"ოკლაჰომა სიტის" ფორვარდი კევინ დურანტი, რომელიც ლებრონ ჯეიმსთან ერთად თანაბრად განიხილება რეგულარული ჩემპიონატის MVP-ის ტიტულის მთავარ პრეტენდენტად, SlamOnline-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სეზონის მთავარი პრიზი "მაიამის" ფორვარდს უნდა შეხვდეს. 2011-12 წლების სეზონში "ოკლაჰომა" მეორე ადგილს იკავებს დასავლეთ კონფერენციაში, დურანტი კი საშუალოდ მატჩში 27.9 ქულასა და 8.0 მოხსნას აგროვებს.
"ეჭვგარეშეა, რომ ლებრონი იმსახურება MVP-ის წოდებას. მისი თამაში, უბრალოდ, ფენომენალურია. მე კი ვცდილობ უკეთესი ვიყო და წინ წავუძღვე ჩემს გუნდს. ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა იმის შეგრძნება, რომ უძვირფასესი მოთამაშის პრიზის პრეტენდენტებს შორის მოვხვდი",
- აცხადებს 23 წლის მოთამაშე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"