NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სპურსი" პირველია

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" დამრიგებელმა გრეგ პოპოვიჩმა თავისი გუნდის ლიდერების - დანკანის, პარკერისა და ჯინობილის დასვენებისგან თავი შეიკავა. ეს გასაგებიც იყო, რადგან "პორტლენდზე" გამარჯვება "სპურსს" დასავლეთში ჩემპიონის ტიტულს უნაღდებდა. ეს კი ფინალამდე საკუთარი მოედნის უპირატესობას ნიშნავს. თანაც, "სან ანტონიოს" რევანში ჰქონდა ასაღები თებერვალში "ბლეიზერსთან" განცდილი სასტიკი მარცხის გამო.

"სპურსმა" განსაკუთრებით მოინდომა - 124 ქულა (თამაშიდან - 59.3 პროცენტი, სამქულიანები - 54.5 პროცენტი) ჩაუგდო "პორტლენდს". გამარჯვებულთაგან ვინმეს გამოყოფა რთულია. დანკანმა ოთხი დაფარება შეასრულა; ჯექსონს 5 ჩაჭრა ჰქონდა; გრინმა, ნილმა და მილზმა 13-იდან
10 სამქულიანი ჩააგდეს; პარკერმა და დიაომ 7-7 მოხსნა და 6-6 შედეგიანი პასი შეაგროვეს; ანდერსონმა კი სეზონში მესამედ დააგროვა 11-ზე მეტი ქულა. გასაკვირი არ არის, რომ 33 წლის კანალესმა თავის მოკლე სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი ანგარიშით (35 ქულით) მარცხი იწვნია.

* * *

აღმოსავლეთში გაირკვა პლეი ოფის ბოლო მონაწილე. "ფილადელფია" სტუმრად სასტიკად გაუსწორდა "ნიუ ჯერსის" და გაინაღდა მერვე ადგილი, ხოლო თუ მოინდომებს, შეიძლება მეშვიდე ადგილსაც გამოჰკრას ხელი.

სხვათა შორის, "ნეტსი" გუშინ დაარსებიდან 35 წლისთავს აღნიშნავდა და დიდ შესვენებაზე ვეტერანების დაფასების გრანდიოზული ცერემონია მოაწყო. სამწუხარო ის იყო, რომ ამჟამინდელი "ნეტსი" იმ მომენტისთვის, პრაქტიკულად, უიმედოდ აგებდა - 43:53.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა მაქსიმუმ ის შეძლეს, რომ ერთ ქულამდე შეამცირეს სხვაობა... და მაშინვე მიიღეს 10:2 გაქცევა. ამის შემდეგ "ნეტსი" მეტოქეს აღარ მიახლოებია. საინტერესოა, რომ ორივე გუნდში მოინახა 11 კალათბურთელი, რომლებმაც 10-ქულიან ზღვარს გადააბიჯეს.

ეს მატჩი ერთგვარად ისტორიული იყო - "ნიუ ჯერსიმ" უკანასკნელად ითამაშა ნიუ იორკში და მომავალი სეზონიდან ბრუკლინში დაიდებს ბინას.

ვაშინგტონი-შარლოტი 101:73
31:22, 32:17, 20:23, 18:11
ვ: ნენე (18+6 მოხსნა+3 დაფარება), ვესელი (16+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), უოლი (16+5 მოხსნა+14 პასი), სერაფინი (12+8 მოხსნა).
შ: ჰენდერსონი (19+5 მოხსნა), ოგუსტინი (15+6 პასი).

ინდიანა-დეტროიტი 103:97
26:26, 28:26, 22:23, 27:22
ი: ჯორჯი (27+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), უესტი (20+5 მოხსნა), ბარბოზა (13+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჰენსბრო (13+8 მოხსნა), პენდეგრაფი (10+7 მოხსნა).
დ: მონრო (18+12 მოხსნა), ნაითი (16), პრინსი (14), ვილანუევა (13), დეი (11), მაქსიელი (10+7 მოხსნა).

ნიუ ჯერსი-ფილადელფია 87:105
18:31, 25:22, 25:23, 19:29
ნ-ჯ: ბრუქსი (18), ჰემფრიზი (16+12 მოხსნა), უოლასი (11+6 მოხსნა), პეტრო (10), ჯონსონი (10).
ფ: ბრენდი (15+6 მოხსნა), ჰოლიდეი (15), იანგი (15), იგუოდალა (14+7 მოხსნა+9 პასი), ტერნერი (13+5 მოხსნა), უილიამსი (11).

მილუოკი-ტორონტო 92:86
17:25, 26:23, 19:19, 30:19
მ: ჯენინგსი (25+5 პასი+3 ჩაჭრა), ილიასოვა (19+15 მოხსნა), ელისი (17+6 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), უდო (11+5 მოხსნა+3 დაფარება), დანლივი (10+7 მოხსნა).
ტ: ჯონსონი (22+13 მოხსნა), კლეიზა (15+9 მოხსნა), ფორბსი (15+5 პასი), ანდერსონი (11).

მემფისი-კლივლენდი 109:101
26:32, 29:20, 22:26, 32:23
მ: სპეიტსი (17+10 მოხსნა), გასოლი (17+3 დაფარება), გეი (15+6 მოხსნა), მაიო (14+5 პასი), ალენი (13+8 მოხსნა+8 ჩაჭრა), კონლი (12).
კ: ირვინგი (25+3 ჩაჭრა), ჯეიმისონი (17+9 მოხსნა), ტომპსონი (12+9 მოხსნა+4 დაფარება), ჰარისი (11+3 ჩაჭრა).

სან ანტონიო-პორტლენდი 124:89
31:18, 32:23, 28:24, 33:24
ს-ა: დანკანი (18+8 მოხსნა+4 დაფარება), გრინი (18), პარკერი (13+7 მოხსნა+6 პასი), ჯექსონი (12+5 ჩაჭრა), ნილი (12), ანდერსონი (11+5 მოხსნა).
პ: მეტიუზი (24+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჰიქსონი (14+10 მოხსნა), ფელტონი (13+7 პასი), სმიტი (10+6 მოხსნა+5 პასი).

ქიუბანის ახალი ბიზნესი
"დალას მავერიქსის" მფლობელი მარკ ქიუბანი მკაცრი კრიტიკით გამოვიდა აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტის მიმართ, რომელიც მოუწოდებს NBA-ს კალათბურთელებს, ოლიმპიადაზე ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვან. მილიარდერი აცხადებს, რომ არ უნდა აურიონ ერთმანეთში პატრიოტიზმი და ბიზნესი.

"შესაძლოა, ეს ჩემი ახალი ბიზნესი გახდეს. მე, ოლიმპიური კომიტეტის მსგავსად, მილიონობით დოლარს გამოვიმუშავებ. საერთოდ, თუ თქვენ ლექსიკონში ნახავთ სიტყვა "სულელის" განმარტებას, იქ აუცილებლად იხილავთ კალათბურთში აშშ-ის ნაკრების გამოსახულებას, რომლის კალათბურთელები უფასოდ თამაშობენ.

ამით ისინი საშუალებას აძლევენ ოლიმპიურ კომიტეტს, მილიონებით გაამდიდრონ საბანკო ანგარიშები. და ამას არანაირი კავშირი არ აქვს პატრიოტიზმის ცნებასთან. ეს ბიზნესია, ეს ფულია. გეთანხმებით, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, თამაშები უფულოდ რომ მიმდინარეობდეს. ალბათ, ეს არის ყველაზე სწორი ვარიანტი", - განაცხადა ქიუბანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული