დერიკ როუზს მალე ვნახავთ

AutoSharing Option
გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე, "ჩიკაგო ბულზის" ვარსკვლავი დერიკ როუზი რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე აპირებს მოედანზე დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის გამთამაშებელმა 16 აპრილს "ვაშინგტონთან" მატჩში მიიღო ტერფის ტრავმა.

"ყველაზე მეტად ახლა თამაში მინდა, - ამბობს მოქმედი ლიგის მოქმედი MVP - მართალია, ფეხი ისევ მაწუხებს, მაგრამ ამაში საშიში არაფერია. დარწმუნებული ვარ, თუ ძალიან მოვინდომებ, შევძლებ ძველ დონეზე თამაშს. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავბრუნდე მოედანზე. იმედია, ეს პლეი ოფის დაწყებამდე მოხდება".

* * *

"ატლანტა ჰოქსის" ცენტრი ელ ჰორფორდი პლეი
ოფის მატჩებისთვის უნდა დაეხმაროს თავის გუნდს, - წერს ESPN.com.

კალათბურთელი მძიმე ტრავმის გამო იანვრის შემდეგ ვერ თამაშობს და ექიმების ვარაუდით, ეს პაუზა ოთხი თვე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ჰორფორდი უკვე შეუდგა კონტაქტურ ვარჯიშებს და მალე უნდა დაუბრუნდეს მოედანს.

ტრავმამდე ჰორფორდის საშუალო სტატისტიკა 12.4 ქულასა და 11.0 მოხსნას შეადგენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული