NBA.რეგულარული ჩემპიონატი: ჯორდანი ანტირეკორდს მიუახლოვდა

AutoSharing Option
დასავლეთში პლეი ოფის ბოლო საგზურისთვის ბრძოლას გამოაკლდა "ჰიუსტონ როკეტსი". ბოლო შეხვედრებში შვიდმა მარცხმა ხაზი გადაუსვა ამ გუნდის ამბიციებს.

"რაკეტებმა" თეორიული შანსი გუშინ დაკარგა, როცა მაიამიში წააგო ადგილობრივ "ჰიტთან". ეს უკანასკნელი უეიდის, ბოშისა და ჩელმერსის გარეშე თამაშობდა; თანაც, "მაიამიმ" ჯამში მხოლოდ 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და მხოლოდ 5 სამქულიანი ჩააგდო.

ამან "ჰიუსტონს" მოგების შანსი მისცა - პატერსონის დანკის შემდეგ სტუმრები ექვსი ქულით დაწინაურდნენ სირენამდე 6.31 წუთით ადრე.
და ამის შემდეგ საქმეს სერიოზულად მოჰკიდა ხელი ლებრონ ჯეიმსმა. მან დარჩენილ დროში 9 ქულა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა და 18:4 სპურტს დაუდო სათავე, რის შემდეგაც მეტოქეს გონს მოსვლის დრო აღარ ჰქონდა. სულ კი ლებრონმა 32 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

* * *
"დენვერი" დასავლეთის ცხრილში მეექვსე პოზიციაზე დამკვიდრდა. ამ გუნდმა საკმაოდ იოლად მოუგო "ორლანდოს", თუმცა მესამე მეოთხედის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე "ნაგეტსის" უპირატესობა მხოლოდ სამ ქულას შეადგენდა.

მაგრამ ფინიშამდე დარჩენილი მონაკვეთი მასპინძლებმა დამაჯერებლად მოიგეს - 40:16. ამასთან, ბოლოსკენ 22:3 გაქცევა მოახერხეს. "ორლანდოს" თამაშზე გავლენა იქონია ნელსონის ტრავმამ, რომელმაც მხოლოდ წუთი და 47 წამი გაატარა მოედანზე. რამდენად მძიმეა გამთამაშებლის ტრავმა, მოგვიანებით გაირკვევა.

ნელსონის შეცვლა სრულფასოვნად ვერავინ მოახერხა. მაგალითად, კრის დუჰონმა მხოლოდ სამი ქულა დააგროვა. საინტერესოა, რომ აღმოსავლეთის გუნდებს არ გამოსდით "დენვერის" წინააღმდეგ თამაში - 16 წაგება და მხოლოდ ორი მოგება. ჯორჯ კარლის შეგირდებისთვის, სამწუხაროდ, პლეი ოფში მათ დასავლეთის გუნდებთან მოუწევთ თამაში.

* * *
ზედიზედ 20 წაგება "შარლოტის" ახალი საკლუბო რეკორდია. კიდევ სამი მატჩი დარჩა "ბობკეტსს" იმისთვის, რომ დაამყაროს ისტორიული მიღწევა, რომელსაც უახლოეს ხანში, ალბათ, ვერავინ დაამხობს: დარჩენილ მატჩებში წაგებით მაიკლ ჯორდანის "ბობკეტსი" NBA-ს ყველაზე უარესი გუნდი იქნება სეზონში მოგებათა ყველაზე დაბალი პროცენტის მიხედვით.

ამის შანსი საკმაოდ მაღალია, რადგან "შარლოტი" უნდა შეხვდეს ფორმაში შესულ "ვაშინგტონს" და მასზე გაცილებით ძლიერ "ორლანდოსა" და "ნიუ იორკს". "კინგზი" ძალიან იოლად გაუსწორდა მეტოქეს.

დემარკუს კაზინსი ბატონობდა სამწამიანში (სტუმრებმა ამ ზონიდან 78 ქულა დააგროვეს), ტაირიკ ევანსი თითქმის არ აცილებდა, ჯეისონ ტომპსონს კი ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე (14 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი). შედეგად, უკვე მესამე მეოთხედში კალიფორნიელთა უპირატესობა 35 ქულას შეადგენდა.

ატლანტა-ნიუ იორკი 112:113
31:31, 34:29, 28:34, 19:19
ა: უილიამსი (29+11 მოხსნა+3 დაფარება), ტიგი (23+6 პასი+5 ჩაჭრა), ჯ. ჯონსონი (22), სმიტი (14+5 მოხსნა+3 დაფარება), პარგო (12).
ნ-ი: ენტონი (39+10 მოხსნა), სტაუდმაიერი (22+12 მოხსნა), ფილდზი (18), დევისი (13+10 პასი), შუმპერტი (11).

შარლოტი-საკრამენტო 88:114
19:31, 25:28, 23:28, 21:27
შ: ბრაუნი (13+7 მოხსნა), მალენსი (13+8 მოხსნა), უოკერი (13+11 პასი+5 მოხსნა), ტომასი (10).
ს: კაზინსი (29+10 მოხსნა), ევანსი (22), ტომპსონი (14+11 მოხსნა+7 პასი+5 ჩაჭრა), ფრედეტი (11), ტომასი (10).

მაიამი-ჰიუსტონი 97:88
22:27, 23:17, 21:25, 31:19
მ: ჯეიმსი (32+8 მოხსნა+5 პასი), კოული (16), ენტონი (11+6 მოხსნა), მილერი (11+6 მოხსნა), ჰასლემი (5+11 მოხსნა+3 დაფარება).
ჰ: პარსონსი (23+6 მოხსნა), დრაგიჩი (16), ლი (14), პატერსონი (14+7 მოხსნა), სკოლა (12).

დეტროიტი-ტორონტო 76:73
14:15, 15:19, 24:16, 23:23
დ: ნაითი (19), გორდონი (19), მონრო (8+17 მოხსნა).
ტ: დეროზანი (16), კლეიზა (12), ფორბსი (10), ალაბი (6+10 მოხსნა).

მინესოტა-გ. სტეიტი 88:93
32:17, 23:22, 20:30, 13:24
მ: პეკოვიჩი (19+16 მოხსნა), უებსტერი (18+5 მოხსნა), რენდოლფი (14+7 მოხსნა+5 დაფარება), ბარეა (14+12 პასი).
გ-ს: ჯენკინსი (24+9 პასი+6 მოხსნა), რაში (19+9 მოხსნა), ტომპსონნი (17), მაკგუაიერი (12+7 მოხსნა), ჯეფერსონი (10+6 მოხსნა).

დენვერი-ორლანდო 101:74
24:19, 20:25, 29:18, 28:12
დ: გალინარი (17+7 მოხსნა), მაკგი (17+8 მოხსნა+3 დაფარება), აფლალო (15), ლოუსონი (13+10 პასი+5 მოხსნა), ფარიდი (11+10 მოხსნა), მილერი (6+11 პასი).
ო: ანდერსონი (24+9 მოხსნა), დევისი (14).

კლიპერსი-ნიუ ორლეანი 107:98
32:27, 25:25, 17:32, 33:14
კ: პოლი (33+13 პასი+8 ჩაჭრა), ფოიე (24), გრიფინი (21+15 მოხსნა).
ნ-ო: გორდონი (17+5 პასი), ამინუ (14+8 მოხსნა), სმიტი (13+8 მოხსნა+3 დაფარება), ვასკესი (12+7 პასი), ტომასი (10+6 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული