ვეტერანი, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება, ბოლო პერიოდში ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას მის მიმართ კლუბის დამოკიდებულების გამო, ამიტომაც უარს არ იტყოდა გუნდის შეცვლაზე.
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, რეი ფაქტობრივად "მემფისში" იყო გაცვლილი. გარდა ამისა, ტრავმის გამო მცველმა დაკარგა სასტარტო ხუთეულში ადგილი, რომელიც ეივერი ბრედლიმ დაიკავა.
წელს, რეგულარული ჩემპიონატის 46 მატჩში ალენმა საშუალოდ 14.2 ქულა,
"ბოსტონის" შემადგენლობაში სხვა ცვლილებებიც არის მოსალოდნელი. ასე მაგალითად, კლუბის ხელმძღვანელობა უახლოეს ხანში დაითხოვს ტრავმრებულ და გამოუსადეგარ ცენტრ ჯერმეინ ო'ნილს და კონტრაქტს გააფორმებს მძიმე ფორვარდ შონ უილიამსთან.
მიმდინარე სეზონში უილიამსმა რვა შეხვედრა ჩაატარა "დალასის" შემადგენლობაში და საშუალოდ 3.6 ქულა და 1.6 მოხსნა მიითვალა. ო'ნილის სტატისტიკა 5.0 ქულასა და 5.4 მოხსნას უდრის.
ინდიანა დანაკლისით დაიწყებს
"ინდიანა პეისერსის" მცველი დარენ კოლისონი, შესაძლოა, გამოაკლდეს თავის გუნდს პლეი ოფის პირველ მატჩებში. ამის მიზეზი საზარდულის ტრავმა გახდავთ. სავარაუდოდ, მას სასტარტო შემადგენლობაში ჯორჯ ჰილი შეცვლის.
წლევანდელ სეზონში ჩატარებულ 57 მატჩში დარენის სტატისტიკა 10.6 ქულას, 4.9 შედეგიან გადაცემასა და 3.2 მოხსნას უდრიდა.
კომისარი კმაყოფილია
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარს დევიდ სტერნს მიაჩნია, რომ ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებას უკვე მოაქვს დადებითი შედეგები. თუ ადრე კლუბების მფლობელები ყოველწლიურად რამდენიმე ასეულობით მილიონ დოლარს კარგავდნენ, ახლა, სტერნის აზრით, დანაკარგი მნიშვნელოვნად შემცირდება.
ვარაუდობენ, რომ 2012-13 წლების სეზონის შემდეგ, კლუბების უმრავლესობა თავიანთ მფლობელებს მოგებას მოუტანს.
ფიშერი პროფკავშირს არ დატოვებს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა პროფკავშირის პრეზიდენტი დერეკ ფიშერი არ აპირებს თავისი პოსტის დატოვებას.
როგორც იტყობინებიან, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილი ჰანტერმა განაცხადა, რომ “ოკლაჰომას” მცველი უნდა გადადგეს თანამდებობიდან. ფიშერმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა და თან დაამატა, რომ ლოკაუტის დროს NBA-ის წამყვანი მოთამაშეები ჰანტერის გადადგომას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ პროფკავშირის ორ ბოსს შორის ურთიერთობა ნოემბრის ბოლოს დაიძაბა, რადგან განსხვავებული აზრი ჰქონდათ NBA-ის ახალი კოლექტიური ხელშეკრულების რამდენიმე პუნქტის გარშემო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"