ყველაზე სასურველი და საძულველი

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეებს შორის ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც, ლიგის ყველაზე პოპულარული მწვრთნელი გახლავთ "ბოსტონ სელტიქსის" დამრიგებელი დოკ რივერსი.

კითხვაზე - "რომელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ისურვებდით თამაშს?" - გამოკითხული 134 კალათბურთელიდან 22-მა პროცენტმა სწორედ "კელტების" თავკაცი დაასახელა.

მეორე ადგილზე აღმოჩნდა "ნიუ იორკის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაიკ დ’ენტონი (21 პროცენტი), მესამეზე - "სან ანტონიო სპურსის" დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩი (16 პროცენტი).

პარალელურად, კალათბურთელებმა გამოავლინეს ლიგის ყველაზე არაპოპულარული მწვრთნელი. ამ გამოკითხვაში ხმების უმრავლესობა "ორლანდოს" მთავარმა მწვრთნელმა სტენ ვან განდიმ მიიღო - სწორედ მასთან არ
სურთ ყველაზე მეტად მუშაობა მოთამაშეებს.

14 პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა "მილუოკის" თავკაცი სკოტ სკაილზი, მესამეზე "კლივლენდის" მთავარი მწვრთნელი ბაირონ სკოტი (9 პროცენტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული