ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობდა, რომლის ღირებულება 96 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ დირკი არ დათანხმდა ამ წინადადებას.
ნოვიცკი გამოიყენებს მიმდინარე ხელშეკრულებაში არსებულ პუნქტს და თავისუფალი აგენტი გახდება. ჯერჯერობით უცნობია, რომელ გუნდში აპირებს დირკი კარიერის გაგრძელებას.
როგორც ჩანს, "დალასის" ხელმძღვანელობა გრძნობდა,
კლუბები გაცვლაზე აწარმოებენ მოლაპარაკებას. ჯეფერსონს მოქმედი კონტრაქტის მიხედვით კიდევ სამი წელი დარჩა, რომლის დროსაც 42 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშავოს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მისი საშუალო მაჩვენებლები 19.1 ქულასა და 10.5 მოხსნას უდრის.
გერმანელისგან განსხვავებით, კლუბის შეცვლას არ აპირებს "ჰიუსტონ როკეტსის" ჩინელი ცენტრი იაო მინი. აზიელმა გიგანტმა არ გამოიყენა კონტრაქტში არსებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდებოდა.
როგორც იაო ამბობს, მან "ჰიუსტონში" დარჩენის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ჩინელმა აღიარა, რომ საბოლოო არჩევანი მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა ექიმებმა იაოს გამოჯანმრთელების ტემპები შეაფასეს. "პირველად აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. ტრავმის გამო მთელი სეზონის გამოტოვება - მეტისმეტია. როგორც კი მივხვდი, რომ აღდგენას შევძლებდი, "ჰიუსტონში" დარჩენა გადავწყვიტე. უკეთესტი ვარიანტები მაინც არ მქონდა", - აღნიშნა კალათბურთელმა.
იაო მინი "ჰიუსტონმა" 2002 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია. პირველივე სეზონიდან ჩინელი ყოველწლიურად "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობდა. ბოლო წლებში მას ტრავმები აწუხებს, რის გამოც მან სრულად გამოტოვა 2009-10 წლების სეზონი და ამავე მიზეზით ვერ ითამაშებს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, რომელიც 28 აგვისტოს დაიწყება.